კახა კალაძის გაცილების მატჩი გაზაფხულისთვის დაიგეგმა და მასში მონაწილეობას "მილანის" ვეტერანებიც მიიღებენ
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის, კახა კალაძის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა 13 სექტემბერს თბილისში, "დინამო არენაზე" უნდა გამართულიყო და "მილანი" მზად იყო, ჩამოსულიყო და ყოფილი ვიცე-კაპიტნის გამოსამშვიდობებელ შეხვედრაში მონაწილეობა მიეღო.

მაშინ ეს ვერ მოხერხდა, მაგრამ ახლა ეს სავსებით რეალურია. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ მატჩს წინ ვეღარაფერი დაუდგება.

მაგრამ საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნა და ცხადია, გადატვირთული გრაფიკის გამო ჯერ ამ საკითხისთვის ვერ მოიცალა.

მაგრამ მატჩის გამართვა გადაწყვეტილია. კახა კალაძის მეგობრების ნაკრები "მილანის" ვეტერანებს მაინც შეხვდება - იტალიელები მზად არიან, გამოსამშვიდობებელ შეხვედრაში მონაწილეობისათვის გაზაფხულზე გვესტუმრონ.

"გამოსამშვიდობებელი მატჩის გამართვა ახლაც გვინდოდა, მაგრამ ცივი ამინდების გამო გაზაფხულზე გადატანა გადავწყვიტეთ - დათბება და აუცილებლად შედგება, ამის პირობას ვაძლევ ყველა ქართველ გულშემატკივარს", - განაცხადა კალაძემ.

შევიტყვეთ, რომ შეხვედრა 2013 წლის აპრილში "დინამო-არენაზე" გაიმართება და სავარაუდოდ, გიორგი დემეტრაძეც ითამაშებს.

აქვე უნდა ვთქვათ: საქართველოში ფეხბურთელების გაცილების ცერემონიალს ისეთ ყურადღებას ვერ ვაქცევთ, როგორც ეს ნორმალურ ქვეყანას შეეფერება და საინტერესოა, ასეთი შეხვედრების ჩატარებას წინ რა უდგას?

ფეხბურთელებში დღემდე ანეკდოტად დადის 1981 წლის ლეგენდარული დინამოელების გაცილების ამბავი: საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის კალენდარული მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ორი "პლაშჩი" აჩუქეს და კარგად იყავითო.

ეს არ არის იმ ადამიანების დაფასება, ვინც საქართველოს სახელი გაუთქვა. ბევრი ისეთი მოთამაშეა, რომელთაც საქართველოსთვის სიხარული მიუნიჭებია.

მაგალითად, მალხაზ ასათიანი, რომელმაც კარიერა ნაადრევად დაასრულა. ქუთაისის "ტორპედოში", მოსკოვის "ლოკომოტივსა" და საქართველოს ნაკრებში მისი შეხვედრები ყველას დიდ სიამოვნებას გვანიჭებდა და ფეხბურთიდან ლამაზად გაცილებას იმსახურებს.

იგივეს ვიტყვით ზაზა ჯანაშიაზე, რომელიც საქართველომ ძალიან დაჩაგრა და ვერ გამოიყენა. და თუ რეჟიმის დამრღვევი იყო, მოსკოვის "ლოკომოტივში" იური სიომინმა მშვენივრად გამოიყენა და რუსული მედია დღემდე სიყვარულით ახსენებს - ჩვენ რა დაგვიშავა?

გიორგი დემეტრაძე სამი ქვეყნის ბომბარდირი იყო - საქართველოს (1996/97), რუსეთისა (1999) და უკრაინის (2003/04). პირველი ქართველია, ვინც პრიმერადივიზიონში ("რეალ სოსიედადში") ითამაშა.

თუმცა ბევრად მეტი მონდომებით საქართველოს ნაკრებში გამოირჩეოდა.

მიხეილ ფოცხვერია ცალკე თემაა - ნოვოსიბირსკში დაბადებულმა ბიჭმა საქართველოში მხოლოდ ბავშვობაში, ისიც ორი წელი იცხოვრა. ლუგანსკში გაიზარდა და თამაშიც იქ დაიწყო. საქართველოსთან მხოლოდ სისხლი აკავშირებდა, ქართულიც არ იცოდა, მაგრამ ეს სისხლი გადამწყვეტი აღმოჩნდა.

დონეცკის "შახტარის" ძირითადი შემადგენლობის თავდამსხმელმა უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებზე უარი თქვა, ვლადიმერ გუცაევის მიწვევას დათანხმდა და საქართველოს სახელით ითამაშა.

1997 წლის 11 ოქტომბერს დიდი წილი დაიდო რუსთავში იმ იტალიის ახალგაზრდული ნაკრების ძლევაში (2:0), სადაც ბუფონი, ამბროზინი, კოკო, ფიორე, ლუკარელი და სხვა მომავალი ვარსკვლავები თამაშობდნენ.

ბრემენის "ვერდერში" დუბლებში ნათამაშებ ფეხბურთელს, რომელიც მაშინ უკრაინის ჩემპიონატის ბომბარდირებში იყო, კარიერა რინატ ახმეტოვმა სწორედ ამის შემდეგ დაუნგრია. დონბასური კლუბის მეპატრონემ ის ვერც დარწმუნებით და ვერც დაშინებით უკრაინის სახელით თამაშზე ვერ დაითანხმა და "შახტარის" დუბლებში დააქვეითა. ამას ტრავმებიც დაერთო და კარიერა 27 წლისამ დაასრულა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურა სულ ოთხჯერ მოირგო.

მერე თქვა, უკრაინის ნაკრები საქართველოზე პერსპექტიული იყო, მაგრამ ჩემი სამშობლოს სახელით უნდა მეთამაშაო. ასეთ ადამიანს არათუ გაცილების მატჩი, ძეგლი ეკუთვნის, რადგან უანგარო ადამიანი დასაფასებელია.

დღეს ფოცხვერია დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" მომავალ თაობებს უზრდის და დიდად არ ულხინს.

კიდევ რამდენი ჩამოვთვალოთ? დავით გვარამაძე, მამუკა წერეთელი, ლევან სილაგაძე, გიორგი კიკნაძე, ლევან ცქიტიშვილი, დავით მუჯირი, მიხეილ აშვეთია და კიდევ მრავალი იმ თაობიდან, ვინც საქართველოს სიხარული მიანიჭა, როდესაც 1998 წლის ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, მერე კი ეროვნულ გუნდშიც ითამაშეს.

ეს ბოლო თაობაა, რომელიც ფეხბურთიდან წავიდა, თორემ არა ნაკლები პატივი ეკუთვნის კახა ცხადაძის თაობას, რომლებმაც დიდი ხანია, რაც კარიერა დაასრულეს: ნიკა ჩხეიძე, აკაკი დევაძე, ირაკლი ზოიძე, ნიკა ტოგონიძე, სოსო გრიშიკაშვილი, დავით ყიზილაშვილი, ზაზა რევიშვილი, ნუგზარ ლობჟანიძე, მურთაზ შელია, გიორგი ჩიხრაძე, გოჩა ჯამარაული, გიორგი ნემსაძე, გიორგი ქინქლაძე, კახა გოგიჩაიშვილი, გიორგი გახოკიძე, გოჩა გოგრიჭიანი, გელა ინალიშვილი, თემურ ქეცბაია, ძმები არველაძეები, გია გურული, მიხეილ ყაველაშვილი, მიხეილ ჯიშკარიანი თამაშობდნენ გუნდში, რომელმაც სანაკრებო ისტორიაში პირველი ფურცლები ჩაწერეს და მისი არსებობის განმავლობაში შესარჩევ ციკლში ორჯერ 3 ადგილი დაიკავა.

ამ ყველაფერზე უნდა ფიქრობდნენ არა თავად მოთამაშეები, არამედ ფეხბურთის ფედერაცია - არველაძეებს ჰქონდათ გაცილების მატჩის ჩატარების სახსრები. იგივე კალაძეც საკუთარი ფულით აკეთებს. ბევრი ფეხბურთელი კარიერის დასრულების შემდეგ ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა და 30 კაცის ჩამოყვანა როგორ უნდა უზრუნველყონ?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

araqartveli
პატარაქვეყანაა საქარტველო, მაგრამ დიდი სიხარული განა გვაწყენდა? დავაფასოტ ფეხბურტელები, მაგრამ მატაც გაიგონ ყველაფერი საქარტველოსტვის! საყვედური ყველას არ ეხება,გმერტმა დაგვიპაროს!
anri
აქ მილანზე იყო საუბარი, რატომ არ მოუწყო გაცილებაო, ჯერ ერთი ის მილანია, იტალიაა და ჩვენ კიდე ქართველები ვართ, და სხვა კულტურა გვაქვს, მილანის დედაც ,,,,,, მილანმა გულიტს, ვან ბასტენს, რიკაარდს არ მოუწყო გაცილება და აბა კალაძეს მოუწყობდა ?,,,,,,,,კარგად მახსოვს სულაქველიძე და შენგელია დინამოს სარბენ ბილიკებზე გაცილების დროს, ორივეს მოთეთრო-მოკრემისფრო პლაში ეცვათ, დასავლეთ ტრიბუნასთან, ფეხბურთელების ამოსასვლელი გვირაბის წინ იდგნენ და ასე გამოაცხადა დიქტორმა სტადიონზე, თამაშს თავს ანებებენო, ნუ ტაში იყო რა თქმა უნდა, ეს იყო და ეს, და ასეთი დიდი ფეხბურთელები ასე გაცილებას ნამდვილად არ იმსახურებდნენ, ვიღაც ფრანკ დე ბურს ( ვიმეორებ ვიღაც ) უწყობენ გაცილებას აიაქსის სავსე სტადიონზე და ჩვენ კიდე ? ,,,,,,,,,,,,, ორივე 100 თავით მაღლა იდგა, ვიდრე ეგ ვიღაც ფრანკ დე ბური ( მაგალითად )
Walkabout
ანეკდოტად არ ვიცი სად დადის, მაგრამ ეგ სულაქველიძეზე და შენგელიაზეა საუბარი, 1989 წლის სეზონის გახსნაზე მოხდა მათი გაცილება და გაცილებით პომპეზური იყო ეს გაცილება ვიდრე აქ არის ირონიულად აღნიშნული, ისე ერთნაირი ღია ფერის პლაშები მართლა ეცვათ... )) რაც შეეხება გაცილებას, მოდი გავარჩიოთ საზეიმო გაცილება დაფასებისგან... დაფასებით ბევრი ფეხბურთელი იმსახურებს დაფასებას, მაგრამ ზედმეტი მგონია საზეიმო გაცილება მოვუწყოთ ისეთ ფეხბურთელებს ვინც დიდი ფეხბურთი ვერ ითამაშა და არასაფეხბურთო ქვეყნებს შესწირა კარიერა, თუმცა ბევრად დიდი პოტენციალი ჰქონდა და მეტად შეეძლო ხალხის გახარება...
eqsperti
ფოცხვერია და მისთანა ბიჭების გახსენება მართლა კარგია, სასიამოვნოა მაგრამ ჟურნალისტებს ვინმემ კლავიატურაზე ბლოკი დაუდო რომ ადრე არ წერდნენ????????? როდის დაანება თავი და მაქსიმუმ 3 სტატია თუ იქნება გამოქვეყნებული ფოცხვერიაზე. Mამ მართლაც და უნიჭიერეს ფეხბურთელზე. თუ ახლა მოდაშია უარყოფითზე წერა? დავაფასოთ ფეხბურთელები რა თქმა უნდა მაგრამ სანაცვლოდ იგივეს ველით და არა ნაკრებში გამოძახებისთვის 10000 ლარს კომპენსაციის და მოგების შემთხვევაში მაგდენივეს მოთხოვნას.
ექსპერტი
მერაბ მამულაშვილი რა "შედევრებსაც" აცხობს ხოლმე ეს გასაგებია. მაგრამ იქნება ჩვენც გვაქვს მოსაზრება, რომ მათ არ დააფასეს საქართველო. და მხოლოდ დირ-დირის გამო ჩამოდიოდნენ საქართველოს ნაკრების თამაშებზე. რუმინეთთან გადამწყვეტი თამაშის წინ ჰიმნი დამთავრებული ეგონათ და წამოიშალნენ არადა მაშინდელ ჰიმნს პაუზა ჰქონდა. ხალხმა ჰიმნი არ იცოდა. ვინ ვერ დავაფასეთ ხალხი რომელიც თამაშზე კაიფში გამოდიოდა თუ გასახდელში იარაღით დადიოდნენ. ენას (კლავიატურას) ძვალი არ აქვს მაგრამ მოსაკეტმა მოკეტოს.
f
"თაობები, რომლებიც საქართველომ ვერ დააფასა." საქართველომ მეტად დააფასა ვიდრე მათ საქართველო
ილია
რამდენადაც ვიცი ფეხბურთელებს კლუბები აცილებენ და არა ფედერაციები,კალაძემ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და კიდევ რამდენი ტიტული მილანთან ერთად,რატომ მილანმა არ მოუწყო გაცილება?ყველაფერს ფედერაციას როგორ აბრალებთ?
ggg7
ძალიან კარგია მერაბ გენაცვალე ჩივაძის ნაკრები მართლა მაგარი ნაკრები იყო
giorgi
დიდი მადლობა ავტორს! განსაკუთრებით გამახარა ფოცხვერიას გახსენებამ.
vasiko basiladze
მრთლაც როგორი შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავდა,ცალ ცალკე თუარა ერთად მაინც მოუწყონ გაცილება ამ ბიჭებს ერთი დიდი მატჩი მაინც ჩაატარონ,უცხოურ გუნებს თუ არ ჩამოიყვანენ ახლანდელი სქართველოს ნაკრები მაინც ათამაშონ,ძველები მოუგებენ მე დარწმუნებული ვარ,ასათიანი კი ცალკე თემაა,ასკა მართლაც კაცია და კაცურად მოიქცა რომ წავიდა ,ამით ჩვენ ფეხბურთს მართლაც დააკლდა,მაგრამ მოედანზე შეცდომებს და იმის თქმას რომ ასათიანმა წაგვაგებინა თამაშიო წასვლა ჯობდა,როგორც ამას ვაი გულშემატკივარი იძახის ეხლა ჩვენ მოთამაშეზე,ასათიანის ნაირი ფეხბურთელი სამწუხაროდ ჩვენ ნაკრებში ეხლა არაა,კარგა ხანს არ იქნება კიდევ თუ ახლანდელი ფედერაცია არ გადადგა,ბავსვები დაყავთ საზღვარგარეთ იქნებ ფული იშოვონ ესაა ფეხბურთის განვითარება?
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა