"კლივლენდთან" მატჩში დერონ უილიამსმა და ჯო ჯონსონმა ამ სეზონში პირველად გადალახეს 20-ქულიანი ზღვარი
თანდათან ალაგებს სათამაშო კავშირებს "ბრუკლინი". "კლივლენდთან" მატჩში დერონ უილიამსმა და ჯო ჯონსონმა ამ სეზონში პირველად გადალახეს 20-ქულიანი ზღვარი და ერთად 51 ქულა მოიპოვეს (უილიამსი - 26, ჯონსონი - 25), რასაც დაემატა ბრუკ ლოპესის 23 ქულა.

სამივეს ერთად სიზუსტის ფანტასტიკური მაჩვენებელი ჰქონდა - 54.5% თამაშიდან. შესაბამისად, "ნეტსმა" დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია.

არადა, მატჩის დასაწყისში ისე ჩანდა, რომ ბრუკლინელებს, შესაძლოა, გარკვეული პრობლემები შექმნოდათ. ანდერსონ ვარეჟაომ მარტო მოუგო სტუმრებს დებიუტი - სასტარტო მეოთხედში 17 ქულა დააგროვა (8-დან 7 თამაშიდან!), საბოლოოდ კი ბრაზილიელმა 35 ქულა მიითვალა.

ამას 34 ქულა დაუმატა კაირი ირვინგმა. მათ ერთობლივ სტატისტიკაში შედის აგრეთვე 22 მოხსნა, 12 შედეგიანი პასი და 5 ჩაჭრა, მაგრამ ამ სუპერწყვილს პარტნიორთაგან არავინ დაეხმარა.

მაგალითად, 2012 წლის დრაფტის მეოთხე ნომერმა დიონ უეიტერსმა პირველი რვა ტყორცნა ააცილა და შეხვედრა კატასტროფული მაჩვენებლით დაასრულა - 16-დან მხოლოდ სამი ზუსტი ტყორცნა. გასაკვირი არ არის, რომ მესამე მეოთხედში მასპინძლების უპირატესობა 20 ქულას უდრიდა.

წლევანდელი სეზონის სტარტზე "შარლოტის" ახალი მწვრთნელი მაიკ დანლეპი ამბობდა, რომ მისი ამოცანა მოთამაშეთა მენტალიტეტის შეცვლა იყო.

ჩემპიონატის დასაწყისი გვიჩვენებს, რომ მოთამაშეები მწვრთნელს ყურადღებით უსმენდნენ - გუნდს, რომელმაც შარშან NBA-ს ისტორიაში ყველაზე უარესი გუნდის არაოფიციალური "ტიტული" მიიღო, 3 მოგება და 3 წაგება აქვს, რასაც არავინ ელოდა.

თუმცა შინ ჯონ უოლისა და ნენე ილარიოს ტრავმებით დასუსტებული "ვაშინგტონის" დამარცხება პრობლემა არ უნდა ყოფილიყო, თუნდაც იმ სტატისტიკით, რომელიც მასპინძლებმა დააფიქსირეს - თამაშიდან 39.7 პროცენტი და სამქულიანების რეალიზაციის 23.1 პროცენტი. "ვაშინგტონს" ამაზე უარესი სტატისტიკა ჰქონდა - შესაბამისად, 29.8 და 16.1 პროცენტი.

"ტორონტოს" არავინ უსაყვედურებდა სტუმრად "ინდიანასთან" წაგებისთვის, რადგან კანადურ კლუბს ტრავმირებული ჰყავდა ლენდრი ფილდსი, კაილ ლოუნი და ალან ანდერსონი, მაგრამ "რეპტორზმა" პრობლემები არ შეიმჩნია.

პირველი მეოთხედის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ხოსე კალდერონმა (ესპანელმა სამმაგი დუბლი შეასრულა) სტუმრები წინ გაიყვანა (19:17) და ლიდერობა მატჩის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვიათ.

"რეპტორზს" გამარჯვებაში არც იმან შეუშალა ხელი, რომ კლუბმა თავის ისტორიაში ერთ მეოთხედში ყველაზე დაბალი შედეგიანობა აჩვენა - ბოლო მეოთხედში კანადელებმა მხოლოდ 5 ქულა დააგროვეს. "ტორონტომ" რის ვაი-ვაგლახით შეინარჩუნა უპირატესობა - "პეისერსის" 9:0 გაქცევა 72:74-ზე გაჩერდა.

სათამაშო რჩებოდა წუთი და ორი წამი და ამ დროის განმავლობაში ვერც ერთმა გუნდმა ქულა ვეღარ აიღო.

კვლავ აღფრთოვანებაში მოჰყავს კალათბურთის მოყვარულები "პორტლენდის" დებიუტანტს დემიან ლილარდს.

სანამ 2012 წლის დრაფტის პირველი ნომერი ენტონი დევისი ტრავმას მკურნალობს, სწორედ "ბლეიზერსის" გამთამაშებელი აგროვებს ბონუსებს სეზონის საუკეთესო ახალბედას პრიზისთვის ბრძოლაში.

"საკრამენტოსთან" მატჩში ის ორივე გუნდში საუკეთესო კალათბურთელი იყო - 22 ქულა (თამაშიდან 10-დან 7 ზუსტი ტყორცნა, მათ შორის 6-დან 5 ზუსტი სამქულიანი) და 9 შედეგიანი პასი.

შარლოტი-ვაშინგტონი 92:76

23:27, 29:12, 18:22, 22:15

შ: სეშენსი (21), უოკერი (17), კიდ-გილკრისტი (15+8 მოხსნა), ტომასი (10), ჰეივუდი (8+11 მოხსნა).

ვ: არიზა (19).

ინდიანა-ტორონტო 72:74

21:29, 15:17, 22:23, 14:5

ი: ჰილი (18), ჯორჯი (12+9 მოხსნა), უესტი (11+6 მოხსნა).

ტ: დეროზანი (15+5 მოხსნა), კალდერონი (13+10 მოხსნა+10 პასი), კლეიზა (10).

ბრუკლინი-კლივლენდი 114:101

29:30, 35:12, 21:33, 29:26

ბ: უილიამსი (26+10 პასი), ჯონსონი (25+5 მოხსნა+6 პასი), ლოპესი (23+7 მოხსნა+4 დაფარება), ბლეტჩი (13+5 მოხსნა+3 დაფარება), ჰემფრიზი (12+6 მოხსნა).

კ: ვარეჟაო (35+18 მოხსნა), ირვინგი (34+8 პასი), ტომპსონი (14+5 მოხსნა).

საკრამენტო-პორტლენდი 86:103

18:25, 24:21, 16:28, 28:29

ს: ჯონსონი (16), ტორნტონი (14+5 მოხსნა), ფრედეტი (13+6 პასი), რობინსონი (12), ტ. ევანსი (10), ტომპონი (8+11 მოხსნა).

პ: ლილარდი (22+9 პასი), ოლდრიჯი (19+5 მოხსნა), მეტიუზი (18), ბატუმი (15+7 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), ჰიქსონი (10+13 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა