პროფლიგის აღდგენაზე შეთანხმების მიუხედავად, ყველა კლუბს ერთგვაროვანი რეაქცია არ აქვს - ზოგი წამოწყებას ოპტიმისტურად უყურებს, ზოგიც - პესიმისტურად
კლუბების შეხვედრაზე სახეცვლილი პროფესიული ფეხბურთის ლიგის (პრემიერლიგა) აღდგენა გადაწყდა.

შეხვედრას მედია არ დაასწრეს და ვიცოდით, რომ კლუბებმა ინიციატივა მოიწონეს, მერე კი თანადგომისთვის მიმართეს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, პარლამენტსა და მთავრობას - ისინი ქართულ ფეხბურთში ჩადებული თანხის (სავარაუდოდ, ფედერაციისთვის განკუთვნილი ყოველწლიური 7 მილიონი ლარის, ან მისი ნაწილის) ეროვნულ ჩემპიონატისკენ გადამისამართებას ითხოვენ.

მიუხედავად შეთანხმებისა, ყველა კლუბს ერთგვაროვანი რეაქცია არ აქვს - ზოგი წამოწყებას ოპტიმისტურად უყურებს, ზოგიც - პესიმისტურად.

საინტერესოა ბოლნისის "სიონის" პოზიცია, რომელსაც დღემდე ქვემო ქართლის გუბერნატორი, დავით კირკიტაძე პატრონობდა.

"ლელო" ბოლნისელთა გენერალურ დირექტორს, ნუგზარ ლომთაძეს ელაპარაკა:

"პრემიერლიგის ჩამოყალიბება ძალიან კარგი ნაბიჯი იქნება და ამიტომაც გვსურს, ყველა დეტალი მის დაფუძნებამდე მოგვარდეს და არა შემდეგ.

არის ბევრი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს.

შეკრებაში არ მონაწილეობდნენ "დილას", "ჩიხურასა" და ფედერაციის წარმომადგენლები, არადა, ამ უკანასკნელთან საკითხების შეთანხმება აუცილებელია. "ტორპედოსაც" რაღაცები აქვს გასარკვევი.

დღეისათვის არსებული მდგომარეობა არ მაკმაყოფილებს და კონკრეტული კითხვებიც მაქვს - რა სახსრებით იარსებებს ორგანიზაცია, საიდან დაფინანსდებიან მსაჯები, ვინ ჩაატარებს პირველ ლიგას, დუბლშემადგენლობების ტურნირს და ჭაბუკთა ლიგას, არის თუ არა საამისო სახსრები, გუნდებს გაეზრდებათ საწევრო შენატანი თუ შემოსავალი...

არის სახელმწიფოს დაფინანსების იმედი, მაგრამ რას, როგორ და როდის მოგვცემს, ამაზე ჯერ კიდევ უნდა ვიმუშაოთ.

ეს პროცესი ზაფხულშიც ნაჩქარევად მიმდინარეობდა, ივლისში გაჟღერებული პროექტის 2-3 კვირაში განხორციელება გადაწყდა. ახლა არსად გვეჩქარება. მთავარია, საკონსულტაციო საბჭო შეიქმნას, რომელიც აბსოლუტურად ყველა საკითხს მოამზადებს, პრემიერლიგამ გამართულად რომ იმუშაოს.

დრო არის და რატომ ვიჩქაროთ? ახალ სეზონამდე დარჩენილ 8 თვეში აბსოლუტურად ყველა საკითხის მოგვარება არის შესაძლებელი. ამიტომ, ჩვენი აზრით, ჩემპიონატი ფედერაციამ უნდა ჩაამთავროს, პრემიერლიგამ კი ახალი სეზონიდან მიხედოს", - ამბობს ლომთაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

პრემიერლიგის დაარსებამდე წასაკითხი: რა ჭრის საქართველოში - პროექტი თუ ავტორიტეტი?

პროფლიგის ჩამოყალიბებაზე საბოლოო შეთანხმება შედგა

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა