გთავაზობთ "კორიერე დელო სპორტის" ინტერვიუს "ინტერის" 24 წლის მცველ ანდრეა რანოკიასთან

გთავაზობთ "კორიერე დელო სპორტის" ინტერვიუს "ინტერის" 24 წლის მცველ ანდრეა რანოკიასთან.

- ვინ მოიგებს სკუდეტოს, "ინტერი" თუ "იუვენტუსი"?

- "ინტერი", რადგან გამარჯვება ჩვენ უფრო გვწყურია. დიდ იტალიურ დერბიში ეს ნათლად გამოჩნდა.

- რა არის "ინტერის" წარმატების ფორმულა?

- წარმატებასა და წარუმატებლობაზე სეზონის ბოლოს ვილაპარაკოთ. ისე კი, ჩვენი ძალა პროფესიონალიზმსა და უდიდეს ენთუზიაზმშია.

- ჩემპიონთა ლიგა თუ სერია A?

- ორივე ტურნირს უდიდესი ფასი ადევს. ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება ევროპული მასშტაბით აღიარებაა, სკუდეტოს მოგება კი ტიფოზებს განსაკუთრებულად ახარებთ. ასე რომ, არჩევანის გაკეთება მიჭირს.

- ანტონიო კასანო თუ სტეფან ელ შაარავი?

- ანტონიო კასანო ფენომენალური ფეხბურთელია, რომელიც მოედანზე საოცრებებს აკეთებს. როდესაც ბურთი აქვს, იცი, რომ მეტოქის კართან ვითარება აუცილებლად გამწვავდება. მე კასანოს ვირჩევ.

- იტალიის გარდა, რომელ ქვეყანაში იასპარეზებდით?

- ინგლისში, რადგან იქაურ სტადიონებზე განსაკუთრებული ატმოსფეროა. ინგლისელი გულშემატკივარი არც ერთ ვარდნას, არც ერთ ართმევას არ დაგიკარგავს.

- როდემდე ითამაშებთ "ინტერში"?

- ეს კითხვა ალბათ ხავიერ ძანეტისთვის უნდა დაგესვათ... ეს ხუმრობით, ისე კი, ვითამაშებ იქამდე, სადამდეც გუნდს დავჭირდები.

არ მივეკუთვნები იმ ფეხბურთელთა კატეგორიას, რომლებიც გუნდის გამოცვლას ლამობენ. ჩემთვის, "ინტერი" ყველაზე დიდი ფასეულობაა.

- მართალს ამბობენ შვებულებაში მყოფი ფეხბურთელები, ერთი სული მაქვს სეზონი როდის დაიწყებაო?

- გააჩნია ფეხბურთელს. დარწმუნებული ვარ, ლიონელ მესი ამას გულწრფელად ამბობს.

- ვის მხარდამხარ ისურვებდით თამაშს?

- ლეონარდო ბონუჩის, რადგან მასთან ერთად ჯერ კიდევ "ბარიში" ვასპარეზობდი. ამბობდნენ, რომ ჩვენი სახით იტალიას ახალი ნესტა-კანავარო ეზრდება. ლეო ჩემი ახლო მეგობარია და გამიხარდება თუ ერთ მშვენიერ დღეს "ინტერში" ვიხილავ.

- და ბოლოს, თქვენ თუ გადახვალთ "იუვენტუსში"?

- მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ "ინტერს" არ დავჭირდები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა