სერბეთთან ამხანაგურ შეხვედრაში წაგების შემდეგ (1:3), ჩილეს ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა
სერბეთთან ამხანაგურ შეხვედრაში წაგების შემდეგ (1:3), ჩილეს ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა.

კლაუდიო ბორგის შეგირდებმა ზედიზედ მეხუთე მარცხი განიცადეს, რაც ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთათვის მწვრთნელის გაგდების საკმარისი საფუძველი გახდა.

"ჩილეს ფეხბურთის ფედერაციის დირექტორთა საბჭომ ეროვნული ნაკრების მიერ ბოლო პერიოდში ნაჩვენები შედეგების გამო მთავარი მწვრთნელის, კლაუდიო ბორგის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

საბჭო მიიჩნევს, რომ ასე გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის გაცილებით მეტი შანსი ექნება" - წერია ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში.

სერბეთთან შეხვედრაში ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლი ანხელო ენრიკესმა გაიტანა, თუმცა იმ დროს ანგარიში უკვე 0:3 იყო.

48 წლის ბორგიმ ჩილეს ეროვნული ნაკრები 2011 წლის თებერვალში მარსელო ბიელსასგან ჩაიბარა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია.

სამხრეთამერიკელები იმედოვნებენ, რომ ახალ მწვრთნელს შესარჩევი ეტაპის მომდევნო მატჩამდე (2013 წლის მარტი) დანიშნავენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა