შაბათს "არსენალი" "ბირმინგემს" ხვდება და ამ შეხვედრას მარტინ ატკინსონი უმსაჯებს. ეს ის არბიტრია, რომელიც ჩრდილოლონდონელთა გაცეცხლებულმა თავკაცმა არსენ ვენგერმა დაახლოებით ერთი თვის წინ ხელით მოატრიალა და...
შაბათს "არსენალი" "ბირმინგემს" ხვდება და ამ შეხვედრას მარტინ ატკინსონი უმსაჯებს. ეს ის არბიტრია, რომელიც ჩრდილოლონდონელთა გაცეცხლებულმა თავკაცმა არსენ ვენგერმა დაახლოებით ერთი თვის წინ ხელით მოატრიალა და რაღაც უყვირა, რის გამოც მას 8 ათასი ფუნტი გადაახდევინეს და ერთი თამაშიც გამოატოვებინეს. ეს ამბავი "მეთოფეთა" და "სანდერლენდის" შეხვედრაში მოხდა, სადაც ატკინსონი მეოთხე მსაჯი გახლდათ.

კიდევ, ატკინსონი ის არბიტრი გახლავთ, რომელიმაც, ერთი ხნის წინ, "მანჩესტერ სიტისა" და "ნიუკასლ იუნაიტედის" შეხვედრაში ჰატემ ბენ არფას წინააღდეგ Bნაიჯელ დე იონგის საქვეყნოს ცნობილი უხეშობა ვერ შეამჩნია. არადა, დე იონგმა ისეთი რამ ჩაიდინა, რომ 23 წლის ფრანგს ორ ადგილას მოტყდა ფეხი.

შეგახსენებთ, რომ ამ უხეშობის გამო დე იონგი თავად ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელმა ბერტ ვან მარვიიკმა მოკვეთა ორი თამაშით. ვენგერმა ვან მარვიიკი შეაქო:

"ჰოლანდიელთა საქციელს მივესალმები. დაუჯერებელი ის გახლდათ, რომ სეთი ინციდენტების გამო ფეხბურთელებს არ სჯიან. ერთი და იგივე რამ უკვე მერამდენედ მეორდება. ამას შემთხვევითობას და დამთხვევას ვეღარ ვუწოდებთ" - თქვა "მეთოფეთა" თავკაცმა.

ახლა, ატკინსონისა და "ბირმინგემის" ურთიერთობასაც გადავხედოთ: ბოლოს ეს მსაჯი "სიტის" თამაშს ბირმინგემულ დერბიში "ასტონ ვილას" წინააღმდეგ გაუძღვა და მწვრთნელი ალექს მაკლიში გააბრაზა - "ვილასI სასარგებლოდ თამაშის მიწურულს საეჭვო პენალტი დანიშნა.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა