"არსენალის" თავდამსხმელი ნიკლას ბენდტნერი ამბობს, რომ ახლა ისეთ ფიზიკურ ფორმაშია, არასდროს რომ ყოფილა...
"არსენალის" თავდამსხმელი ნიკლას ბენდტნერი ამბობს, რომ ახლა ისეთ ფიზიკურ ფორმაშია, არასდროს რომ ყოფილა - კვირას ჩრდილო ლონდონელები "ბირმინგემ სიტის" ხვდებიან და ამ შეხვედრაში 22 წლის 195 სანტიმეტრი სიმაღლის დანიელი მოედანს უბრუნდება.

ბენდტნერს ამ სეზონში "მეთოფეთა" შემადგენლობაში ჯერ არ უთამაშია. მას სამხრეთ აფრიკაში, მსოფლიოს ჩემპონატზე, საზარდული ეტკინა და მას მერე მკურნალობას მოუნდა.

თავიდან ნავარაუდევი იყო, რომ დანიელი ფორვარდი მომდევნო კვირაში დონეცკის "შახტართან" ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში უნდა დაბრუნებოდა მოედანს, მაგრამ ბოლო დღეებში თავს აშკარა პროგრესი შეამჩნია და არ არის გამორიცხული მანამდე, პრემირლიგაში იმ გუნდს შეუტიოს, რომლის შემადგენლობაშიც 2006-07 წლების სეზონში იჯარით თამაშობდა.

"თავს ფანტასტიკურად ვგრძნობ - უთხრა ბენდტნერმა "დეილი მირორს" - დარწმუნებული ვარ, რომ მწვრთნელი შაბათს "ბირმინგემის" წინააღმდეგ მათამაშებს. ერთი სული მაქვს როდის გავალ მოედანზე. რა ხანია დაშავებული ვიყავი და თამაში ძალიან მომენატრა.

ჯერ რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრაში ვაპირებდი ძალების მოსინჯვას და ფორმის აღდგენას, მაგრამ ბოლო ვარჯიშებზე საკუთარი თავით ისე კმაყოფილი დავრჩი, რომ ახლა, იმის თქმაც კი შემიძლია, რომ ასე კარგად თავი არასდროს მიგრძვნია.

გასულ კვირაში ხუთი დღე ვივარჯიშე და მერე, შაბათ-კვირას დავისვენე. ეს ხუთდღიანი ვარჯიში არ გამჭირვებია".

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე