"არსენალის" 26 წლის თავდამსხმელმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს "ფულჰემთან" მატჩის დასრულების შემდეგ ინტერვიუ მისცა
"არსენალის" 26 წლის თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს "ფულჰემთან" მატჩის დასრულების შემდეგ ინტერვიუ მისცა, სადაც "მეთოფეთა" უმთავრეს პრობლემებზე ილაპარაკა:

- ჩემს ადგილს გუნდში ნელ-ნელა ვნახულობ, თავს სულ უფრო უკეთ ვგრძნობ. ვცდილობ, გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე მაქსიმალურად დავიხარჯო. ვარჯიშებზე ბევრს ვმუშაობ.

შესაბამისად, თავს კარგად ვგრძნობ. პირადი კეთილდღეობა ერთი მხარეა, მეორე მხრივ კი ნამდვილად ვერ ვიქნები ბედნიერი, როცა გუნდს ფრეებით დაკმაყოფილება უწევს.

აშკარაა, რომ ძალიან ბევრ გოლს ვუშვებთ, თამაშში საშუალოდ 2-3-ს. თუკი უკანა ხაზის თამაში არ გამოსწორდება, მოგება გაგვიჭირდება. არ ვამბობ, რომ წარუმატებლობებში ბრალი მხოლოდ მცველებს მიუძღვით. ეს ნიშნავს, რომ მთელი გუნდი მოისუსტებს.

ბოლო პერიოდში სულ უფრო თავდაჯერებული ვხდები. ცხადია, საკუთარი პოტენციალის მჯერა. მეტსაც გეტყვით, მჯეროდა მაშინაც, როცა სეზონის დასაწყისში ვერ ვახერხებდი გატანას.

ის, რომ ფორმაში შევედი ნამდვილად არ მაოცებს. ძალიან მინდა, რომ "ფულჰემთან" ნაჩვენები თამაში კიდევ ბევრჯერ გავიმეორო და გუნდს გამარჯვებები მოვუტანო.

მართალია, წარუმატებელი სერია ძალიან გაგვიგრძელდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ "არსენალის" სათამაშო კლასი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ამ ყველაფერს უახლოეს ხანებში დავუსვათ წერტილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა