ლვოვის "კარპატის" ქართველი პლეიმეიკერი ხარკოვის "მეტალისტთან" შეხვედრაში მარცხს მსაჯის არაობიექტურობით ხსნის
უკრაინის პრემიერლიგის ბოლო ტურში ხარკოვში "მეტალისტმა" ლვოვის "კარპატი" 2:1 დაამარცხა.

ლვოველთა ქართველმა პლეიმეიკერმა ლევან ყენიამ კლუბის ვებგვერდთან ინტერვიუში მთავარი არბიტრი, ვიკტორ შვეცოვი არაობიექტურობაში დაადანაშაულა და დამარცხება, ნაწილობრივ, მასაც დააბრალა.

"როდესაც "მეტალისტის" ფეხბურთელს (ხარკოველთა საჯარიმოში) ბურთი ხელზე მოხვდა, მსაჯმა "სუფთა" პენალტი არ დანიშნა.

იყო კიდევ ერთი ეპიზოდი, როდესაც საჯარიმოში შევიჭერი და წამაქციეს. არბიტრი სხვა ეპიზოდებშიც შეცდა და, სხვათა შორის, ყოველთვის ჩვენს საწინააღმდეგოდ.

თუმცა საუკეთესო შეხვედრა არ ჩაგვიტარებია. თითქოს მომენტები შევქმენით, მაგრამ დარტყმამდე საქმე ვერ მივიყვანეთ", - ამბობს ყენია, რომელიც "კარპატის" მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი კოსტოვმა 62-ე წუთზე შეცვალა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა