ლევან კობიაშვილი: "ქეცბაიამ თვითონაც კარგად იცის, რომ არ ვიმსახურებდი ნაკრებიდან ასე წასვლას"
35 წლის ლევან კობიაშვილი ჯერაც დისკვალიფიცირებულია და გაისად, თებერვლიდან შეეძლება ბერლინის "ჰერტაში" თამაში მეორე ბუნდესლიგაში. მანამდე ის მხოლოდ ვარჯიშობს. ჯერ არც ამხანაგურ მატჩებში არ აქვს თამაშის უფლება.

კობიაშვილს ტელეფონით შევეხმიანეთ გერმანიაში და ჯერ იმაზე ჩამოვუგდეთ სიტყვა, აპირებს თუ არა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცის პრეზიდენტობის კანდიდატად საკუთარი თავის წამოყენებას...

- ამ საკითხზე კონკრეტული რამ რომ გითხრათ, ჯერ ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს, მაგრამ ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი გადადგომას არ აპირებს.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ორი წლის შემდეგ გაიმართება. ასე რომ, ამ მომენტში საკითხი ასე დგას - მინდა თუ არა ფედერაციის პრეზიდენტობა. ზოგადად კი, მაქვს სურვილი, რომ ფეხბურთელობის მერე საქართველოში დავბრუნდე და ქართულ ფეხბურთში ვისაქმიანო.

- "ჰერტა" ბუნდესლიგაში დაბრუნებისთვის იბრძვის და თუ ეს მოახერხეთ, ალბათ, ფეხბურთელის კარიერის გაგრძელებაზე უარს არ იტყვი...

- პირველი წრე ერთ თვეში დასრულდება, იანვარში უკვე მოსამზადებელი ეტაპი დაიწყება... თებერვლამდე დიდი დრო აღარ დარჩა. "ჰერტასთან" კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონით მაკავშირებს და რომ ვერ მოვახერხოთ ბუნდესლიგაში დაბრუნება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევას არ ვაპირებ.

- საქართველოს ნაკრების ბოლო თამაშებს ალბათ უყურე...

- გული დამწყდა, რომ ამ შესარჩევში პირველი ორი თამაშის შემდეგ ასე გამოვედით. მეტს ველოდი. სამწუხაროდ, შეცდომების გამო უკეთესი შედეგი ვერ ვაჩვენეთ, ფინეთთან ორი ქულა დავკარგეთ...

- თემურ ქეცბაიასთან სატელეფონო კავშირი გაქვს? შევიტყვეთ, რომ მის ზარს არ უპასუხე...

- მან ჯერ იაშვილს დაურეკა, მეორე დღეს კი მე, მაგრამ ვარჯიშზე ვიყავი და ზარს ამიტომ ვერ ვუპასუხე. ამის შემდეგ მას აღარ დაურეკავს და არც მე დამირეკია მისთვის.

გარკვეული დროის შემდეგ კი, როცა საქართველოს ნაკრებმა ბელორუსს მოუგო, დავურეკე ქეცბაიას და გამარჯვება მივულოცე. გამარჯვება მთელ გუნდსაც მივულოცე, ქეცბაიას და ნაკრებს წარმატება ვუსურვე.

ქეცბაიამ თვითონაც კარგად იცის, რომ არ ვიმსახურებდი ნაკრებიდან ასე წასვლას. როგორც ვიცი, მანაც აღიარა ეს...

ლევან კობიაშვილი: ქეცბაიას დავურეკე და გამარჯვება მივულოცე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

GELA
საქართველოში ან ნაციონალი უნადა ყოფილიყავი ან მისი გიშია და მაშინ იყავი დაფასებული.ლევან გაიხარე ჩვენ ხომ ვიცით რა კაცი ხარ.
ani
ძალიან კარგი ფეხბურთელია ლევანი:* სადაც კი ვიტყვი ჰამბურგში რომ ქართველი ვარ, არ არსებობს არ მითხრან "Georgien?? ja, kobiashvili! " :) ძალიან გვიყვარხარ ლევან
vaxo
ასეტი ხალხის დაკარგვა არ სჰეიზლება ქარტულ პეხბურტსჰი
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე