სუპერლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში ერთმანეთს "ოლიმპი" და სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი დაუპირისპირდნენ
სუპერლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში ერთმანეთს "ოლიმპი" და სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი დაუპირისპირდნენ.

გამარჯვება გასული სეზონის ვერცხლისმედალოსან სპორტის სამინისტროს გუნდს დარჩა - 106:63.

ფავორიტისა და აუტსაიდერის დაპირისპირება სანახაობრივი ვერ გამოდგა და მოსალოდნელი შედეგით დასრულდა. "ოლიმპმა" მედიკოსებს მხოლოდ პირველ მეოთხედში მისცა გალაღების საშუალება და 4-ქულიანი მარცხი აკმარა.

მეორე ათწუთეულიდან კი სპორტის სამინისტროს გუნდმა სისწრაფე აკრიფა, სამიზნეც გაისწორა და დიდი შესვენებისთვის 53:32 დაწინაურდა.

ოლიმპელთაგან ლევან ფაცაცია და ნიკოლა ტუტუსი გამოირჩეოდნენ.საერთოდ კი სამინისტროს გუნდში ყველა გამოირჩეოდა, ვინც მოედანზე გამოვიდა. გუნდური თამაშის წყალობით "ოლიმპმა" თამაშის ბედი მესამე მეოთხედის ბოლო გადაწყვიტა. მატჩის ბოლო პერიოდის დაწყებამდე სამინისტროს გუნდი 37 ქულით იგებდა.

საბოლოოდ "ოლიმპმა" 43 ქულის სხვაობით გაიმარჯვა და მიმდინარე სუპერლიგაში კვლავაც დაუმარცხებელია. მატჩის საუკეთესო შედეგი ოლიმპელ ლევან ფაცაციას ჰქონდა, რომელმაც 17 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა.

16 ქულა და 12 მოხსნა კი მისი თანაგუნდელის სტივენ მილოშევიჩის ანგარიშზეა. დამარცხებულთაგან ორმაგი დუბლი (13 ქულა, 10 მოხსნა) გიორგი რევაზაშვილმა მიითვალა.

ტურის ცენტრალურ მატჩში, რომელიც 14 საათზე დაიწყება, ერთმანეთს "რუსთავი" და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდები დაუპირისპირდებიან.

მატჩიშემდგომი პრესკონფერენცია:

გია კაზანჯიანი (ოლიმპი): "შესაძლოა ითქვას, რომ ჩემპიონატი ჩვენთვის ახლა იწყება. გუნდი ნელ-ნელა შედის ფორმაში და ძლიერ გუნდებს სრული მომზადებით ვეთამაშებით. პირველ ტაიმში გარკვეული ხარვეზები გვქონდა, თუმცა მეორეში ნახევარში თამაში გავაუმჯობესეთ. ვფიქრობ, დაცვაში ჯერ კიდევ შესათამაშებლები ვართ და ბევრი სამუშაო გვაქვს".

კახა შენგელია (თსსუ): "მატჩი ლოგიკურად დასრულდა. მაგრამ მაინც არ ველოდით ასეთი სხვაობით დამარცხებას. ვფიქრობ, მცირე მომენტებში ჩვენმა გუნდმა გაიბრწყინა,რაც იმის იმედს მაძლევს, რომ ჩვენი გუნდი ჩემპიონატში სასურველ შედეგს აჩვენებს".

საბა ლობჟანიძე (ოლიმპი): "თავიდან თამაში არეულად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ მოვახერხეთ მობილიზება და თამაში დავალაგეთ, რაც შედეგეც აისახა".

superleague.ge

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა