ქართველმა ცენტრმა "საკრამენტოსთან" მატჩში 7 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა
"ატლანტა ჰოუქსმა" 4-მატჩიანი დასავლური ტურნე წარმატებით დაასრულა. გასვლითი მატჩებიდან ზაზა ფაჩულიას გუნდმა მხოლოდ ლოს ანჯელესში, "კლიპერსთან" წააგო, "პორტლენდი", "გოლდენ სტეიტი" და "საკრამენტო" კი დაამარცხა.

ამ უკანასკნელს ატლანტელებმა 16 ნოემბერს მოუგეს. რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ მატჩში "ჰოუქსმა" 112:96 იმარჯვა.

ერთმატჩიანი იძულებითი შესვენების შემდეგ მოედანს ატლანტელთა ცენტრი ალ ჰორფორდი დაუბრუნდა, თუმცა ქართველ კალათბურთელს სასტარტო შემადგენლობაში ადგილი არ დაუკარგავს.

ზაზა კვლავ ხუთეულში ვიხილეთ და როგორც ჩანს, ლარი დრიუ სურს, რომ ჰორფორდი ფორვარდის პოზიციაზე ჩასწიოს და მასთან ერთად ხუთეულში ქართველი ცენტრი გაამწესოს.

სწორედ ასე იყო "საკრამენტოსთან" მატჩში. ზაზა ცენტრად თამაშობდა, ჰორფორდი კი თავდამსხმელად ირჯებოდა და ამან ის შედეგი გამოიღო, რომ საკრამენტოელთა ამომავალი ვარსკვლავი, დემარკუს ქაზენსი სამწამიანში გვარიანად შეიზღუდა.

უკანა ხაზში კი ჯეფ ტიგი ჯაბნიდა საკრამენტოელ დაბლებს, პერიმეტრიდან შეუდარებელი იყო ლიგის აღიარებული სნაიპერი კაილი კორვერი, რომელმაც 9-დან 7 სროლა ჩააგდო და 22 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა.

ფაჩულიამ მისთვის ჩვეულ სტილში, თავდაუზოგავად ითამაშა. იგი სამწამიან ზონაში მეტოქეებს არაფერს უთმობდა, საჭირო პასებს გასცემდა და მოსახსნელ ბურთებს იხელთებდა. ზაზამ 5-დან 2 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 7 ქულა დააგროვა და ამას 7 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაყილა.

ჰორფორდმა შეხვედრა 20 ქულითა და 10 მოხსნით დაასრულა, ჯოშ სმიტის ანგარიშზე კი 19 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა.

ატლანტელებს 4-4 მოგებ-წაგება აქვთ და აღმოსავლეთ კონფერენფიაშიმე-9 ადგილზე არიან. მომდევნო მატჩი ფაჩულიას NBA-ში თავის პირველ გუნდ "ორლანდოსთან" ელის. შეხვედრა 19 ნოემბერს ატლანტაში გაიმართება.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა