"დეზები" 72 წუთის განმავლობაში რიცხვნაკლულნი თამაშობდნენ, მაგრამ მათ ეს ცოდვა ემანუელ ადებაიორს უნდა მოჰკითხონ
"არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა. "დეზები" 72 წუთის განმავლობაში რიცხვნაკლულნი თამაშობდნენ, მაგრამ მათ ეს ცოდვა ემანუელ ადებაიორს უნდა მოჰკითხონ, ვინც სანტი კასორლას წინააღმდეგ ქუჩური ჩხუბის ელემენტი გამოიყენა, როცა ესპანელზე გაშლილი ფეხით წავიდა.

ჰოვარდ ვებმა ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო: ტოგოელი მინდვრიდან მიაბრძანა.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელს პრემიერლიგაში 4 წითელი ბარათი აქვს. 4-დან 3-ჯერ ის სწორედ ვებმა გააძევა.

არსენალის ალალი სამი ქულა

თამაში სტუმართა უპირატესობით დაიწყო. ვილიამ გალასმა მე-9 წუთზე თამაშგარედან გაიტანა, რაც, ცხადია, არ ჩაითვალა.

ერთ წუთში კი ანგარიში ადებაიორმა გახსნა. მან ვოიცეხ შჩესნის მიერ მოგერიებულ ბურთს დაამატა. მალე აარონ ლენონს მართებდა უპირატესობის გაზრდა, მაგრამ ბურთი ძელს ოდნავ ააცილა.

სწორედ ამ დროს უღალატა გუნდს ტოგოელმა, რის შემდეგაც "მეთოფეებმა" ბრძოლის ველი მთლიანად საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარეს. პერ მერტეზაკერმა ისეთ სტილში გაიტანა, რომ მის ავტორობას ნებისმიერი თავდამსხმელი მოაწერდა ხელს.

გერმანელის თავური ზუსტად იმ კუთხეში წავიდა, რომელსაც უგო ლორისი აკონტროლებდა, მაგრამ ფრანგმა გუნდი მაინც ვერ იხსნა.

ტაიმის მიწურულს "არსენალმა" 3 წუთში 2 გოლი გაიტანა. ჯერ ლუკას პოდოლსკიმ გამოიჩინა თავი, მერე კასორლამ უკვე ოლივიე ჟირუს გაატანინა. მეორე ნახევარში მასპინძელს შეტევები არ შეუნელებია.

მე-60 წუთზე თეო უოლკოტი-პოდოლსკის კომბინაცია კასორლამ დააგვირგვინა. სტუმართაგან რეალურად მხოლოდ გარეთ ბეილი იბრძოდა ბოლომდე.

უელსელმა ერთი ბურთი გაქვითა, მეორის შანსიც ჰქონდა, მაგრამ შჩესნიმ ბოლო წამს ბურთს ფეხი დაახვედრა და მოიგერია. დერბის ალექს-ოქსლეიდ-ჩემბერლენის პასით უოლკოტმა ბოლო წუთზე დაუსვა წერტილი.

დი მატეოს საფიქრალი

"ჩელსიმ" ბოლო თამაში პრემიერლიგაში ერთი თვის წინ მოიგო "ტოტენჰემთან". მას მერე "ლურჯებმა" ორჯერ ფრედ ითამაშეს და ორჯერაც დამარცხდნენ.

მე-8 ტურის მერე რობერტო დი მატეოს გუნდის მიერ მოპოვებული 4-ქულიანი უპირატესობა უკვე 4-ქულიან ჩამორჩენად გადაიქცა.

თამაშის შემდეგ ლონდონელთა იტალიელმა თავკაცმა განაცხადა, რომ სერიოზულად ფიქრობს, შარშანდელ სათამაშო სისტემაზე დაბრუნებაზე, რაც დაცვაზე მეტი აქცენტის გადატანას გულისხმობს.

რამდენად რეალურია ამის გაკეთება? ეჭვი გვეპარება ამ საქმიდან რამე გამოვიდეს, რადგან "ჩელსის" ამის საშუალებას მისი შემტევი შემადგენლობა არ მისცემს. თუმცა დი მატეომ თავისი საქმისა თვითონ იცის.

პირველი რეალური საგოლე სიტუაცია მე-8 წუთზე შეიქმნა, როცა რაიან ბერტრანის დარტყმა ლაიამ რიჯუელმა კარის ხაზიდან გამოიტანა. ანგარიში მოულოდნელად გაიხსნა. ჯეიმს მორისონმა იდეალური გადაცემა გაუკეთა შეინ ლონგს.

მასპინძელთა ლიდერმა სეზონში მე-6 გოლი თავით გაიტანა. იმავე ლონგს 35-ე წუთზეც შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ კეჰილთან ფლანგზე "ჭიდაობის მოგების" შემდეგ ცენტრისკენ შეწეულს კიდევ ერთი მცველი გადაეღობა და კარს ვეღარ დაუმიზნა.

39-ეზე ანგარიში გათანაბრდა. ედენ აზარმა სესარ ასპილიკუეტა საწინააღმდეგო ფლანგზე მოძებნა, თავად კარისკენ დაიძრა და ესპანელის პასი ბოაზ მაიჰილს ახლო კუთხეში თავურით შეუგდო. მეორე ტაიმი დენიელ სტარიჯის სახიფათო დარტყმით დაიწყო.

მასპინძელთა უელსელმა მეკარემ ამჯერად უკვე ბრწყინვალედ ითამაშა. 50-ე წუთზე მატჩის გმირმა ლონგმა მარჯვენა ფლანგიდან პიტერ ოდემვინგეს თავზე "დაასვა" ბურთი. ვეტერან ნიგერიელს ახლოდან გატანა აღარ გასჭირვებია.

"ჩელსი" წაგებას არ შეეგუა და მთლიანად შეტევაზე გადაერთო. სტარიჯს ორჯერ შეეძლო გატანა, მაგრამ მას ერთხელ მაიჰილმა აუღო, მეორედ კი სიზუსტემ უმტყუნა. სტუმრები საჯარიმოში ვიქტორ მოზესის წაქცევისთვის პენალტსაც ითხოვდნენ, მაგრამ მაიკლ ოლივერმა სხვაგვარად განსაჯა.

ეს უკვე რაღაცას ნიშნავს

"ლივერპული"-"უიგანის" პირველი 45 წუთი უინტერესოდ წარიმართა. პირველი საინტერესო ეპიზოდი მხოლოდ ტაიმის შუაწელს მოხდა, როცა ალი ალ-ჰაბსიმ სუსოს დარტყმული აიღო.

32-ე წუთზე რაჰემ სტერლინგისა და ბენ უოტსონის საჰაერო ორთაბრძოლაში უკანასკნელმა ფეხი მოიტეხა, რისთვისაც "ლივერპულის" 17 წლის ვარსკვლავმა თამაშის შემდეგ მეტოქეს პატიება სთხოვა. მეორე ტაიმში ანგარიში მალევე გაიხსნა.

სტერლინგმა მეინორ ფიგეროას მისამართით გაკეთებული პასი ჩაჭრა და ლუის სუარესს იდეალურ პოზიციაში დაუგორა. 59-ე წუთზე ურუგვაელი ხოსე ენრიკეს პასით მეკარესთან პირისპირ დარჩა და ისე გაიტანა.

65-ე წუთზე სტერლინგის დარტყმა ალ-ჰაბსიმ კი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე პირველი ბურთთან ხოსე ენრიკე გაჩნდა. სტუმარს შეეძლო პრესტიჟის გოლის გატანა, თუმცა არუნა კონემ წარმოუდგენელი მომენტი გააფუჭა: ორი მეტრიდან ძელს მოარტყა.

ცოტა ხელი წააშველა

ტურის წინა მიმოხილვაში ამ მატჩის პროგნოზში დავწერეთ, რომ, წესით, მასპინძელს ორი ან მეტი ბურთით უნდა მოეგო. ასე რომ, "ეტიჰადზე" ბირმინგემელების რბევა გამოვიცანით.

ვფიქრობთ, ანგარიშიდან გამომდინარე შეხვედრაზე დაწვრილებით წერა არ ღირს, გეტყვით მხოლოდ იმას, რომ მთავარმა არბიტრმა ჯონათან მოსმა და მისმა თანაშემწე საიმონ ბეკმა ბრედ გუზანის კარში ერთი აბსურდული და ერთიც საეჭვო პენალტი დანიშნეს.

დარწმუნებულები ვართ, რობერტო მანჩინის გუნდი ისედაც გაიმარჯვებდა. სამწუხაროა, რომ მსაჯებმა მშვენიერ სანახაობას თავისი ცუდი კვალი დაატყვეს.

ცუდი იუნაიტედი

"იუნაიტედმა" მთელი თამაშის განმავლობაში თითებზე ჩამოსათვლელი სახიფათო მომენტები შექმნა.

გვახსენდება მხოლოდ რობინ ვან პერსის, დენი უელბეკისა და... სებასტიან ბასონგის დარტყმები.

უკანასკნელი საკუთარ კარში, ბუნებრივია, შემთხვევით ურტყამდა.

და პირიქით, მაქსიმალურად იყო მობილიზებული მასპინძელი. "იადონებს" ენტონი პიკლინგტონის ბრწყინვალე გოლის გარდა კიდევ შეეძლოთ გატანა. ჯონათან ჰოუსონი მეკარეს პირისპირ შეეყარა, თუმცა შორეული დარტყმით მომენტი ქარს გაატანა.

ინგლისი. პრემიერლიგა. XII ტური

არსენალი-ტოტენჰემი 5:2 (იხილეთ ვიდეო)

გოლები: 0:1 ადებაიორი (10), 1:1 მერტეზაკერი (24), 2:1 პოდოლსკი (42), 3:1 ჟირუ (45), 4:1 კასორლა (60), 4:2 ბეილი (71), 5:2 უოლკოტი (90)

არსენალი (4-3-3): შჩესნი - ვერმალენი, კოშელნი, მერტეზაკერი, სანია - უილშირი (71. რემსი), არტეტა, კასორლა - პოდოლსკი (80. სანტოსი), ჟირუ (86. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), უოლკოტი

ტოტენჰემი (4-4-2): ლორისი - უოლკერი (46. დოუსონი), გალასი, ვერტონგენი, ნაუტონი (46. დემპსი) - ლენონი, სანდრო, ჰადლსტოუნი (71. კეროლი), ბეილი - დეფო, ადებაიორი

გაფრთხილება: პოდოლსკი - ლენონი, სანდრო

გაძევება: ადებაიორი (18)

კარში დარტყმა: 11-4 (8-2) კუთხური: 6-6 თამაშგარე: 3-2 ჯარიმა: 13-12 ბურთის ფლობა: 65%-35%

მაყურებელი: 60 111

ლივერპული-უიგანი 3:0 (იხილეთ ვიდეო)

გოლები: 1:0 სუარესი (47), 2:0 სუარესი (58), 3:0 ხ. ენრიკე (66)

ლივერპული (4-4-2): რეინა - ხ. ენრიკე, შკრტელი, აგერი (82. კარაგერი), უისდომი - სტერლინგი, ალენი, ჯერარდი, გ. ჯონსონი - სუსო (36. ჰენდერსონი), სუარესი (87. შელვი)

უიგანი (4-4-2): ალ-ჰაბსი - რამისი, კოლდუელი (69. გომესი), გიგეროა, ბოისი - უოტსონი (32. ჯონსი), მაკარტი, ბოსეჟური, მელონი - დი სანტო (69. მიაიჩი), კონე

გაფრთხილება: ფიგეროა, დი სანტო, კოლდუელი

კარში დარტყმა: 17-8 (7-2) კუთხური: 10-5 თამაშგარე: 1-2 ჯარიმა: 8-11 ბურთის ფლობა: 52%-48%

მაყურებელი: 44 913

სიტი-ასტონ ვილა 5:0 (იხილეთ ვიდეო)

გოლები: 1:0 დ. სილვა (42), 2:0 აგუერო (54-პენ), 3:0 ტევესი (65-პენ), 4:0 აგუერო (67), 5:0 (74)

სიტი (4-2-3-1): ჰარტი - კლიში (73. კოლაროვი), ნასტასიჩი, კომპანი, მაიკონი - ბერი, ი. ტურე - ნასრი, ტევესი, დ. სილვა (76. სინკლერი) - აგუერო (68. ჯეკო)

ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი - ლოუტონი, ვლაარი, კლარკი, სტივენსი - ბენანი, ვესტვუდი, აირლანდი (62. ოლბრაიტონი) - ვაიმანი (62. ჰოლმენი), ბენტეკე (82. ბოუერი), აგბონლაჰორი

გაფრთხილება: ბენანი

კარში დარტყმა: 22-4 (11-2) კუთხური: 9-4 თამაშგარე: 1-4 ჯარიმა: 9-4 ბურთის ფლობა: 62%-38%

მაყურებელი: 47 072

ნიუკასლი-სუონსი 1:2

გოლები: 0:1 მიჩუ (58), 0:2 დე გუზმანი (87), 1:2 ბა (90+2)

ნიუკასლი (4-4-2): კრული - სანტონი, ტეილორი, უილიამსონი, სიმპსონი (75. ბიგირიმანა) - ფერგიუსონი (46. ს. ამეობი), ტიოტე, ანიტა, ბენ არფა - შ. ამეობი (80. მარვო), ბა

სუონსი (4-2-3-1): ტრემელი - რანხელი, უილიამსი, მონკი, დევისი - დე გუზანი, ბრიტონი - დაიერი (63. რუტლეჯი), მიჩუ (82. გრემი), ერნანდესი - შეხტერი (66. აგუსტინი)

გაფრთხილება: სანტონი - შეხტერი, ბრიტონი, რანხელი

კარში დარტყმა: 22-14 (9-8) კუთხური: 5-4 თამაშგარე: 4-2 ჯარიმა: 6-8 ბურთის ფლობა: 60%-40%

მაყურებელი: 49 403

ქუინზ პარკი-საუთჰემპტონი 1:3

გოლები: 0:1 ლამბერტი (23), 0:2 პანჩეონი (45), 1:2 ჰოილეტი (49), 1:3 ა. ფერდინანდი (83-ს.კ-ში)

ქუინზ პარკი (4-4-2): ჟულიო სეზარი - ტრაორე, ნელსენი, ა. ფერდინანდი, ბოსინგვა (74. ფაბიო) - ტაარაბტი, გრანერო, ფორლინი (46. მაკი), დიაკიტე (71. დერი) - ჯ. სისე, ჰოილეტი

საუთჰემპტონი (4-1-4-1): გასანიგა - კლაინი, ფონტე, იოშიდა, შოუ (74. ფოქსი) - შნაიდერლინი - კორკი, პანჩეონი, რამირესი (62. დევისი), ლალანა - ლამბერტი (90. როდრიგესი)

გაფრთხილება: ბოსინგვა

კარში დარტყმა: 10-16 (5-12) კუთხური: 4-13 თამაშგარე: 1-0 ჯარიმა: 11-9 ბურთის ფლობა: 41%-59%

მაყურებელი:18 174

რედინგი-ევერტონი 2:1

გოლები: 0:1 ნეისმიტი (10), 1:1 ლე ფონდრე (51), 2:1 ლე ფონდრე (79)

რედინგი (4-4-2): ფედერიჩი - შორი, გორკსი, მორისონი, განტერი - მაკანუფი, ტაბი, ლიგერტვუდი, რობსონ-კანუ - ლე ფონდრე (81. ჰანტი), რობერტსი

ევერტონი (4-4-1-1): ჰოვარდი - კოულმენი, ჰეიტინგა, იაგიელკა, ბეინსი - ნეისმიტი (80. ოვიედო), ოსმანი, ფელაინი, ჰიტცლშპერგერი (82. ველიოსი) - პიენაარი - იელავიჩი

გაფრთხილება: რობერტსი, გორკსი, ჰანტა - კოულმენი, ფელაინი

კარში დარტყმა: 13-16 (3-7) კუთხური: 7-13 თამაშგარე: 3-3 ჯარიმა: 11-15 ბურთის ფლობა: 52%-48%

მაყურებელი: 24 182

ვესტ ბრომვიჩი-ჩელსი 2:1 (იხილეთ ვიდეო)

გოლები: 1:0 ლონგი (10), 1:1 აზარი (39), 2:1 ოდემვინგე (50)

ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): მაიჰილი - რიჯუელი, ოლსონი, ტამაში, ჯონსი - მულუმბუ, იაკობი - გერა (70. ბრანტი), მორისონი (70. დორანსი), ოდემვინგე - ლონგი (80. როსენბერგი)

ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ასპილიკუეტა, ლუისი, კეჰილი, ბერტრანი - მიკელი (80. რამირესი), რომეუ (62. ოსკარი) - სტარიჯი, აზარი, მოზესი - ტორესი (63. მატა)

გაფრთხილება: არ ყოფილა

კარში დარტყმა: 7-14 (5-7) კუთხური: 0-12 თამაშგარე: 3-1 ჯარიმა: 7-12 ბურთის ფლობა: 40%-60%

მაყურებელი: 25 933

ნორვიჩი-იუნაიტედი 1:0 (იხილეთ ვიდეო)

გოლი: 1:0 პიკლინგტონი (60)

ნორვიჩი (4-2-3-1): რადი - გარიდო, ბასონგი, ტერნერი, უიტეკერი - ჯონსონი, ტეტი - პიკლინგტონი, ჰულაჰანი (83. ჰოუსონი), სნოდგრასი (90. ბენეტი) - ჰოლტი (83. მორისონი)

იუნაიტედი (4-4-2): ლინდეგორი - რაფაელი, რ. ფერდინანდი (83. ანდერსონი), სმოლინგი, ევრა - ვალენსია (69. სქოულზი), კერიკი, გიგზი, იანგი - ვან პერსი, ერნანდესი (69. უელბეკი)

გაფრთხილება: რაფაელი

კარში დარტყმა: 11-10 (5-7) კუთხური: 0-12 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 12-7 ბურთის ფლობა: 45%-55%

მაყურებელი:24 840

ფულჰემი-სანდერლენდი 1:3

გოლები: 0:1 ფლეტჩერი (50), 1:1 პეტრიჩი (62), 1:2 კუელიარი (65), 1:3 სესინიონი (70)

ფულჰემი (4-2-3-1): შვარცერი - რიისე, ჰანგელანდი, ჰიუზი, რიტერი - სიდუელი, კარაგუნისი (35. სენდეროსი) - კაჩანიკლიჩი (27. როდალიეგა), რუისი (60. პეტრიჩი), დაფი - ბერბატოვი

სანდერლენდი (4-2-3-1): მინიოლე - ბერდსლი, ოში, კუეალიარი, როუზი - კატერმოული, კოლბეკი (80. ვონი) - ლარსონი (71. მაკლინი), სესინიონი, ა. ჯონსონი - ფლეტჩერი

გაფრთხილება: სიდუელი - ა. ჯონსონი, ოში, კატერმოული

გაძევება: ჰანგელანდი (31)

კარში დარტყმა: 14-8 (9-6) კუთხური: 4-4 თამაშგარე: 4-2 ჯარიმა: 10-13 ბურთის ფლობა: 50%-50%

მაყურებელი: 25 646

19 ნოემბერი

ვესტ ჰემი-სტოკ სიტი 00:00

სატურნირო ცხრილი

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1

სიტი

12

8

4

0

25-10

28

2

იუნაიტედი

12

9

0

3

29-17

27

3

ჩელსი

12

7

3

2

24-13

24

4

ვესტ ბრომვიჩი

12

7

2

3

19-13

23

5

ევერტონი

12

5

5

2

22-16

20

6

არსენალი

12

5

4

3

23-13

19

7

ვესტ ჰემი

11

5

3

3

14-11

18

8

ტოტენჰემი

12

5

2

5

20-21

17

9

ფულჰემი

12

4

4

4

25-22

16

10

სუონსი

12

4

4

4

18-16

16

11

ლივერპული

12

3

6

3

17-16

15

12

ნიუკასლი

12

3

5

4

13-17

14

13

ნორვიჩი

12

3

5

4

9-18

14

14

სტოკ სიტი

11

2

6

3

9-10

12

15

სანდერლენდი

11

2

6

3

10-12

12

16

უიგანი

12

3

2

7

12-21

11

17

რედინგი

11

1

6

4

14-19

9

18

ასტონ ვილა

12

2

3

7

10-22

9

19

საუთჰემპტონი

12

2

2

8

18-30

8

20

ქუინზ პარკი

12

0

4

8

9-23

4

ბომბარდირები

10 - ლუის სუარესი (ლივერპული), 8 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), დემბა ბა (ნიუკასლი), 7 - მიგელ მიჩუ (სუონსი)

მომდევნო ტური

24 ნოემბერი

სანდერლენდი-ვესტ ბრომვიჩი, ევერტონი-ნორვიჩი, მანჩესტერ იუნაიტედი-ქუინზ პარკი, სტოკ სიტი-ფულჰემი, უიგანი-რედინგი, ასტონ ვილა-არსენალი

25 ნოემბერი

სუონსი-ლივერპული, საუთჰემპტონი-ნიუკასლი, ჩელსი-მანჩესტერ სიტი, ტოტენჰემი-ვესტ ჰემი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
"დარწმუნებული ვარ, "მანჩესტერ იუნაიტედი" მომდევნო 10 წელიწადში პრემიერლიგას მოიგებს" - მაიკლ ოუენი
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ