თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გორისა და აშქელონის ვეტერანმა ფეხბურთელებმა ამხანაგური მატჩი გამართეს
გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონმა 20 ნოემბერს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს უმასპინძლა. ერთმანეთის პირისპირ გორის და ისრაელის ქალაქ აშქელონის ვეტერან ფეხბურთელთა გუნდები წარსდგნენ.

შეხვედრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა. მართალია, სტუმრები თავდაპირველად ორი ბურთის სხვაობით მშრალად უგებდნენ გორელებს, საბოლოოდ მასპინძლებმა სამი ბურთის უპირატესობით 6:3 იმარჯვეს.

მატჩი შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, გია რევაზიშვილის მიერ იყო ორგანიზებული.

"ქართველი და ებრაელი ერის ურთიერთობა, მოგეხსენებათ, მრავალსაუკუნოვანია და ურთიერთკეთილგანწყობა დიდი ხანია, ჩამოგვიყალიბდა. გორელი და ებრაელი ფეხბურთელების ამხანაგური მატჩი კი ჩემი და ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელის, ბორის წიწუაშვილის მეგობრობამ წარმოშვა.

ბორისი ყოფილი ფეხბურთელია. იგი ჩემი მომდევნო თაობის გორის "დილას" შემადგენლობაში იყო. დიდი ხანია, მსურდა მისი დახმარებით ებრაელი ფეხბურთელების გორში სტუმრობის ორგანიზება მოგვეხდინა და მოხარული ვარ, რომ ეს ამხანაგური შეხვედრა შედგა.

იმედი მაქვს, ჩვენი კავშირები გაღრმავდება და მომავალში კიდევ სხვა სპორტული ღონისძიებების ორგანიზებაც გახდება შესაძლებელი", - გვითხრა გია რევაზიშვილმა.

მოგეხსენებათ, დღესდღეობით ისრაელში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და მშვიდობიან მოქალაქეებს შორისაცაა მსხვერპლი. თამაშის გამართვის დღეს კი ერთ-ერთ ებრაელ ფეხბურთელს უკან დაბრუნებაც მოუწია დაბომბვის შედეგად მამის დაღუპვის გამო. მოედანზე კი ფეხბურთელები შავი სამკლავურებით გავიდნენ.

მატჩამდე ებრაელ სტუმრებს გორის ციხე და ქალაქის სხვა ისტორიული ადგილებიც დაათვალიერებინეს.

შეხვედრას ესწრებოდა "დილას" მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ისრაელში თამაშობდა და მწვრთნელადაც მუშაობდა. საინტერესოა, რომ ებრაელი ფეხბურთელები დარასელიას დიდი სიხარულით შეხვდნენ და მასთან სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.

სტუმრები აშქელონიდან შიდა ქართლში კიდევ ორიოდ დღეს დარჩებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა