მსოფლიოს პირველი ორი ჩოგანი ლონდონის წლის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს

ლონდონის წლის შემაჯამებელი ტურნირზე მეორე ტურის მატჩები გაიმართა B ჯგუფში და გამოვლინდა პირველი ნახევარფინალისტი.

პირველები კორტზე როჯერ ფედერერი და დავიდ ფერერი გავიდნენ, რომლებმაც პირველ ტურში გამარჯვებები მოიპოვეს.

ფერერი აღნიშნულ შეხვედრას 11-მატჩიანი მოგებათა სერიით შეხვდა - ესპანელმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოიგო ვალენსიას ტურნირი და პარიზის მასტერსი. ეს მის კარგ ფორმაზე მეტყველებდა, თუმცა იყო საშიშროება, რომ ასეთი მჭიდრო გრაფიკის გამო, ფერერისთვის, შესაძლოა, დაღლილობას შეეშალა ხელი.

გარდა ამისა, ურთიერთშეხვედრებში ფედერერი 13:0-ს უგებდა ესპანელს. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ წელს დავიდი ტურის ლიდერია ტიტულების რაოდენობით (7).

საბოლოოდ, ესპანელმა ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაუწია ტურნირის მოქმედ ჩემპიონს. როჯერმა კარგად დაიწყო მატჩი და პირველ სეტში საწყისი სამი გეიმი აიღო, მაგრამ შემდეგ ესპანელმა გამოასწორა თამაში. ის ზედიზედ იღებდა ბრეიკ-პოინტებს და საბოლოოდ, მერვე ცდაზე შეძლო მეტოქის მოწოდების მოგება. როცა ყველას ეგონა, რომ სეტის ბედი ტაი-ბრეიკზე გადაწყდებოდა, როჯერმა ბოლოსკენ მოუმატა და მეორე ბრეიკით სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა - 6:4.

მეორე სეტშიც ფერერს მეტოქეზე ორით მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ამ პარტიაში ბრეიკი არ დაფიქსირებულა და გათამაშდა ტაი-ბრეიკი, რომელიც უკეთ როჯერმა ჩაატარა და მე-13 გეიმი 7:5 მოიგო.

დღის მეორე მატჩში ბრძოლა არ შედგა - არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროსა და სერბ იანკო ტიპსარევიჩს შორის მატჩში ირკვეოდა, ვინ გააგრძელებდა ბრძოლას ნახევარფინალის საგზურისთვის. ამ ჩოგბურთელებმა პირველი ტურის მატჩები დათმეს და 9 ნოემბრის შეხვედრაში წაგებული კარგავდა ბრძოლის გაგრძელების შანსს.

აქ არგენტინელი ურთიერთშეხვედრებში 3:0-ს იგებდა, მაგრამ დელ პოტრო სხვა ფაქტორის გამო მიიჩნეოდა ფავორიტად. საქმე ისაა, რომ იანკომ ვერ შეძლო ლონდონის ტურნირისთვის ნორმალური ფორმის აკრეფა, თუმცა ამ შეხვედრაში ხუან მარტინის ასეთ დიდ უპირატესობას მაინც არავინ ელოდა.

ტიპსარევიჩს პრაქტიკულად არაფერი გამოსდიოდა - ცუდად აწვდიდა და მარტივ სიტუაციაში შეცდომებს უშვებდა. მხოლოდ 0:4-ზე და 0:40-ზე სერბმა უცებ მოუმატა და რამდენიმე კარგი დარტყმა შეასრულა, მაგრამ სეტის "მშრალი" ანგარიშით წაგებას ვერ გადაურჩა.

იანკოს შეეძლო წაეგო ზედიზედ მეშვიდე გეიმი, მაგრამ გადაარჩინა თავისი მოწოდება. საერთო ჯამში, მთელი მეორე პარტიის განმავლობაში ტიპსარევიჩი ცუდად არ გამოიყურებოდა, მაგრამ მეხუთე გეიმში დელ პოტრომ მაინც მოახერხა ბრეიკის გაკეთება.

ამის შემდეგ, ჩოგბურთელებმა მაყურებელს რამდენიმე ლამაზი გათამაშება აჩუქეს, მაგრამ მატჩის შედეგთან დაკავშირებით სერიოზული ინტრიგა არ ყოფილა - ხუან-მარტინმა დამაჯერებლად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე და მეტოქეს ნახევარფინალში გასვლის თეორიული შანსიც მოუსპო.

B ჯგუფი

როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-დავიდ ფერერი (ესპ, 4) 6:4, 7:6(5); ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 6)-იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 8) 6:0, 6:4.

9 ნოემბერს დასრულდა ჯგუფური ეტაპი A ჯგუფში. გვიან გაიმართა მატჩი ენდი მიურეისა და ჟო-ვილფრიდ ცონგას შორის (6:2, 7:6), მანამდე კი კორტზე გავიდნენ მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ჩეხი ტომაშ ბერდიხი. ამ მატჩის შემდეგ, ჯოკოვიჩმა პირველი ადგილი გაინაღდა და ნახევარფინალში გავიდა.

სერბმა ჩოგბურთელმა დამაჯერებლად მოიგო პირველი სეტი, მეორე პარტიაში კი ტაი-ბრეიკი გაიმართა, რომელშიც ჩეხმა სამმაგი სეტბოლი მოიპოვა, მაგრამ ჯოკოვიჩმა ზედიზედ ხუთი ქულა აიღო და ორ სეტში გაიმარჯვა - 6:2, 7:6 (6).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა