ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის ინსპექციამ ორი დღე მოანდომა სამხრეთ კორეის ტრასის შემოწმებას, რის შემდეგაც ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ამ ქვეყნის გრან-პრი დადგენილ ვადებში ჩატარდება. ინსპექციას ფედერაციის წარმომადგენელი ჩარლი უაიტინგი მეთაურობდა.

ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის ინსპექციამ ორი დღე მოანდომა სამხრეთ კორეის ტრასის შემოწმებას, რის შემდეგაც ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ამ ქვეყნის გრან-პრი დადგენილ ვადებში ჩატარდება. ინსპექციას ფედერაციის წარმომადგენელი ჩარლი უაიტინგი მეთაურობდა.

სამხრეთ კორეის გრან-პრი 24 ოქტომბერს გაიმართება. ავტოფედერაციის წესების თანახმად, მისი მშენებლობა რბოლამდე სამი თვით ადრე უნდა დასრულებლიყო, მაგრამ მშენებლები გრაფიკს სერიოზულად ჩამორჩნენ და გრან-პრიმდე მხოლოდ 11 დღით ადრე ჩააბარეს ობიექტი. ამასთან, ორგანიზატორებმა ასფალტის ბოლო ფენის დაგება მხოლოდ გასულ კვირას დაასრულეს და ბოლო მომენტამდე დარწმუნებულნი არ იყვნენ, რომ ისტორიაში კორეის პირველი რბოლა ოქტომბრის ბოლოს გაიმართებოდა.

მაგრამ ჩარლი უაიტინგმა განაცხადა, რომ ის საბოლოოდ დარწმუნდა ტრასის მზადყოფნაში. "ტრეკის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, - განაცხადა ფედერაციის სარბოლო დირექტორმა. - დღესვე მივცემთ ავტოდრომს ლიცენზიას. კორეის გრან-პრი აუცილებლად გაიმართება".

კორეის ტრასა დედაქალაქ სეულიდან 400 კილომეტრში, პროვინცია ჩოლა-ნამდოში მდებარეობს. ტრეკის სიგრძე 5,615 კილომეტრს უდრის. ის 18 მოსახვევისგან შედგება, ტრასის გავლის სავარაუდო დრო კი წუთსა და 40 წამს შეადგენს. რბოლის ორგანიზატორებმა და მსოფლიოს ჩემპიონატის ხელმძღვანელობამ გრან-პრის ჩატარებაზე შვიდწლიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი. არსებობს ხელშეკრულების კიდევ ხუთი წლით გაგრძელების პუნქტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა