საქართველოს ჩემპიონი "არმია" ევროჩელენჯის ჯგუფურ ეტაპზე მეორე შეხვედრას მართავს
საქართველოს ჩემპიონი "არმია" ევროჩელენჯის ჯგუფურ ეტაპზე მეორე შეხვედრას მართავს - "სპორტის სასახლეში" ბელგიურ "ანტვერპენ ჯაიანთსს" უპირისპირდება და ბოლო მეოთხედის წინ 52:54 მარცხდება.

პირველი მეოთხედი, რომელიც საკმაოდ მაღალ ტემპში წარიმართა, კოტე ტუღუშის გუნდმა 16:15 მოიგო. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა წინ გასვლა მხოლოდ მეოთხედის ბოლო წამებზე შეძლეს.

არმიელებმა დიდ შესვენებამდე უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვეს და ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდეს, რაც ლეგიონერების კურტის მილეიჯისა (14) და ლემეინ უილსონის (10) შედეგიანმა თამაშმა განაპირობა - 38:34.

დიდი შესვენების შემდეგ ბელგიელები გააქტიურდნენ და მესამე პერიოდში ანგარიშში გაქცევა შეძლეს, უილსონმა და ლაშა ფარღალავამ 43:50-ზე ზედიზედ ჩაყარეს სამქულიანები და სხვაობა ქულადმე დაიყვანეს, თუმცა ამის შემდეგ "არმიამ" მეტი ვერაფერი გააწყო და ბოლო მეოთხედის წინ ანგარიში სტუმართა სასარგებლოდ 54:52 დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ "არმია" პირველ ტურში ისრაელში გასვლით შეხვედრაში 69:84 დამარცხდა ჰოლონის "ჰაპოელთან", ხოლო "ანტვერპენმა" შინ 72:83 წააგო გერმანულ "ტელეკომთან".

შედეგად, ორივე გუნდს გამარჯვება სჭირდება.

ასევე იხილეთ:

არმია-ანტვერპენი 38:34 (II მეოთხედი)

არმია-ანტვერპენი 16:15 (I მეოთხედი)

არმია VS ანტვერპენი - შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი მატჩი!

ჰაპოელ ჰოლონი-არმია 84:69 - ევროპა საქართველოსთვის ცუდად დაიწყო

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
თვაურის 3 ევრომატჩი | კირილე მე-3 ქართველია, რომელიც ევროტურნირის ნახევარფინალს მოემსახურება
თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა