საქართველო-იაპონიის მატჩი სარაგბო ექსპერტებმა შეაფასეს
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის ტესტების პირველი შეხვედრა გასულ უქმეებზე იაპონიის ეროვნულ გუნდთან გამართა და ბოლო წამებზე გაშვებული არეკნით 25:22 წააგო.

"ბორჯღალოსნები" მორიგ შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 24 ნოემბერს არანაკლებ ძლიერ ფიჯის ნაკრებთან გამართავენ. თუმცა იქამდე განვლილი მატჩის პერიპეტიების ანალიზი სარაგბო ექსპერტებს ვთხოვეთ.

რიჩი დიქსონი, საქართველოს რაგბის კავშირის კონსულტანტი:

"უწინარესად მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ნაკრები ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად შეიკრიბა, რასაც ვერ ვიტყვით იაპონელებზე.

ისინი დიდი ხანია, ერთად არიან და მატჩამდე ერთი კვირით ადრე ბუქარესტში რუმინელებთან თამაში და მათი დამარცხებაც მოასწრეს. ეს ცხადია, მათ გარკვეულ უპირატესობას აძლევდა.

იაპონიის ნაკრები ხშირად ეთამაშება სამხრეთ ნახევარსფეროს წარმომადგენლებს. მათი სათამაშო სტილი ასეთია, ბურთს რომ ხელში მოიგდებენ, დიდხანს ინარჩუნებენ და შეტევის ორგანიზებას ასე ცდილობენ.

საქართველოს ნაკრებმა ამას დიდი მოთმინებითა და დაცვაში დისციპლინით უპასუხა. მეტოქის სათამაშო სტილიდან გამომდინარე, სტატიკური მდგომარეობა ძალიან ცოტა შეიქმნა, ეს კი ჩვენი მორაგბეებისთვის უჩვეულო იყო.

ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან კარგი გაკვეთილი იყო იაპონელებთან ასპარეზობა. რადგან ასეთი მეტოქე საკუთარი თამაშის განვითარებაში გვეხმარება, ვინაიდან ჩვენი უპირატესობა შერკინებაა და სტატიკური მდგომარეობები კი ცოტა გვქონდა, საინტერესო იყო გვენახა, როგორ ავითარებდნენ ქართველი მორაგბეები შეტევას.

ცხადია, რომ სამომავლოდ, რაც შეიძლება ბევრი ისეთი გუნდი უნდა მოვიწვიოთ სათამაშოდ, როგორიც იაპონიის ნაკრებია. ეს მხოლოდ სარგებლობას მოგვიტანს.

თავიდანვე ჩანდა, რომ ძალიან მძიმე თამაში იქნებოდა, მით უფრო, რომ საქართველოს ნაკრებს მოსამზადებლად ცოტა დრო ჰქონდა. თუმცა მეტოქეები დაახლოებით თანაბარი ძალისანი არიან და მატჩის ბედი შეხვედრის ბოლო ფაზაში გადაწყდა.

შარშან, ახალ ზელანდიაში მსოფლიოს თასის გათამაშების მსვლელობისას ვცდილობდი, დამერწმუნებინა IRB-ის ხელმძღვანელები იმაში, რომ რაც შეიძლება მეტი ტესტი გვათამაშონ მაღალი დონის გუნდებთან.

ამიერიდან გვექნება შესაძლებლობა, ვეთამაშოთ ისეთ გუნდებს, რომლებიც ჩვენი დონის არიან და კარგად არ ვიცნობთ.

დარწმუნებული ვარ, ნოემბრის ტესტები და ივნისის ტურნირი, რომელიც თბილისში გაიმართება, ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ნაკრების განვითარებისთვის.

რა თქმა უნდა, იაპონიასთან მატჩის შემდეგ მოთამაშეები და მწვრთნელები გაწბილებულნი იყვნენ, მაგრამ მომავალი მატჩისთვის უფრო შეგულიანდებიან და უფრო მეტად მობილიზებულნი იქნებიან.

მომდევნო მეტოქე, ფიჯის ნაკრები სრულიად განსხვავებულ რაგბის თამაშობს. საინტერესო შეხვედრა იქნება. ამ ეტაპზე, ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებისთვის თამაშის ხარისხის გაუმჯობესება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკრეტული მატჩის ანგარიში.

ჩვენი გუნდი ახლა განვითარების პროცესშია და ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა მსოფლიოს თასის მომავალ გათამაშებაში კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი გავხდეთ.

ეს, ცხადია, გრძელვადიანი მიზანია. გვაქვს აგრეთვე მოკლევადიანი მიზანიც. მალე მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირი დაიწყება და საინტერესო სანახავი იქნება, როგორ ითამაშებს საქართველოს ნაკრები ნოემბრის ტესტების შემდეგ, შეძლებს თუ არა ის, კიდევ უფრო გააუმჯობესოს თამაშის ხარისხი".

თემურ ბენდიაშვილი, თბილისის "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი:

"ამ თამაშმა გვიჩვენა, რომ საქართველოს ნაკრები უფრო მაღალი დონის გუნდი ყოფილა, ვიდრე იაპონიის ეროვნული ნაკრებია. ჩვენ ბევრად უკეთესი ათლეტები და მოთამაშეები გვყავს. წესით, ეს თამაში მინიმუმ 20 ქულის სხვაობით უნდა მოგვეგო.

იაპონელებს კარგად რაც გამოსდიოდათ, რაკიდან ბურთის სწრაფად გაწმენდა და ხაზზე გატანა იყო. რამდენიმეფაზიანი იერიშების ორგანიზებასაც ახერხებდნენ.

ვფიქრობ, რომ ჩვენს მორაგბეებს ეგონათ, მეტოქეს ჯანით დაჯაბნიდნენ, რატომღაც უნდოდათ, იაპონელები გადაეჯეგათ. იმის გაკეთება კი, რასაც იაპონელები აკეთებდნენ, საქართველოს ნაკრებსაც შეეძლო, მაგრამ რატომღაც არ ისურვეს.

ხაზზე ბურთი ორჯერ გაიტანეს და ორივეჯერ უპირატესობა მიიღეს. მაშასადამე, ასე თამაში შესაძლებელი იყო, ჩვენს გუნდს აქვს მაგის პოტენციალი.

სამწუხაროდ, რაკიდან ბურთი ძალიან ნელა გამოგვქონდა, რის გამოც მეტოქე დაცვაში გადაწყობას ახერხებდა.

სხვა არის ტაქტიკური მიკრო-შეცდომები, თუმცა, მიუხედავად ამისა, იაპონელების დამარცხება მაინც შესაძლებელი იყო.

მეტიც, გამარჯვების მოსაპოვებლად ისიც კი საკმარისი იქნებოდა, რასაც დავით ზირაქაშვილი შერკინებაში თავის ვიზავის უშვებოდა. დროულად რატომ არ გამოჰქონდათ ბურთი შერკინებიდან, ვინ მისცა ასეთი დავალება, არ ვიცი.

ფიჯის ნაკრები სულ სხვა გუნდია. თუ იმას ვერ გავაკეთებთ, რაშიც ძლიერნი ვართ, ვერ მოვუგებთ. ფეხით უაზროდ არ უნდა დავარტყათ. ვითამაშოთ იმ ტაქტიკით, რაც შეგვიძლია. თუნდაც ახალ ზელანდიას ეთამაშებოდე, რაც შეგიძლია, ის უნდა გააკეთო. შესაძლოა მაინც წააგო, მაგრამ არ გაბითურდები."

ნიაზ მამრიკიშვილი, საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელი:

"ორივე გუნდი ცდილობდა, აქცენტი თამაშის თავის ძლიერ მხარეზე გაეკეთებინა. ჩვენი სიძლიერე გასაგებია, რომ მორკინალების დარტყმებით თამაშია.

სწორედ ამ გზით მოიპოვებდნენ ქართველი მორაგბეები უპირატესობას და, როცა რიცხობრივ უმრავლესობას აღწევდნენ, ცდილობდნენ ბურთის გათამაშებას.

იაპონიის ნაკრები საოცრად ორგანიზებული გუნდი გამოდგა. მთელი თამაშის განმავლობაში მრავალფაზიანი შეტევების ხარჯზე ცდილობდნენ მოედნის მთელი სიგანის გამოყენებას.

ეს სისტემა სწორედ მათი მწვრთნელის, ავსტრალიელი ედი ჯონსის შექმნილია და მისი იდეების რეალიზაცია იაპონელმა მორაგბეებმა შესანიშნავად შეძლეს.

ძალიან ცუდია, რომ მიწევს მსაჯობის თემაზე ლაპარაკი. არბიტრმა უამრავი შეცდომა დაუშვა, განსაკუთრებით მატჩის ბოლო ათი წუთის განმავლობაში. სამწუხაროდ, მისი საქციელი ჩემზე ტოვებს "ზემოდან ინსტრუქციამიცემული მსაჯის" შთაბეჭდილებას.

მთლიანობაში, საქართველოს ნაკრებს ცუდად არ უთამაშია. გუნდს ეტყობოდა პირველი თამაშის სინდრომი. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მორაგბეები ფიჯის ნაკრებთან უფრო ორგანიზებულად გაირჯებიან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველო-იაპონია 22:25 - დავღეჭეთ, მაგრამ ვერ გადავყლაპეთ

nk
არაფერი არ არის გასაკვირი იმაში რომ ჩვენებს ჯერჯერობით არ გამოზდით გაშლილი თამაშის ჩვენება რადგან აქამდე გვქონდა კონკრეტულად ჩვენი ტაქტიკა და თAმაშის სტილი აიღე და მიეძალე რაც თანამედროვე რაგბში შედეგს ვერ მოგვიტანს აქედან გამომდინარე გაშლილ და ხელით თამაშს შეიძლება ითქვას ეხლა ვსწავლობთ
misha
ძალიან მიკვირს როგორც ახალი ზელანდია ინგლისი და ასე შემდეგ გაშლილ თამაშლ თამაშობენ ხან ერთ მხარეზე გადააქვთ ბურთი ხან მეორეზე და წინ მიიწევენ ჩვენები კი ჯიქურ შერკინებით მიიწევენ წინ და იმიტომაც არაფერი გამოდით გაშალონ თამაში და უფრო მეტი შანსი ექნებათ მოგების
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
რიჩარდ ქოქრილი: ჩვენგან იტალიაზე ზეწოლა იქნება - ჯგუფიდან გასვლა რეალისტურია
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
"ეს წარმოუდგენელია!" - "ზაბარნის არყოფნის მიზეზი საფონოვის თამაში იყო?" - ენრიკე ამ კითხვამ გააღიზიანა და ყველაფერი ახსნა
ლუის ენრიკე: კვარაცხელია განსხვავებულია, სანახაობრივია, უმაღლესი ინტელექტი აქვს
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] "კვარამ" "რენს" თქვენი მოწონებული გაუტანა
"რენთან" მატჩში ლუის ენრიკემ პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
ბუდუს "ჰაიდენჰაიმმა" ზედიზედ მეორე მატჩი შემოატრიალა
"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
[VIDEO] ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
[VIDEO] მესი, ჩემზე დაქორწინდები? - არგენტინელის პასუხმა ასაკოვანი გულშემატკივარი გაახარა
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
[VIDEOS] ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
კურტუამ მადრიდის "რეალს" შემადგენლობის გაძლიერება მოსთხოვა
"მართალია ერთმანეთი არ მოგვწონს, მაგრამ..." - პიმბლეტმა გეიჯისთან ბრძოლის წინ თოფურიაზე ისაუბრა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
[VIDEO] ბითაძის 20 და მამუკელაშვილის 16 წუთი - ქართველების ტური NBA-ში
დასრულდება 6-წლიანი მშრალი სერია? - სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის ფინალშია! ლიპარტელიანი და ჯაბნიაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ
რომელ სამეულს აარჩევს ენრიკე პარიზელთა შეტევაში - დღის საინტერესო მატჩები