ევროლიგის მეხუთე ტურის ცენტრალური შეხვედრა მოსკოვში გაიმართა, სადაც ცსკა "ბარსელონასთან" ვერაფერი გააწყო
ევროლიგის მეხუთე ტურის ცენტრალური შეხვედრა მოსკოვში გაიმართა, სადაც ცსკა და "ბარსელონა" არკვევდნენ ურთიერთობას.

შარშან სწორედ ეს ორი გუნდი აჩვენებდა ყველაზე შინაარსიან და ხარისხიან კალათბურთს. გარდა ამისა, აღნიშნულ მატჩს ისინი წაუგებლად შეხვდნენ. შესაბამისად, ეს შეხვედრა ტურის მშვენება უნდა ყოფილიყო, მაგრამ არმიელებმა კონკურენცია ვერ გაუწიეს კატალონიურ გრანდს.

მასპინძლებმა დიდი შესვენებისთვის ასე თუ ისე გაიტანეს თავი და მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩნენ, მაგრამ ბოლო ორ მეოთხედში მესინას შეგირდებმა სულ რაღაც 25 ქულა დააგროვეს.

ეს კი ძალიან მწირი მონაგარია იმ დროს, როცა თავისი თამაში იპოვა "ბარსელონას" ლიდერმა ხუან კარლოს ნავარომ. მან ამ მატჩში 21 ქულა დააგროვა, რაც მიმდინარე ჯგუფურ ეტაპზე ესპანელის პირადი რეკორდი გახლავთ.

ტურის მოთამაშე

იტალიის "მონტეპასკიმ" ზედიზედ მეორე გამარჯვებას მიაღწია და ზედიზედ მეორედ ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა ამ გუნდის კალათბურთელი ბობი ბრაუნი. "მონტეპასკის" მიერ პოლონეთში დაგროვილი 101 ქულიდან ბრაუნმა თავის ანგარიშზე 27 ქულა ჩაიწერა და თან შვიდი შედეგიანი პასი დააგროვა.

ამან ბრაუნს ეფექტურობის 31 ქულა მოუტანა, მაგრამ ეს არ ყოფილა ტურში საუკეთესო მაჩვენებელი - "შალონის" ამერიკელმა ლეგიონერმა ბლეიკ შილბმა 34 ქულა დააგროვა, მაგრამ მისმა გუნდმა "უნიკახასთან" წააგო. ამიტომაც ტურის გმირის წოდება ბრაუნს მიანიჭეს.

"მონტეპასკის" მცველის 27 ქულა - ტურის საუკეთესო შედეგი იყო. საუკეთესო მომხსნელი გახდა "ოლიმპიას" ავსტრალიელი ცენტრი აარონ ბეინსი (10 მოხსნა "რეალის" წინააღმდეგ), საუკეთესო გამთამაშებელი - ვასილის სპანულისი (9 პასი).

ტურის სიმბოლური

ბობი ბრაუნი ("მონტეპასკი") - 27:29: 27 ქულა, 7 პასი;

კერტის ჯერელსი ("ბეშიქთაში") - 35:42: 25 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი;

მიკაელ ჟელაბალი ("ცედევიტა") - 31:43: 11 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება;

კოსტას პაპანიკოლაუ ("ოლიმპიაკოსი") - 29:55: 17 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა;

ლუკა ზორიჩი ("უნიკახა") - 22:52: 17 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება.

ევროლიგა. V ტური

A ჯგუფი

კანტუ-ფენერბაჰჩე 82:58

23:12, 18:15, 16:14, 25:17

კ: ტაბუ (16+7 პასი), ბრუქსი (15+5 მოხსნა), კუზინი (15+6 მოხსნა), არადორი (14).

ფ: სატო (10).

ოლიმპია-რეალი 76:89

18:21, 17:25, 22:22, 19:21

ო: პეიჯი (22), ბლაჟიცი (14), ბეინსი (11+10 მოხსნა).

რ: ფერნანდესი (18), რეიესი (16+7 მოხსნა), კეროლი (14), მიროტიჩი (13), სლოტერი (11).

პანათინაიკოსი-ხიმკი 67:79

23:17, 18:21, 17:20, 9:21

პ: უკიჩი (13), შორცანდისი (12), მაჩიულისი (11).

ხ: პლანიჩიჩი (18+6 მოხსნა), ლონჩარი (14+8 მოხსნა), დევისი (13+5 მოხსნა), კოპონენი (12), ფრიძონი (10).

ა გ მ წ +/-

1. რეალი 4 1 41

2. ხიმკი 3 2 -2

3. ფენერბაჰჩე 3 2 -5

4. კანტუ 2 3 8

5. პანათინაიკოსი 2 3 -8

6. ოლიმპია 1 4 -34

B ჯგუფი

ალბა-მაკაბი 76:78

10:16, 25:22, 17:18, 24:22

ა: ჯედოვიჩი (17+7 მოხსნა), ტომპსონი (14+6 მოხსნა), მორლი (10).

მ: სმიტი (20), პნინი (11).

შალონი-უნიკახა 78:88

21:24, 11:20, 29:24, 17:20

შ: შილბი (24+6 მოხსნა+4 პასი), რაში (12), ლოვერნი (10).

უ: სიმონი (18), ზორიჩი (15+7 მოხსნა), გისტი (13+7 მოხსნა), მ. უილიამსი (12+5 მოხსნა+7 პასი), კელოუეი (11+4 პასი).

პროკომი-მონტეპასკი 66:101

22:21, 13:21, 12:37, 19:22

პ: აკერი (15), კოშარეკი (13+4 პასი), ხრიცანიუკი (12+5 მოხსნა).

მ: ბრაუნი (27+7 პასი), ჯენინგსი (16), მოსი (16), კანგური (12), რესი (10+7 მოხსნა), ჰეკეტი (10+5 პასი).

ა გ მ წ +/-

1. მაკაბი 5 0 69

2. უნიკახა 4 1 14

3. მონტეპასკი 2 3 24

4. ალბა 2 3 -5

5. შალონი 1 4 -38

6. პროკომი 1 4 -64

C ჯგუფი

მილანი-ოლიმპიაკოსი 71:84

17:24, 19:17, 14:18, 21:25

მ: ლენგფორდი (17+6 მოხსნა), ბურუსისი (16+9 მოხსნა), ჰეირსტონი (15), კუკი (11+5 პასი).

ო: სპანულისი (23+9 პასი), პაპანიკოლაუ (17), მავროეიდისი (13+7 მოხსნა).

ცედევიტა-კახა ლაბორალი 76:69

24:24, 15:10, 19:12, 18:23

ც: ბილანი (16+5 მოხსნა), რაიტი (14), სუპუტი (12), ჟელაბალი (11+9 მოხსნა).

კ-ლ: სან ემეტერიო (15+7 მოხსნა), ნოჩიონი (12), ლამპე (11).

ეფესი-ჟალგირისი 64:77

23:25, 14:12, 14:23, 13:17

ე: ერდენი (20+6 მოხსნა), ფარმარი (13+4 პასი+4 ჩაჭრა).

ჟ: პოპოვიჩი (21), დარდენი (16), დ. ლავრინოვიჩი (15+6 მოხსნა).

ა გ მ წ +/-

1. ჟალგირისი 5 0 70

2. ეფესი 3 2 39

3. ოლიმპიაკოსი 3 2 -25

4. მილანი 2 3 -11

5. კ. ლაბორალი 1 4 -19

6. ცედევიტა 1 4 -54

D ჯგუფი

ცსკა-ბარსელონა 60:81

19:17, 16:21, 13:25, 12:18

ც: კრსტიჩი (18), ტეოდოშიჩი (12+5 მოხსნა).

ბ: ნავარო (21), ლორბეკი (15), მარსელინიო (12), ჯავაი (10+7 მოხსნა).

ლ. რიტასი-ბეშიქთაში 67:73

20:17, 13:16, 15:16, 19:24

ლ-რ: ბაბრაუსკასი (14), ნედოვიჩი (11).

ბ: კრისტოფერი (25), მარკოტა (13+6 მოხსნა), დაშიჩი (10).

პარტიზანი-ბამბერგი 72:77

16:16, 25:17, 21:22, 10:22

პ: ლუჩიჩი (17+7 მოხსნა), გაგიჩი (17+7 მოხსნა), გორდონი (10+8 მოხსნა).

ბ: ნახბარი (19+6 მოხსნა), ჯეიკობსონი (18), გიპსონი (13).

ა გ მ წ +/-

1. ბარსელონა 5 0 66

2. ცსკა 4 1 22

3. ბეშიქთაში 3 2 -2

4. ბამბერგი 2 3 -25

5. ლ. რიტასი 1 4 -24

6. პარტიზანი 0 5 -37

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის