"ივნინგ სტანდარდის" ჟურნალისტმა "ჩელსის" საკადრო პრობლემებთან დაკავშირებით საინტერესო ანალიზი შემოგვთავაზა

ბრიტანული გამოცემა "ივნინგ სტანდარდის" ჟურნალისტმა საიმონ ჯონსონმა რამდენიმე დღის წინ "ჩელსის" საკადრო პრობლემებთან დაკავშირებით საინტერესო ანალიზი შემოგვთავაზა.

საფეხბურთო ექსპერტების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულებს თავდამსხმელების სერიოზული დეფიციტი აქვთ, რასაც შეუძლია სერიოზული საფრთხე შეუქმნას გუნდის ამბიციებს.

მასალას მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.

იანვრის სატრანსფერო ბაზარზე ფულის ხარჯვა ხშირად აღიქმება, როგორც კლუბების იმედგაცრუების ჟესტი, რომელთაც გასავარდნად აქვთ საქმე.

"ჩელსისთვის" კი ის შეიძლება საჩემპიონო რბოლაში გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს. ამ დღეებში ლონდონელებმა ამაყად განაცხადეს, რომ პირველად რომან აბრამოვიჩის ეპოქაში კლუბი მოგებაზე გავიდა.

თუმცა აშკარაა, რომ მინდორზე სერიოზული დეფიციტია და ალბათ ისევ დასჭირდებათ რუსის რესურსები.

არსებობს ეჭვი დაცვის ხაზთან დაკავშირებით. და მარტო იმიტომ არა, რომ კაპიტანი ჯონ ტერი "ლივერპულთან" მატჩში საკაცით გაიყვანეს მინდვრიდან. უკანა ხაზის "მისწრაფება" შეცდომებისადმი აშკარა ხდება მას მერე, რაც სერია მშრალი მატჩების გარეშე უკვე 9 მატჩს უტოლდება.

კლუბში იმედოვნებენ, რომ ტერის შემცვლელის ყიდვა არ მოუწევთ, მაგრამ 31 წლის მცველის არყოფნა მაინც სერიოზული დანაკარგია. თუმცა რეალური მიზეზი, თუ რატომ აღმოჩნდა "ჩელსი" მანჩესტერული გრანდების უკან, ის არის, რომ გუნდს მაღალი კლასის თავდამსხმელი აკლია.

ბევრი იწერება "სტემფორდ ბრიჯზე" ფერნანდო ტორესის ბედზე. ბოლო ორმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ "ლურჯები" კონკურენტებთან შედარებით არათანაბარ მდგომარეობაში არიან. რობინ ვან პერსიმ "ჩელსისთან" განსაკუთრებული როლი ითამაშა, არანაკლები, ვიდრე მარკ კლატენბერგმა.

იმ დროს კი ტორესი წვალობდა. ჰოლანდიელი, ვისი შეძენაც ზუსტად ორჯერ ნაკლები დაჯდა, მუდმივად ემუქრებოდა მეტოქის კარს.

ზუსტად ისე, როგორც მთელი სეზონის განმავლობაში. მაშინ, როცა რობინს ვერ გააქვს, ფერგიუსონს ამ შემთხვევისთვის რუნი, ერნანდესი და უელბეკი ჰყავს. შედარებისთვის ვთქვათ, რომ დი მატეოსთვის ერთადერთი ალტერნატივა დენიელ სტარიჯია.

მოქმედმა ჩემპიონმა "სიტიმ" კი "ჩელსი"-"ლივერპულის" მატჩამდე მოახდინა იმის დემონსტრირება, თუ რამდენი ტალანტი ჰყავს თავდასხმაში.

აგუერომ და ჯეკომ "ტოტენჰემთან" გვიანი გოლებით გაამარჯვებინეს თავის გუნდს. მოედანზე იყო ტევესიც, მარიო ბალოტელი კი ტრიბუნებზე იჯდა. ამ ფონზე ტორესის თამაში ყოფილ კლუბთან კიდევ უფრო გულისამაჩუყებელი იყო.

დროდადრო ის სახიფათოდ მოქმედებდა, მაგრამ მომენტის დაგვირგვინებამდე საქმე არ მისულა.

განსხვავებით ლუის სუარესისგან. ფაქტი, რომ სუარესი ტორესისთვის მიღებული ფულით არის ნაყიდი, კიდევ უფრო მრავლისმეტყველია.

დიდი დრო გავიდა მას მერე, რაც მეტოქეები ტორესზე აღმატებულ ტონში ლაპარაკობდნენ. თუმცა ამ სეზონში გატანილი 7 გოლი მაინც გვაძლევს უფლებას ვთქვათ, რომ ის უკეთეს ფორმაშია, ვიდრე შარშან.

მიზეზი, რატომაც გადაიხადა აბრამოვიჩმა ბრიტანეთისთვის სარეკორდო ფული ესპანელში, ის არის, რომ მას სწორედ ასეთი თამაშების ბედი უნდა გადაეწყვიტა "ჩელსის" სასარგებლოდ.

"ჩელსიმ" უნდა იყიდოს თავდამსხმელი, ვინც შეძლებს შედეგიანად დაასრულოს აზარის, ოსკარისა და მატას ლამაზი კომბინაციები.

ლონდონელთა ინტერესი "ატლეტიკოს" თავდამსხმელის, რადამელ ფალკაოს მიმართ ყველასთვის ცნობილია.

ის 46 მილიონ ფუნტად არის შეფასებული და კლუბი უფრო იაფ ვარიანტებსაც ეძებს. "ჩელსის" ყოფილმა მწვრთნელმა გლენ ჰოდლმა "სქაი სპორტსის" ეთერში განაცხადა, რომ მას ეჭვი არ ეპარება, ფალკაოს სერიოზული დივიდენდების მოტანა შეუძლია.

"კლუბის მესაკუთრეს ლამაზად მოთამაშე გუნდის ხილვა სურდა და მან ეს მიიღო. სწორედ ამიტომ შესაძლოა, მას უფრო მეტი ფულის დახარჯვა მოუნდეს, ვიდრე ოდესმე. თუკი ის ფალკაოს იყიდის, ეს იქნება გემრიელი ალუბალი "ჩელსის" ტორტზე. სწორედ ასე შეძლებენ ისინი პრემიერლიგის მოგებას," - თქვა ჰოდლმა.

მანჩესტერული კლუბები ამ მოსაზრებას ალბათ არ დაეთანხმებიან, მაგრამ ფალკაოს გავლენა იმდენად დიდია, რომ ის "ბარსელონასთან" საჩემპიონო ბრძოლაში "ატლეტიკოს" ჩაბმას უზრუნველყოფს.

მნიშვნელოვანია, რომ დი მატეო ტორესის მხარეს რჩება, იმის მიუხედავად, რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები სულ უფრო ხმამაღლა ისმის. "ვფიქრობ, რომ ფერნანდომ კარგად ითამაშა.

იმედი გვქონდა, რომ ის თავის ყოფილ გუნდს გაუტანდა და საერთოდაც, დამატებითი მოტივაციით ითამაშებდა, მაგრამ მეტოქის მეკარემ რამდენჯერმე იხსნა საკუთარი კარი.

რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, მას ყოველ შეხვედრაში რომ გაჰქონდეს, თუმცა პასუხისმგებლობას გაფუჭებულ მომენტებზე მე მთელ გუნდს ვაკისრებ," - განაცხადა დი მატეომ "ლივერპულთან" შეხვედრის შემდეგ.

ცხადია, გასახდელში სხვებიც იყვნენ, ვისთვისაც შეიძლებოდა მომენტების ქარისთვის გატანება დაგვებრალებინა, მაგრამ უპირველესად, სწორედ ტორესია ის ფეხბურთელი, ვისი უიღბლობაც შეიძლება იმ მიზეზად იქცეს, რის გამოც "ჩელსი" პრემიერლიგის ტიტულს ვერ მოიგებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა