"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურში მადრიდის "რეალთან" მატჩის შედეგი შეაფასა
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურში მადრიდის "რეალთან" მატჩის შედეგი (1:1) შეაფასა.

"ვფიქრობ, პირველ ტაიმში "რეალმა" გვაჯობა. კარის აღების ერთი-ორი კარგი შანსი ხელიდან გავუშვით, მადრიდელებმა კი თავიანთი პირველივე საგოლე მომენტი გამოიყენეს.

უხეში შეცდომა დავუშვით: ჩვენი ხუთი მცველი ცდილობდა მეტოქის ორ ფეხბურთელთან გამკლავებას, მაგრამ გოლი მაინც გაგვიტანეს. ასეთი დასაწყისი ყოველთვის დიდი სირთულეების მომასწავებელია.

შესვენების შემდეგ ჩვენ დასაკარგი უკვე აღარაფერი გვქონდა, რადგან ვმარცხდებოდით. წინ წავედით დიდი ძალებით და უკეთაც ავთამაშდით.

პლეი-ოფში გასვლის შანსი ხელიდან არა დღეს, არამედ გაცილებით ადრე გავუშვით - მადრიდში, საშინაო მატჩში "ბორუსიასთან" და ასევე, "აიაქსთან" ორ შეხვედრაში. ძალიან ხშირად ვცოდავდით. პირველ მატჩში "რეალთან" საფინალო სასტვენამდე ხუთი წუთით ადრე 2:1-ს ვიგებდით... ამსტერდამშიც 1:0-ს ვიგებდით და არაერთი შანსი გავანიავეთ ინტრიგის მოსაკლავად.

იმედი მაქვს, ეს მწარე გამოცდილება მომავალში წაგვადგება. ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვის გამო ისევე ვარ გულნატკენი, როგორც კლუბის სხვა წევრები. თავიდანვე ვიცოდით, რომ რთულ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ ყველაფერი ჩვენივე შეცდომებმა გადაწყვიტა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაში არ პატიობენ.

ჩვენ კარგი გუნდი გვყავს და "რეალსა" და "ბორუსიასთან" წაგება სამარცხვინო არაა. ასეთია ფეხბურთი, თუმცა რაც მართალია, ძალიან გვინდოდა 1/8-ფინალში გასვლა.

ჩვენი გულშემატკივრები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე არიან. ისინი ხვდებიან, რომ მომხდარს ძალიან განვიცდით.

ჩვენთვის ქომაგი ყოველთვის პირველ ადგილზეა. შევეცდებით, მათ ხასიათი ევროპის ლიგაზე წარმატებული გამოსვლით გამოვუკეთოთ, თუმცა იქ ჯერ გასვლაა საჭირო", - აქვეყნებს რობერტო მანჩინის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. V ტური. ოთხშაბათის მატჩები [VIDEO]

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა