შარშანდელ სეზონში სიმონე პეპემ რომის "ლაციოს" კარის დარაჯ მარკეტის დიდებული გოლი გაუტანა
XIII ტური სამ დღეზეა გაწერილი, ორი შეხვედრა შაბათს, 17 ნოემბერს გაიმართება, შვიდი კვირას, ერთი კი ორშაბათს. თუმცა, განსაკუთრებულ ინტერესს სწორედ შაბათს დაგეგმილი მატჩები იწვევს...

ტურინში, "იუვენტუსი" "ლაციოს" უმასპინძლებს, "ნაპოლის" კი "სტადიო სან პაოლოზე" "მილანი" ესტუმრება.

საინტერესო მატჩი შედგება "ჯუზეპე მეაცაზე", სადაც "ინტერი’ "კალიარის" მიიღებს და რა თქმა უნდა გენუაში, სადაც დერბია, მაგრამ ტურის წინასიტყვაობა სწორედ 17 ნოემბერს გასამართ შეხვედრებს დაეთმობა.

ლაციო სკუდეტოზე ალაპარაკდა

"იუვენტუსი" და "ლაციო" მოახლოებულ პაექრობას კარგ განწყობაზე ხვდებიან - გასულ ტურში, ტურინულმა გრანდმა "პესკარას" გადაურბინა, "ბიანკოჩელესტემ" კი სულაც რომაულ დერბიში გაიმარჯვა.

"რომას" დამარცხებამ ვლადიმირ პეტკოვიჩი იმდენად გაათამამა, რომ სკუდეტოზე ჩამოაგდო სიტყვა. ამ ლოგიკით, ერთმანეთის პირისპირ უშუალო კონკურენტები წარსდგებიან, რისი საწინააღმდეგო არც ჩვენ გვაქვს რამე.

ვლადიმირ პეტკოვიჩი (ლაციოს მთავარი მწვრთნელი):

"რომაული დერბის შემდეგ, კიდევ ერთი ურთულესი დაპირისპირება გველის, რომელიც სასურველი შედეგით უნდა დავასრულოთ. ტურინში ქულის აღებაც კი ურთულესი საქმეა, მაგრამ ეს არ გვაშინებს და იმედიანად ვართ განწყობილი. დაცვაში არ ჩავჯდებით, ეს მარცხის ტოლფასი იქნება, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".

ანჯელო ალესიო (იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი):

"ჩემი პირადი აზრით, "ლაციოს" აქვს იმის რესურსი, რომ სკუდეტოსთვის იბრძოლოს. შემადგენლობის მხრივ, ეს გუნდი ერთ-ერთი საუკეთესოა იტალიაში და შესაბამისად, მძიმე ბრძოლის მოლოდინში ვართ. განსაკუთრებით შუა ხაზში, რადგან რომაულებს ძალიან მობილური ნახევარდაცვა ჰყავთ. დავუმატოთ ამას სუპერ-ფორვარდი მიროსლავ კლოზე და ყველაფერი ნათელი ხდება. ასე რომ, თუ სამი ქულის მოპოვება გვსურს, ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ".

იუვენტუსი

"იუვენტუსის" თავდამსხმელ მირკო ვუჩინიჩს მიაჩნია, რომ სეზონის ბედი მომდევნო სამ შეხვედრაში გადაწყდება... ამ უქმეებზე "ვეკია სენიორა" "ლაციოს" შეეჭიდება, შემდეგ "მილანთან" მოუწევს პაექრობა, რასაც ჩემპიონთა ლიგაზე "ჩელსისთან" უმნიშვნელოვანესი ჯახი მოჰყვება.

შესაძლოა, ჩერნოგორიელის ნათქვამი ცოტა გადამეტებულია, მაგრამ ის კი ცხადია, რომ ტურინულ გრანდს მეტად მნიშვნელოვანი ეტაპი უდგას.

ანტონიო კონტე ანჯელო ალესიოსთან ერთად განაგრძობს შემადგენლობის როტაციას როგორც შეტევის წინა ხაზზე, ისე ნახევარდაცვაში.

"ლაციოს" სავარაუდოდ მირკო ვუჩინიჩისა და ფაბიო კვალიარელას ტანდემი შეუტევს, სებასტიან ჯოვინკო კი ამჯერად თადარიგში დარჩება.

ძირითადში მოიაზრება პოლ პოგბა, რომელმაც დისციპლინის დარღვევისთვის პესკარული მატჩი გამოტოვა. ანდრეა პირლოს დისკვალიფიკაცია აქვს და "ბიანკოჩელესტეს" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს - ეს რა თქმა უნდა, ტურინელთა უმთავრესი დანაკლისია.

ლაციო

"იუვენტუსთან" მატჩის წინ, მეტად მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ ინგლისური "მანჩესტერ სიტის" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში სენად ლულიჩის და ერნანესის გადაბირებას შეეცდება.

ასეთმა ცნობამ შეიძლება გუნდში დისონანსი შეიტანოს, გულშემატკივართა შორის კი უკმაყოფილება გამოიწვიოს - ამიტომ, კლუბის პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ მყისვე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ არც ერთი მათგანის გასხვისებას არ აპირებს.

ლულიჩი დისკვალიფიცირებულია და "იუვენტუსის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, აი ერნანესი კი სრულ მზადყოფნაშია.

ვლადიმირ პეტკოვიჩი ისევ 4-5-1 ტაქტიკას აირჩევს და აქცენტს, მოედნის ცენტრის მოგებაზე გააკეთებს. არც "იუვეს" ჰყავს ნაკლები შუა ხაზი და ვნახოთ, რით დასრულდება დუელი.

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - ისლა, ვიდალი, პოგბა, მარკიზიო, ასამოა - ვუჩინიჩი, კვალიარელა.

ლაციო (4-5-1): მარკეტი - კონკო, ბიავა, დიასი, რადუ - კანდრევა, ერნანესი, ბროკი, ლედესმა, გონსალესი - კლოზე.

როცა მილანი აუტსაიდერია

მცირე ჩავარდნის შემდეგ, "ნაპოლიმ" მიჯრით ორი შეხვედრა მოიგო, მაგრამ ორივე იმდენად წვალებით, რომ ჯერ კიდევ გასარკვევი გვაქვს, რა კონდიციაშია ვალტერ მაცარის გუნდი.

რაც შეეხება "მილანს", გუნდი ურთულეს მგომარეომაშია და ჯერჯერობით, არც გამოსავალი ჩანს. "სტადიო სან პაოლოზე" გასამართ პაექრობაში ფავორიტად მასპინძელია მიჩნეული და ამას თვით სტუმართა თავკაცი ადასტურებს.

მასიმილიანო ალეგრი (მილანის მთავარი მწვრთნელი):

"ნეაპოლში თამაში ყოველთვის ურთულესია და ასე იქნება ამჯერადაც. ფაქტია, რომ ცუდი დროება გვიდგას და ფავორიტადაც მეტოქეა შერაცხული. თუმცა, ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ სასურველი შედეგის მისაღწევად და იქნებ, ეს მაინც გახდეს კრიზისის დაძლევის საფუძველი. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა ჩემი შეგირდების. დაცვაში ჩაჯდომას არ ვაპირებთ, აუცილებლად შევუტევთ და სტრატეგიაც შესაბამისი გვექნება".

ვალტერ მაცარი (ნაპოლის მთავარი მწვრთნელი):

"ბევრი ამბობს, რომ "მილანს" კრიზისი აქვს და "ნაპოლი" აუცილებლად გაიმარჯვებს. სათქმელად ძალიან ადვილია, საქმის გაკეთება კი მეტად რთული. მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად დავისჯებით. "მილანი" "მილანია", როდის ათამაშდება, კაცმა არ იცის და სიფრთხილე გვმართებს. იმედია, გულშემატკივრები ტრიბუნებს გაავსებენ, მათი მხარდაჭერა ჰაერივით გვჭირდება".

ნაპოლი

"გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, ვალტერ მაცარი ტრადიციულ ტაქტიკას აირჩევს და მეტოქეს 3-4-1-2 სქემას დაუპირისპირებს.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, თადარიგში დარჩება გორან პანდევი, მის ადგილს კი ახალგაზრდა ლორენცო ინსინიე დაიკავებს. მაკედონიელს მიკრო-ტრავმა ჰქონდა და უკანასკნელი ინფორმაციით, მხოლოდ ნახევარი საათი თუ შეძლებს მოედანზე გასვლას.

ინსინიეს მეწყვილე შეუცვლელი ედინსონ კავანი იქნება, გამთამაშებლის პოზიციაზე კი მარეკ ჰამშიკი გაირჯება.

მილანი

იტალიის ნაკრებმა საფრანგეთის ეროვნულ გუნდს ერთადერთი გოლი "მილანური" კომბინაციით გაუტანა - რიკარდო მონტოლივომ სტეფან ელ შაარავი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა და ამ უკანასკნელსაც მიზანმა არ უმტყუნა.

მონტოლივო და ელ შაარავი ის იშვიათი გამონაკლისები არიან, რომლებიც "მილანში" მაღალ დონეზე ასპარეზობენ და არსებულ კრიზისში ბრალი ყველაზე ნაკლებად მიუძღვით. ორივე ძირითადში იქნება და ვნახოთ, "ნაპოლის" წინააღმდეგ თუ გაითამაშებენ საგოლე კომბინაციებს.

ამასობაში, "მილანელოს" სილვიო ბერლუსკონი ესტუმრა და ფეხბურთელები გაამხნევა. ყველაზე დიდ ხანს ალეშანდრე პატოს ესაუბრა და როგორც შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ბრაზილიელ ფორვარდს არც ერთ შემთხვევაში არ გაყიდის. დონ სილვიომ იმედი გამოთქვა, რომ მისი გუნდი პროგრესის გზას "ნაპოლისთან" შეხვედრაში დაადგება.

ვნახოთ, როგორ იმოქმედებს "როსონერიზე" თვით ბერლუსკონის გამხნევება.

სავარაუდო შემადგენლობები

ნაპოლი (3-4-1-2): დე სანკტისი - კამპანიარო, კანავარო, გამბერინი - მაჯო, ინლერი, ჯემაილი, ცუნიგა - ჰამშიკი - ინსინიე, კავანი.

მილანი (4-3-3): აბიატი - დე შილიო, მექსე, იეპესი, კონსტანტი - ემანუელსონი, მონტოლივო, ნოჩერინო - ბოიანი, ელ შაარავი, პაცინი.

იტალია. სერია A. XIII ტური

17 ნოემბერი

იუვენტუსი-ლაციო 21.00

დისკვალიფიკაცია: პირლო - ლულიჩი, მაური.

ტრავმა: დე ჩელიე (იუვენტუსი).

ბოლო 6 მატჩი

+5=0-1 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 39 თამაში: +18=9-12, (58-50)

ნაპოლი-მილანი 23.45

დისკვალიფიკაცია: ბერამი - ამბროზინი.

ტრავმა: მესბა, შტრასერი, დიდაკ ვილა, მუნტარი, ანტონინი, აბატე, ბონერა (მილანი).

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 22 თამაში: +4=9-9, (18-26)

18 ნოემბერი

ბოლონია-პალერმო 18.00

დისკვალიფიკაცია: პორტანოვა (ბოლონია).

ტრავმა: კარვალიო, აკვაფრესკა, ნატალი - ერნანდესი, მანტოვანი, მიკოლი.

ბოლო 6 მატჩი

+0=1-5 +1=4-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 10 თამაში: +2=2-6, (11-21)

კატანია-კიევო 18.00

დისკვალიფიკაცია: ლ. რიგონი (კიევო).

ტრავმა: კეკო, აუგუსტინი, შაკა - სკუიცი, პაპი, დრამე, ფრეი.

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 11 თამაში: +3=3-5, (13-14)

ფიორენტინა-ატალანტა 18.00

დისკვალიფიკაცია: პელუზო, პარა (ატალანტა).

ტრავმა: კამპორეზე, იოვეტიჩი - რადოვანოვიჩი, პერეირა პინტუ, კაპელი, ბელინი.

ბოლო 6 მატჩი

+5=1-0 +4=1-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 24 თამაში: +8=11-5, (35-26)

ინტერი-კალიარი 18.00

ტრავმა: კოუტინიო, მარიგა, სნეიდერი, კივუ, სტანკოვიჩი, სამუელი, მუდინგაი, გუარინი (ინტერი).

ბოლო 6 მატჩი

+5=0-1 +4=1-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 30 თამაში: +16=11-3, (57-32)

სიენა-პესკარა 18.00

დისკვალიფიკაცია: ლარონდო, ვიტიელო, ტერცი, ბელმონტე (სიენა).

ტრავმა: რეჯინალდო, ზე ედუარდო, პაჩი - ტერლიცი, ბრუგმანი, კოლუჩი, კრეშენცი, საველონი, ბლაზი, ვეისი.

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +1=1-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 4 თამაში: +1=3-0, (3-2)

უდინეზე-პარმა 18.00

დისკვალიფიკაცია: დანილო - ბიაბიანი.

ტრავმა: ბენეტია, პინცი, გაბრიელ სილვა, მურიელი, ვილიანსი, პასკუალე, ლაძარი - სანტაკროჩე, გალოპა.

ბოლო 6 მატჩი

+2=3-1 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 34 თამაში: +11=8-15, (43-49)

სამპდორია-ჯენოა 23.45

დისკვალიფიკაცია: და კოშტა (სამპდორია).

ტრავმა: ბერარდი, პოცი, მაქსი ლოპესი, ედერი - ფერონეტი, ვარგასი, ხორკერა, ანსელიმო.

ბოლო 6 მატჩი

+0=0-6 +0=1-5

ურთიერთშეხვედრები

სულ 20 თამაში: +6=5-9, (24-20)

19 ნოემბერი

რომა-ტორინო 23.45

დისკვალიფიკაცია: გუბერტი, ტაჩტიდისი, ბურდისო, დე როსი (რომა).

ტრავმა: ლობონტი, სტეკელენბურგი - სუჩუ.

ბოლო 6 მატჩი

+3=0-3 +1=3-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 20 თამაში: +12=6-2, (32-16)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. იუვენტუსი 12 10 1 1 29-9 31

2. ინტერი 12 9 0 3 24-13 27

3. ნაპოლი 12 8 2 2 20-9 26

4. ფიორენტინა 12 7 3 2 19-9 24

5. ლაციო 12 7 1 4 19-17 22

6. ატალანტა 12 6 2 4 13-15 18

7. რომა 12 5 2 5 28-23 17

8. კატანია 12 4 4 4 15-16 16

9. პარმა 12 4 4 4 14-16 16

10. კალიარი 12 4 3 5 11-17 15

11. უდინეზე 12 3 6 3 16-18 15

12. ტორინო 12 3 6 3 13-10 14

13. მილანი 12 4 2 6 18-16 14

14. პალერმო 12 2 5 5 11-17 11

15. პესკარა 12 3 2 7 9-23 11

16. კიევო 12 3 2 7 12-23 11

17. სამპდორია 12 3 2 7 13-18 10

18. ჯენოა 12 2 3 7 12-18 9

19. ბოლონია 12 2 2 8 12-18 8

20. სიენა 12 3 4 5 12-14 7

შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები

8 - ელ შაარავი (მილანი), კავანი (ნაპოლი), ლამელა (რომა); 7 - დი ნატალე (უდინეზე), მილიტო (ინტერი), დი ნატალე (უდინეზე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს
40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო