ნაკრების ლიდერებმა - მარლის შილდმა, კატრინ ცეტელმა და მიხაელა კირხგასერმა სპეციალური სლალომის ეტაპზე დისტანცია ვერ დაასრულეს
ავსტრიის ზელდენში სამთო-სათხილამურო სპორტში სეზონის გახსნიდან ორი კვირის თავზე, მოთხილამურეებმა ფინეთის ლევიში გადაინაცვლეს, სადაც წელს პირველად ტარდებოდა სპეციალური სლალომის ეტაპი.

ამ დისციპლინაში ავსტრიის ქალთა ნაკრები სამართლიანად მიიჩნევა ლიდერად, მაგრამ ლევიში ამ გუნდის წევრებს სრული კრახი ელოდათ.

ნაკრების სამმა ლიდერმა - მარლის შილდმა, კატრინ ცეტელმა და მიხაელა კირხგასერმა საერთოდ ვერ დაასრულეს დისტანცია. ავსტრიელ გულშემატკივრებს ყველაზე მეტად შილდმა დაწყვიტა გული, რადგან ვარჯიშებისას ყველა ერთხმად აღიარებდა - ავსტრიელი ბრწყინვალე ფორმაში იყო. საბოლოოდ, ავსტრიის ნაკრებიდან საუკეთესო შედეგი (მეცხრე ადგილი) გუშინდელმა რეზერვისტმა ალექსანდრა დაუმმა აჩვენა.

ფავორიტთა წარუმატებლობების გამო ძალიან რთული იყო ეტაპის გამარჯვებულის პროგნოზირება. პირველი ცდის შემდეგ ადგილობრივ პუბლიკას სრული უფლება ჰქონდა ეფიქრა, რომ რვაწლიანი შესვენების შემდეგ ლევიში ფინელი მოთხილამურე გაიმარჯვებდა. ტანია პოუტიაინენმა შესანიშავი პირველი ცდა აჩვენა, თუმცა მას სერიოზულ წინააღმდეგობას უწევდა მსოფლიოს თასის ყოფილი მფლობელი, გერმანელი მარია რიში. ამ უკანასკნელმა ძალიან დამაჯერებლად და ხარისხიანად გაიარა მეორე დაშვება და ამის ხარჯზე გაუსწრო მასპინძელს.

მესამე ადგილზე აღმოჩნდა 17 წლის ამერიკელი მიკაელა შიფრინი, რომელიც აოცებს გულშემატკივრებსა და სპეციალისტებს ფანტასტიკური შედეგებით. შიფრნისთვის ეს უკვე მეორე პოდიუმია მსოფლიო თასის ეტაპებზე.

ზელდენში გიგანტური სლალომის ტრიუმფატორმა ტინა მაზემ მეოთხე დრო აჩვენა. უნდა აღინიშნოს შვედეთის ნაკრების წარმატებული გამოსვლა - ამ ქვეყანას პირველ ათეულში სამი სპორტსმენი ჰყავდა.

სლალომი

1. მარია რიში (გერ) - 1:55.58; 2. ტანია პოუტიაინენი (ფინ) - +0.55; 3. მიკაელა შიფრინი (აშშ) - +0.74; 4. ტინა მაზე (სლოვენ) - +0.96; 5. ვერონიკა ზუზულოვა (სლოვაკ) - +1.24; 6. ტერეზა ბორსენი (შვედ) - +1.32...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა