ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში "ბრაგასთან" გამარჯვების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" ბანაკში აღნიშნული ტურნირის მოგებაზე ალაპარაკდნენ

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში "ბრაგასთან" გამარჯვების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" ბანაკში აღნიშნული ტურნირის მოგებაზე ალაპარაკდნენ.

სერ ალექს ფერგიუსონის თქმით, მისი გუნდის უმთავრესი კონკურენტები, "რეალისა" და "ბარსელონას" გარდა, დორტმუნდის "ბორუსია" იქნება.

შოტლანდიელის საბრძოლო განწყობას იზიარებს უეინ რუნიც:

"ვან პერსი ფანტასტიკური ფეხბურთელია. მან გუნდს დიდი ძალა შესძინა. გოლების გარდა მოედანზე ის დამატებით დიდ სამუშაოსაც ასრულებს.

ბოლო კვირების განმავლობაში შესანიშნავად წარმოაჩინა თავი "ჩიჩარიტომაც".

ის, რომ გოლებს სწორედ თავდამსხმელები იტანენ, გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიმდინარე სეზონში რამდენიმე ძალიან მძიმე შეხვედრა ჩავატარეთ, მაგრამ "ბრაგასთან" მატჩის მსგავსად არსად გაგვჭირვებია.

ვფიქრობ, დენის გამორთვის გამო გამოწვეულმა პაუზამ სერიოზულად შეგვიწყო ხელი. გამოვფხიზლდით და ძალები მოვიკრიბეთ. აშკარაა, რომ ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი არ გვითამაშია, მაგრამ სამი ქულა ავიღეთ და ეს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია.

საბედნიეროდ, ჯგუფში პირველ ადგილზე ვართ. ამ თამაშის შემდეგ თამამად შეიძლება ითქვას, რომ მზად ვართ, ფინალში გასასვლელად ვიბრძოლოთ.

ჩვენთვის უზარმაზარი სტიმულია, რომ გაზაფხულზე ფინალი "უემბლიზე" ტარდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა