ქართული "არმია" თბილისის სპორტის სასახლეში ბელგიურ "ანტვერპენს" მასპინძლობდა
"ანტვერპენის გიგანტები" - ასე უწოდებენ "არმიას" მეტოქეს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ბელგიელთა ყველაზე სუსტი წერტილი სიმაღლეა. უფრო გასაგებად: ედი კასტელსის გუნდში 216 სმ სიმაღლის დრიესენი კი თამაშობს, მაგრამ იგი მწვრთნელმა, ფაქტობრივად, არც გამოიყენა; არათუ ნომინალური ცენტრის, არამედ ნომინალური მძიმე ფორვარდის გარეშე თამაშობდა.

ასეთ გუნდებს ყოველთვის უჭირთ ტანმაღალ მეტოქეებთან. საკმარისია ერთი კარგი შემტევი ტიპის ცენტრი, რომ მოწინააღმდეგეს ფარქვეშ უპირატესობა გარანტირებული ჰქონდეს.

...მაგრამ, სამწუხაროდ, "არმიაც" სწორედ ასეთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა და მატჩიც სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. რას ნიშნავს "სწორედ ასეთი პრობლემა"? - კოტე ტუღუშის განკარგულებაშია 213 სმ სიმაღლის იოაკიმ შელბომი, რომელიც გასულ სეზონში უკეთესად თამაშობდა, ერთ-ერთი მატჩის გადამწყვეტ მომენტში ფარქვეშიდანაც ეფექტურად ირჯებოდა და მეტიც - სამქულიანიც ჩააგდო.

თუმცა 13 ნოემბერს იოაკიმზე იგივეს თქმა შეიძლება, რაც ბელგიელ დრიესენზე - მწვრთნელმა იგი "ფაქტობრივად, არც გამოიყენა". ასევე ცენტრის პოზიციაზე ირჯებოდა ვლადმერ ბოისა, თუმცა მოედანი უქულოდ დატოვა.

კოტე ტუღუშს არ გამოუყვანია ნომინალური ცენტრი დავით უგრეხელიძე, ხოლო მესამე პერიოდში ცენტრად მოძრავი გიორგი ჯგერენაია მოსინჯა (რომელმაც ისრაელში კარგად ითამაშა), მაგრამ საბოლოოდ აქცენტის უკანახაზელებზე გადატანა გადაწყვიტა და მეოთხე პერიოდის მეორე ნახევარში ფარქვეშეთი ლემეინ უილსონსა (ამპლუით მსუბუქი ფორვარდი) და მარკუს ფეისონს (მსროლელი/ფორვარდი) მიანდო.

ნამატჩევს მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა აღნიშნა:

- ვფიქრობ, პრობლემა შესამჩნევია. ფაქტობრივად, მაღლების გარეშე მოგვიწია თამაში. აქამდეც ველოდით ამ კომპონენტში თამაშის გაუმჯობესებას, მაგრამ ჯერ ვერ მოხერხდა. მდგომარეობის გამოსასწორებლად კიდევ ოთხი შეხვედრა გვაქვს.

საერთოდ კი, კალათბურთელებს გარჯას ვერ დავუკარგავ, ყველამ მაქსიმალურად მოინდომა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს გულშემატკივარს, რომელმაც მატჩს დამატებითი ხიბლი შემატა.

დაბალი

ჯერ ბელგიელთა უკანახაზელებზე ვთქვათ. მთავარმა მწვრთნელმა ედი კასტელსმა წინა დღისით თქვა - მთავარი პლეიმეიქერი ბლეიქი გვაკლიაო.

მის არყოფნაში გამთამაშებელმა როელ მოორსმა თითქმის შეუცვლელად ითამაშა. მას პირველ ტაიმში შეტევაში თავი არ გამოუჩენია, ისევე, როგორც ბელგიის ნაკრების ფორვარდ მაქსიმ დე ზეეუვს. საწყის 20 წუთში სტუმრებს მხოლოდ 3 სამქულიანი ჰქონდათ ჩაგდებული, ისიც მხოლოდ ჰოპკინსის ანგარიშზე იყო.

ერთმა მცოდნე გულშემატკივარმა ისიც თქვა - მოორსი და დე ზეეუვი რა სანაკრებო ხალხია, კასტელსი ყოველ წელს რომ იძახებსო. დაიწყო მეორე ტაიმი და მაქსიმმა ერთმანეთის მიყოლებით ორი სამიანი გამოიყენა. მას როელმაც მიბაძა...

მოკლედ, თუ საწყის 20 წუთში მეტოქეს პერიმეტრიდან ტყორცნებში 6:3 ვუგებდით, მეორე ნახევარში მათ 8:4 გვაჯობეს. საბოლოოდ სამქულიანებში 11:10 "ანტვერპენმა" იმარჯვა. იშვიათია შემთხვევა, შორეულ ტყორცნებში ერთ მატჩში ორივე გუნდი სცდებოდეს 10-ქულიან ნიშნულს.

ბელგიელებზე ერთიც ვთქვათ და "არმიაზე" გადავიდეთ: სტუმრები ისეთსავე სტილში თამაშობდნენ, როგორშიც ბელგიის ნაკრები - სწრაფად გადადიოდნენ ჩვენს ნახევარზე, შემდეგ ბურთს კარგად ატრიალებდნენ და ან პერიმეტრზე თავისუფალ პოზიციაზე რომელიმე კალათბურთელის გაყვანას ცდილობდნენ, ან ფარისკენ "დერეფნის" გამოთავისუფლებას ელოდნენ.

არმიელებიც უმთავრესად საშუალო და შორი დისტანციიდან ცდილობდნენ ხეირის ნახვას. სასტარტო გამთამაშებელი ლაშა გამყრელიძე იყო, რომლის გამოცდილებაც გუნდს ნამდვილად წაადგა. მას პლეიმეიქერის პოზიციაზე კურტის მილეიჯი ენაცვლებოდა.

ამ ამერიკელმა კალათბურთელმა კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა მაღალი საშემსრულებლო ოსტატობა და დაგვაფიქრა - ხომ არ სჯობს სანაკრებოდ მისი გამოცდილების გამოყენება? კურტისს არც სროლა დაეწუნება, არც სისწრაფე და რაც მთავარია, იცის, როდის რა გააკეთოს.

ბოლო წამებზე, როცა არმიელები განზრახ ჯარიმებზე გადავიდნენ, შეტევაში უმთავრესად კურტისის იმედად იყვნენ. ისიც ბურთს მოიხელთებდა და თვალის დახამხამებაში უახლოვდებოდა "ანტვერპენის" კალათს.

როცა მილეიჯი მსროლელობიდან გამთამაშებლობაზე გადადიოდა, მის ადგილს მეორე ნომრად ლაშა ფარღალავა იკავებდა, რომლის გარჯის დაუფასებლობა არ ეგების.

ლაშას, მართალია, ფარქვეშიდან ბურთის ჩაგდება არ დაანებეს, მაგრამ 4-დან 3 სამქულიანი გამოიყენა და ჩვეული აგრესიულობით მეურვეობდა მეტოქის გამთამაშებლებს.

"ჰაპოელთან" მატჩთან შედარებით უკეთესად გაისარჯა მარკუს ფეისონი, რომელმაც 8-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი ჩააგდო და 11 ქულას მოუყარა თავი.

მილეიჯის (24 ქულა) შემდეგ ყველაზე მეტი, 20 ქულა ლემეინ უილსონმა მოაგროვა, რომელიც სამქულიანებს თავისებურ სტილში, ჩვეული სიზუსტით სტყორცნიდა. მან ფარქვეშაც ბევრი იმუშავა და საბოლოოდ ბურთი 13-ჯერ მოხსნა.

კალათბურთელთა სრულ მონაგარს ზემოთ მოცემულ ოქმში იხილავთ, წერას კი მეოთხე პერიოდის ქრონოლოგიით დავასრულებთ, რათა მატჩის გადამწყვეტ ეპიზოდზე მკითხველს სრული წარმოდგენა შეექმნას.

IV პერიოდი

09:21 დე ზეეუვი (ანტვერპენი) 3ქ - 52:57

09:01 საყვარელიძე (არმია) 2ქ - 54:57

08:07 დე ზეეუვი (ანტვერპენი) 3ქ - 54:60

07:49 უილსონი (არმია) 3ქ - 57:60

04:09 ჰოპკინსი (ანტვერპენი) - 57:62

03:53 ფეისონი (არმია) 2ქ - 59:62

03:06 ბიგსი (ანტვერპენი) 3ქ - 59:65

02:39 მოორსი (ანტვერპენი) 2ქ - 59:67

01:55 მილეიჯი (არმია) 2+1ქ - 62:67

01:36 მვემა (ანტვერპენი) - 62:69

01:27 უილსონი (არმია) 1+1ქ - 64:69

01:02 ჰოპკინსი (ანტვერპენი) 2ქ - 64:71

00:43 მილეიჯი (არმია) 2ქ - 66:71

00:37 ჰოპკინსი (ანტვერპენი) 1+1ქ - 66:73

00:32 მილეიჯი (არმია) 2ქ - 68:73

00:28 ბიგსი (ანტვერპენი) 1+1ქ - 68:75

00:22 მილეიჯი (არმია) 1ქ - 69:75

00:22 ბიგსი (ანტვერპენი) 1+1ქ - 69:77

00:15 ფეისონი (არმია) 2ქ - 71:77

00:13 მოორსი (ანტვერპენი) 1ქ - 71:78

00:05 ჰოპკინსი (ანტვერპენი) 1+1ქ - 71:80

"არმია" მომდევნო მატჩს გერმანიის ქალაქ ბონში "ტელეკომის" წინააღმდეგ 20 ნოემბერს ჩაატარებს.

13 ნოემბერი. თბილისი, სპორტის სასახლე. 5000 მაყურებელი

არმია-ანტვერპენი 71:80

16-15, 22-19, 14-20, 19-26

მსაჯები: მ. ლიჩინა (სერბეთი), ა. დემეტრიუ (კვიპროსი), ზ. ილმაზი (თურქეთი)

ჯგუფი H

ა

გუნდი

თ

მ

წ

სხ.

ქ

1

ანტვერპენი

2

1

1

152/152

3

2

პოლონი

1

1

0

84/69

2

3

ბონი

1

1

0

81/72

2

4

არმია

2

0

2

140/164

2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჰაპოელ ჰოლონი-არმია 84:69 - ევროპა საქართველოსთვის ცუდად დაიწყო

SCORPION74
ეხ კოტე კოტე რა უნდა გამოასწორო ერთი დამუშავებული კომბინაცია არ გაქვს ინდივიდუალიზმით კალათბურთს ვეგარ მოიგებ
ალეკს
რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ?საკალათბურტო მატჩის ტრანსლაციის დროს ეკრანზე არ არის წამზომი. წარმოუდგენელი სირცხვილია.მე არსად არცერთ არხზე მსგავსი არ მინახავს. რა გახდა ერთი წამზომის ეკრანზე გამოტანა.
რატიშვილი პიტეშტში – რუმინეთისა და მონტენეგროს მატჩზე
კალათბურთის მაგიდის მსაჯთა კოლეგიას კახეთის რეგიონიდან 6 წევრი შეემატა
რატიშვილი საბერძნეთში, ვართანოვი – რუმინეთში | ქართველები ფიბა ევროპის მატჩებზე
ლუის ენრიკე: კვარაცხელია განსხვავებულია, სანახაობრივია, უმაღლესი ინტელექტი აქვს
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] "კვარამ" "რენს" თქვენი მოწონებული გაუტანა
[VIDEO] ალისონს სამი გაუტანეს - "ლივერპული" "ლიდსთან" ფრეს დასჯერდა
"რენთან" მატჩში ლუის ენრიკემ პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
ბუდუს "ჰაიდენჰაიმმა" ზედიზედ მეორე მატჩი შემოატრიალა
[VIDEO] შოთა ნონიკაშვილმა უკრაინის პრემიერლიგაში გაიტანა!
"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
[VIDEO] ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
[VIDEO] მესი, ჩემზე დაქორწინდები? - არგენტინელის პასუხმა ასაკოვანი გულშემატკივარი გაახარა
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
[VIDEOS] ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
კურტუამ მადრიდის "რეალს" შემადგენლობის გაძლიერება მოსთხოვა
"მართალია ერთმანეთი არ მოგვწონს, მაგრამ..." - პიმბლეტმა გეიჯისთან ბრძოლის წინ თოფურიაზე ისაუბრა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
[VIDEO] ბითაძის 20 და მამუკელაშვილის 16 წუთი - ქართველების ტური NBA-ში
რომელ სამეულს აარჩევს ენრიკე პარიზელთა შეტევაში - დღის საინტერესო მატჩები