ციფრებით მოყოლილი
118 - სწორედ ამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ ირლანდიის უძველესმა გუნდმა "კლიფტონვილმა" გასვლაზე 8 გოლი გაიტანა.

შაბათს ტომი ბრესლინის გუნდი "ბალიმენა იუნაიტედს" ეწვია, რომელსაც 7-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე კარგ ფორმაში იყო, "კლიფტონვილმა" საოცრად ითამაშა და მასპინძელს 8:0 მოუგო.

კლუბის 132-წლიან ისტორიაში ეს ყველაზე დიდი საგარეო გამარჯვებაა, ხოლო ზოგადად "კლიფტონვილს" ყველაზე დიდი ანგარიშით 1886 წელს აქვს მოგებული, როდესაც

შინ "სენტ მელანქი" 10:1 დაამარცხა.

56 - სწორედ ამდენი გოლი აქვს ჩემპიონთა ლიგაში ლეო მესის გატანილი. ახლა არგენტინელი ყველა დროის ბომბარდირთა სიაში, რუუდ ვან ნისტელროისთან ერთად, მეორე ადგილს იყოფს.

წინ მხოლოდ რაულია, რომლის ანგარიშზეც 71 გატანილი ბურთია. საინტერესოა, რომ ვან ნისტელროის 25 წლის ასაკში, ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ 12 გოლი ჰქონდა გატანილი.

მესი რაულს ერთ კომპონენტში მაინც დაეწია - მოსკოვში თავის გამოჩენის შემდეგ არგენტინელს, რაულის მსგავსად, გოლი 19 სხვადასხვა ქალაქში აქვს გატანილი. ასევე, "ბარსას" 10-იანი გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც ერთ გოლზე მეტი 15 თამაშში გაიტანა (თანარეკორდსმენი ისევ და ისევ რაული იყო).

ამასობაში ჩავიმ ჩემპიონთა ლიგაში 124-ე თამაში ჩაატარა და კლარენს ზეედორფს გაუთანაბრდა. მათ წინ მხოლოდ სამი ფეხბურთელია: რაული (142 თამაში), რაიან გიგზი (131 თამაში) და იკერ კასილიასი (126 თამაში).

11 - სწორედ ამდენი წამი დასჭირდა ხოსე ანტონიო რეიესს სევილიურ დერბიში გოლის გასატანად. ისტორიაში ეს არის მეხუთე ყველაზე სწრაფი გოლი პრიმერა დივიზიონში.

აღსანიშნავია, რომ რეიესმა გოლი ისე გაიტანა, რომ ბურთს არც ერთი მისი თანაგუნდელი არ შეხებია, რადგან "სევილიას" ფორვარდმა "ბეტისის" მეკარე მიგელ ადრიანის შეცდომით ისარგებლა.

რეიესზე სწრაფად პრიმერაში გოლები შემდეგმა ფეხბურთელებმა გაიტანეს: ხოსება ლორენტემ ("ვალიადოლიდში" თამაშის დროს - 7 წამი, 2008 წელს), დარიო სილვამ (მალაგა - 8 წამი, 2000 წელს), კარლოს დიარტემ (ვალენსია - 10 წამი, 1977 წელს) და მარიანო არმენტანომ (ოსასუნა - 10 წამი, 2001 წელს).

რეიესი პრიმერას ვერა, მაგრამ სევილიური დერბის რეკორდსმენი კი გახდა. 29 წლის ფეხბურთელმა 1990/91 წლების სეზონში პეპე მელის ("ბეტისის" ამჟამინდელი მწვრთნელი) მიერ დამყარებული რეკორდი (35 წამი) გააუმჯობესა.

საბოლოოდ ამ შეხვედრაში რეიესმა დუბლი შეასრულა. ასევე ორი გოლი გაიტანა ფედერიკო ფასიომ, ხოლო შეხვედრას წერტილი ივან რაკიტიჩმა დაუსვა და "სევილიამ" მოსისხლე მტერი გაანადგურა, ანგარიშით 5:1.

ხორვატის გოლიც, გარკვეულწილად, ისტორიული იყო, რადგან "სევილიამ" თანაქალაქელს 5 გოლი 70-იანი წლების შემდეგ პირველად გაუტანა.

7 - ზედიზედ წაგებული ამდენი შეხვედრის შემდეგ "სამპდორიამ", როგორც იქნა, მოიგო. გენუელებმა თანაქალაქელი და ყველაზე საძულველი მეტოქე "ჯენოა" დაამარცხეს, რომელსაც ასევე ცუდი პერიოდი უდგას (ზედიზედ მეექვსე მარცხი).

საინტერესოა, რომ "ჯენოას" მთავარი მწვრთნელი ჯიჯი დელნერი გახლავთ, ადამიანი, რომლის ხელმძღვანელობითაც ჰყავდა ბოლოს "სამპდორიას" "ჯენოა" დამარცხებული (2010 წელს).

"დერბი დელა ლანტერნას" შემდეგ დელნერის "ჯენოას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 5 მატჩიდან ხუთივე წაგებული აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა