ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოსავლენ გამოკითხვაში ქართველს მხოლოდ "ბაზელის" ეგვიპტელი თავდამსხმელი, მოჰამედ სალაჰი უსწრებს
"ლელო" უკვე წერდა, რომ ჯანო ანანიძე ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელების, "Golden Boy" ("ოქროს ბიჭი") ნომინანტებს შორის დაასახელეს. ჯილდო წლის ბოლოს ევროპის საუკეთესო 21-წლამდელ ახალგაზრდა ფეხბურთელს გადაეცემა.

წლეულს ჯილდოს პრეტენდენტი 30-მდე ახალგაზრდა ვარსკვლავია: შტეფან ელ შაარავი, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, იკერ მუნიაინი, მარიო გიოტცე, რაფაელ ვარანი, კოუტინიო, ტიბო კურტუა...

უეფას გამოკითხვაში 28 ევროპული სპორტული გამოცემის ჟურნალისტები, პარალელურად კი, გულშემატკივრებიც მონაწილეობენ.

ხმის მიცემა 10 დეკემბერს წყდება და გამარჯვებულის ვინაობას 28 დეკემბერს შევიტყობთ (http://www.tuttosport.com/sondaggi/calcio/risultati-1376/Vota+il+Golden+Boy+2012?ok=true).

13 ნოემბრის მონაცემებით, გულშემატკივართა გამოკითხვაში ჯანო მეორე ადგილზე იმყოფება და შვეიცარიული "ბაზელის" ეგვიპტელ თავდამსხმელს, მოჰამედ სალაჰს მცირე სხვაობით ჩამორჩება, თუმცა სხვა კონკურენტებს მნიშვნელოვანი უპირატესობით უსწრებს.

1. მოჰამედ სალაჰი ("ბაზელი", ეგვიპტე) 24%

2. ჯანო ანანიძე (მოსკოვის "სპარტაკი", საქართველო) 22.5%

3. პაულ პოგბა ("იუვენტუსი", საფრანგეთი/გვინეა) 9.5%

4. შტეფან ელ შაარავი, ("მილანი", იტალია/ეგვიპტე) 8.1%

5. რაჰიმ სტერლინგი ("ლივერპული", ინგლისი/იამაიკა) 5.9%

ჯანო ანანიძეს 9 ნოემბერს მამა გარდაეცვალა და 11 ნოემბერს "კრასნოდართან" რუსეთის ჩემპიონატის მე-15 ტურის მატჩი გამოტოვა.

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველს ამ ტკივილს ვერაფერი მოუშუშებს. თუმცა, იმედია, რომ ანანიძე "ტუტოსპორტის" გამოკითხვაში გაიმარჯვებს და დიდი ტკივილის შემდეგ საერთაშორისო აღიარებას მოიპოვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჯანო ანანიძეს ქართველების მხარდაჭერა სჭირდება!

ჯანო ანანიძე: იმედი მაქვს, თემურ ქეცბაია ნაკრების ძირითადში მათამაშებს

უნაი ემერი გააკრიტიკეს - რა უნდოდა ჯანო ანანიძეს სათადარიგოთა სკამზე?!

საფეხბურთო რუსეთმა ჯანო ანანიძე აირჩია - ქართველი ტურის რჩეულია!

ჯანო ანანიძე - გაიტანა ისე, როგორც ამას დიადი ოსტატები აკეთებენ [VIDEO]

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა