სანამ ფორმულა 1-ის პილოტები ისვენებდნენ, მსოფლიო რალის მონაწილეებმა სეზონის დასკვნითი რბოლა ჩაატარეს
სანამ ფორმულა 1-ის პილოტები ისვენებდნენ, მსოფლიო რალის მონაწილეებმა სეზონის დასკვნითი რბოლა ჩაატარეს.

კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი ნიჭი ფრანგმა სებასტიან ლოებმა, რამაც მას Castrol-ის სარბოლო რეიტინგში მეორე ადგილზე გადასვლის საშუალება მისცა.

შეგახსენებთ, რომ ეს პროექტი პლანეტის უძლიერესი ავტომრბოლის გამოვლენისთვის არის შექმნილი. გასაგებია, რომ ეს მისია ძალიან რთულია, მაგრამ აღნიშნული მცდელობა წარმატებულად უნდა მივიჩნიოთ. ყოველ სერიას თავისი "წონა" გააჩნია, რასაც ავტორიტეტულ ექსპერტთა ჯგუფი ადგენს.

მაგალითად, აქ შედიან დევიდ კულტჰარდი და ჯონი ჰერბერტი. სეზონში ეტაპების რიცხის მიხედვით, რბოლაში გამარჯვება სხვადასხვაგვარად ფასდება.

მაგალითად, NASCAR-ის სერიაში ერთი მოგებული რბოლის სანაცვლოდ შეიძლება ქულათა საერთო რაოდენობის 2.5 პროცენტის მიღება, იმ დროს, როცა WEC-ის მარათონული ჩემპიონატში, სადაც რბოლები გაცილებით ნაკლებია - ერთბაშად 12.5 პროცენტი.

რეიტინგში გათვალისწინებულია ყველანაირი მიღწევები - საკვალიფიკაციო პოზიციებიდან დაწყებული, ლიდერობის წრეების რაოდენობით დამთავრებული.

რა თქმა უნდა, აქაც შეიძლება ეჭვქვეშ დავაყენოთ მათემატიკური მოდელი, მაგრამ, საერთო ჯამში, საკმაოდ დაბალანსებული და საგულისხმო რეიტინგია. თითოეული უქმეების განმავლობაში პილოტები იღებენ ახალ ქულებს და კარგავს შარშანდელ ქულებს - ასე რომ, ითვალისწინებენ მხოლოდ ბოლო 12 თვის შედეგებს.

სებასტიან ლოებმა შარშანდელი სეზონის ბოლო რბოლაში ფინიშამდე ვერ მიაღწია, ამჯერად კი ესპანეთში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

საბოლოოდ, რეიტინგში ფრანგმა სოლიდური შევსება მიიღო და “სიტროენის" პილოტმა არა მარტო მესამედან მეორე პოზიციამდე გადაინაცვლა, არამედ, შესამჩნევად დაშორდა ფერნანდო ალონსოს, რომელიც გასულ კვირას ისვენებდა.

მაგრამ ლოები წელს, ქულებს ვეღარ მოიპოვებს, ფორმულა 1-ის პილოტებს კი თადარიგში კიდევ ორი რბოლა აქვთ და შეუძლიათ გაუსწრონ რალიში მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონს. რამდენად გამოუვათ ეს, მალე შევიტყობთ.

სებასტიან ფეტელიც კი, თუ ის ოსტინსა და სან პაულუში ვერც ერთ ქულას ვერ აიღებს, წინ გაუშვებს უძლიერეს რალისტს.

ახალ რეიტინგში აღსანიშნავია კიდევ ერთი რალისტის, ესპანეთის ეტაპზე მეორე ადგილზე გასული მიკო ჰირვონენი ათეულში დაბრუნდა და კინაღამ გაუსწრო თანამემამულე კიმი რაიკონენს. სხვა მხრივ, პოზიციები უცვლელი დარჩა.

რეიტინგის ახალი ათეული ასე გამოიყურება:

1. ს. ფეტელი (ფორმულა 1) 22 232

2. ს. ლოები (რალი) 20 327

3. ფ. ალონსო (ფორმულა 1) 19 105

4. მ. უებერი (ფორმულა 1) 18 447

5. ლ. ჰემილტონი (ფორმულა 1) 18 242

6. ჯ. ბატონი (ფორმულა 1) 16 370

7. უ. პაუერი (IndyCar) 16 305

8. ჯ. ჯონსონი (NASCAR) 15 928

9. კ. რაიკონენი (ფორმულა 1) 15 304

10. მ. ჰირვონენი (რალი) 15 131

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე