"ბარსელონას" ფორვარდმა "სპარტაკთან" (3:0) ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა
"ბარსელონას" ფორვარდმა ლიონელ მესიმ მოსკოვის "სპარტაკთან" (3:0) ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

სანამ მესის შეფასებას გაგაცნობდეთ, გეტყვით, რომ არგენტინელმა ვუნდერკინდმა მოსკოველებთან შეხვედრაში დუბლი შეასრულა და სეზონში გატანილი გოლების რაოდენობა 80-მდე აიყვანა.

როგორც ხედავთ, მესი ლეგენდარული გერდ მიულერის რეკორდის დამხობასთან ძალიან ახლოსაა. გერმანელმა ერთ სეზონში 85 გოლი გაიტანა.

"მატჩი იოლი არ იყო. საბედნიეროდ, გატანა შევძელით, ბურთის კონტროლი და თავისუფალი ზონების გამოყენება, ანუ ჩვეულ თამაშს ვანახებდით. საკუთარ კედლებში "სპარტაკთან" მსგავსი რამ არ გამოგვდიოდა.

ამ დაპირისპირებისთვის ჩვეულებრივად ვემზადებოდით. ვინც არ უნდა იყოს მეტოქე, "ბარსელონა" ყოველთვის ერთნაირად თამაშობს.

პირველ შეხვედრაში "სპარტაკი" ჩაიკეტა და თავისუფალ ზონებს ვერ ვპოულობდით. მეორე მატჩში კი სპარტაკელებმა სხვა თამაში არჩიეს.

მოედნის ცენტრში ბევრი ფეხბურთელი გვყავდა. ამიტომ ბურთს დიდი ხნის განმავლობაში ვაკონტროლებდით და საგოლე მომენტების გამოყენებაც შევძელით.

"სელტიკთან" წაგების შემდეგ წნეხის ქვეშ არ ვიყავით. ისედაც ვიცოდით, რომ პლეი ოფში გასასვლელად მოგება გვჭირდებოდა.

მადლობას ვუხდი უეფას, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელა. "ბარსელონამ" მორიგი ლამაზი მატჩი ჩაატარა და იმ შედეგს მიაღწია, რომლისთვის ჩამოვიდა", - თქვა მესიმ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. V ტური. სამშაბათის მატჩები [VIDEO]

ზაზა
მგელი ხარ ლეო!
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა