ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ზესტაფონი-ტორპედო 1:0 - რევანში იმერულად

ზესტაფონი-ტორპედო 1:0 - რევანში იმერულად

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIV ტური
ტურის ცენტრალურ მატჩს, რომელსაც ეს საფეხბურთო უიქ-ენდი უნდა დაემშვენებინა, ზესტაფონი მასპინძლობდა. "იმერულ დერბის" ინტრიგა არასდროს აკლდა და ეს შეხვედრაც ორივე გუნდისთვის პრინციპული იყო.

პირველ წრეში "ტორპედომ" მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გიორგი დათუნაიშვილის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით შეძლო "ზესტაფონის" დამარცხება.

საერთოდაც, ბოლო ტურებამდე ქუთაისური გუნდი უფრო სტაბილურად გამოიყურებოდა, ვიდრე მისი მეტოქე. "ტორპედო" ლიდერ "დინამოს" კარგა ხანს ედგა კვალშიც, მაგრამ "ზუგდიდთან" და თბილისის "დინამოსთან" დაკარგული ქულების შემდეგ მეორე ადგილი გორის "დილას" გადაულოცა.

სამაგიეროდ, ბოლო დროს "ზესტაფონმა" გააუმჯობესა თამაში და "იმერულ დერბისაც" საკმაოდ დაიმედებული ხვდებოდა. მასპინძლების საწუხარი ის იყო, რომ დისკვალიფიკაციის გამო ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი, თორნიკე აფციაური აკლდათ. გია გეგუჩაძემ კი, თუ არ ჩავთვლით ლექსო კვახაძის არყოფნას (რომელიც, როგორც ამბობენ, მწვრთნელთან უთანხმოების გამო გუნდიდან დაითხოვეს), მოედანზე ოპტიმალური შემადგენლობა გამოიყვანა.

ქუთაისელებს დისკვალიფიკაციამოხდილი ნიკა საბანაძე დაუბრუნდათ, ვისაც ტორპედოელთა შეტევითი პოტენციალი უნდა გაეზარდა.

შეხვედრა საშუალო ტემპში, ურთიერთდაზვერვით დაიწყო. მცირეოდენ უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, მაგრამ პირველად მეკარის სიმშვიდე თორნიკე გორგიაშვილმა დაარღვია, რომლის არცთუ ისე ძლიერ დარტყმას ომარ მიგინეიშვილი იოლად გაუმკლავდა. გეგუჩაძის შეგირდები მოედნის ცენტრში კარგად მოქმედებდნენ და საწყის წუთებში მეტოქეზე მეტად ფლობდნენ ბურთს, მაგრამ სახიფათო შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდნენ.

ზესტაფონელთაგან ყველაზე აქტიურები თემურ ღონღაძე და ბოტი გოა იყვნენ. კოტდივუარელი ლეგიონერი მცველებს დაძაბულობაში ამყოფებდა, ღონღაძე კი მარჯვენა ფლანგზე ნავარდობდა. მე-17 წუთზე მისი სახიფათო შეტევის შემდეგ მიგინეიშვილს რომ არ ემარჯვა, ანგარიში ადრევე გაიხსნებოდა.

"ტორპედომ" მწვავე შეტევებით უპასუხა. ჯერ გრიგოლ დოლიძე გავიდა მეკარესთან პირისპირ და როინ კვასხვაძისთვის ბურთის თავზე გადაგდება მოინდომა, მაგრამ ზესტაფონელთა კიპერი მიუხვდა და ბურთს კარგად დაუხვდა, მომდევნო იერიშისას კი გიორგი კაჭკაჭიშვილის დახმარებით მასთან პირისპირ მყოფ გიორგი ბერიაშვილს აართვა ბურთი.

სამაგიეროდ, მასპინძლებმა თავიანთი შანსი ხელიდან აღარ გაუშვეს. პატრიკ მილხრაუმის დარტყმისას ბურთი ერთ-ერთ ტორპედოელს საჯარიმოში ხელზე მოხვდა. სანამ გულშემატკივრები მსაჯისგან პენალტს ითხოვდნენ, ბურთი გორგიაშვილს მიუვიდა და საჯარიმოს გარედან მიგინეიშვილს აუღებელი დაურტყა.

ზესტაფონელთა გოლის შემდეგ ტაიმის ბოლომდე საინტერესო აღარაფერი მომხდარა. სტუმრები ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდნენ, მაგრამ ზესტაფონელები დაცვაში უშეცდომოდ მოქმედებდნენ და ტორპედოელებს თავიანთ საჯარიმოში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. თავის მხრივ კი, ფეროელები კონტრშეტევებით ცდილობდნენ ანგარიშის გაზრდას, თუმცა ორი ეპიზოდისას ბოტი გოას უადგილო "ჟონგლიორობის" მეტს თავადაც ვერაფერს გამორჩნენ.

შესვენების შემდეგ ზესტაფონელებს კვლავ მიეცათ თავის გამოჩენის შანსი. ალექსი ბენაშვილის ძლიერი დარტყმა მიგინეიშვილმა იქვე, კარის წინ მოიგერია, მაგრამ ბოტი გოას მცველებმა დაასწრეს და მდგომარეობა განმუხტეს. მომდევნო ეპიზოდისას ღონღაძის ფლანგურ ჩაწოდებას მილხრაუმი თავით ვერ "გამოეხმაურა" და ტორპედოელები კვლავ გადარჩნენ.

იქამდე სტუმრებსაც ჰქონდათ მომენტი, როცა ელგუჯა გრიგალაშვილის დარტყმის მერე ბურთი მცველს მოხვდა და კარს მცირედით ასცდა.

გია გეგუჩაძემ მდგომარეობის გამოსწორების მიზნით ორმაგ შეცვლას მიმართა, კუხიანიძისა და დოლიძის ნაცვლად მან თამაშში ვალერი ბოლქვაძე და ბექა ტუღუში ჩართო. ეს გეგუჩაძის მხრიდან, ფაქტობრივად, ვა-ბანკზე წასვლას ნიშნავდა. "ტორპედო" უკვე სამი ფორვარდით უტევდა.

თუმცა, სანამ ქუთაისელები რაიმე ღირებულს შექმნიდნენ, მასპინძლებს კიდევ ერთხელ მიეცათ გოლის გატანის შანსი. შესანიშნავად ითამაშა მილხრაუმმა, რომელიც ორ მეტოქეს გასცდა და მეკარის ბაქანთან ბოტი გოას უპასა, თუმცა კოტდივუარელმა უხეიროდ დაარტყა.

ცოტა ხანში კი ზესტაფონელები თავად გადაურჩნენ გაშვებულ გოლს: ბოლქვაძის ფლანგური ჩაწოდებისა და ელგუჯა გრიგალაშვილის თავური დარტყმის შემდეგ მასპინძლები ძელმა იხსნა. ამას ბოლქვაძის სახიფათო ჯარიმა მოჰყვა. კვასხვაძე გამოსვლაზე შეცდა, მაგრამ მდგომარეობა თავადვე განმუხტა და გიორგი გურულს კარში დარტყმის საშუალება არ მისცა.

გია გეგუჩაძის შეგირდებმა ბოლო წუთები შეტევაში გაატარეს, მაგრამ მასპინძლებმა თავი კარგად დაიცვეს და "იმერულ დერბიში" რევანში აიღეს.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIV ტური

11.11. ზესტაფონი. დ. აბაშიძე. 3000 მაყურებელი

ზესტაფონი-ტორპედო 1:0

გოლი: 1:0 გორგიაშვილი (25)

ზესტაფონი ტორპედო

4-2-3-1 4-4-2

რ. კვასხვაძე მიგინეიშვილი

ღონღაძე რიგვავა

კობახიძე გ. გურული

კაჭკაჭიშვილი ზ. ჭელიძე

თევ.გრიგალაშვილი შერგელაშვილი

მენთეშაშვილი დოლიძე

შარიქაძე გ. დათუნაიშვილი

ბენაშვილი კუხიანიძე

გორგიაშვილი ე. გრიგალაშვილი

მილხრაუმი ბერიაშვილი

ბოტი გოა საბანაძე

მწვრთნელები:

ზ. ზამთარაძე, დ. მუჯირი. - გ. გეგუჩაძე

ზესტაფონი

56. გორგიაშვილი - ბაბუნაშვილი

80. ბოტი გოა - წინამძღვრიშვილი

90. მილხრაუმი - იელიჩი

სათადარიგოები: მამალაძე, რაჟამაშვილი, ელიავა, გაგოშიძე

ტორპედო

55. კუხიანიძე - ვ. ბოლქვაძე

55. დოლიძე - ტუღუში

85. ბერიაშვილი - ფანცულაია

სათადარიგოები: ქვილითაია, ტაბატაძე, გიგაური, იოსელიანი

გაფრთხილება: ბოტი გოა (65), დათუნაიშვილი (67), ტუღუში (86), გურული (88), საბანაძე (90)

არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

მატჩის შემდეგ

გია გეგუჩაძე (ტორპედო):

"რთული და საინტერესო მატჩი იყო. სანამ გოლს გავუშვებდით, კარგი მომენტები გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. შემდეგ კი დაუწერელი საფეხბურთო კანონი "ვერ გაიტან, გაგიტანენ" ამოქმედდა. იძულებულნი გავხდით, მთელი ძალებით შეგვეტია, მაგრამ ზესტაფონელებმა დაცვაში უშეცდომოდ ითამაშეს და გათანაბრება ვერ მოვახერხეთ. ვფიქრობ, თამაშიდან გამომდინარე, შედეგი კანონზომიერი იყო".

დავით მუჯირი (ზესტაფონი):

"როგორც ველოდით, ძალიან რთული მატჩი გამოდგა. ჩვენი შანსი კარგად გამოვიყენეთ, შემდეგ კი დაცვაშიც უშეცდომოდ ვითამაშეთ და მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ამ ეტაპზე ჩვენთვის მთავარია, ზედა ექვსეულში დავიმკვიდროთ ადგილი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს

ლიდერი ისევ "დილაა"; "ტორპედომ" კი იბერიელებს აჯობა

"გაგრას" ლიუბენოვიჩი ჩაუდგა სათავეში

საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა

მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა

2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა

მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა

საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს

ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა

[VIDEO] ლეგენდარული ჩემბერლენის შემდეგ პირველი - "ფილას" ახალწვეულის ისტორიული მატჩი და დამარცხებული "ბოსტონი"

ცნობილი კამერუნელი გოლეადორი კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში განაგრძობს

[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე

[VIDEOS] მამუკელაშვილის წარმატებული დებიუტი - ბითაძეს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა

"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას

"ბორჯღალოსნები" | ნოემბერში ინგლისელი, ზელანდიელი და ირლანდიელი გვიმსაჯებს

ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს

"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა

გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა

ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს

მამარდაშვილი "აინტრახტთან" სასტარტოშია, ქოჩორაშვილი "მარსელთან" სათადარიგოა

თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა