WTA-ს პრეზიდენტი სტეისი ალასტერი აპირებს აითვისოს პლანეტის ის რეგიონები, სადაც ჯერ არ შეუღწევია დიდ ჩოგბურთს
ქალთა ჩოგბურთი თავისი გეოგრაფიის გაფართოებას გეგმავს. WTA-ს პრეზიდენტი სტეისი ალასტერი აპირებს აითვისოს პლანეტის ის რეგიონები, სადაც ჯერ არ შეუღწევია დიდ ჩოგბურთს.

ამას ადასტურებს თუნდაც 2014 წელს სეზონის შემაჯამებელი ტურნირის ჩატარების მსურველთა სია. უკვე შემდეგი სეზონიდან WTA-ს კალენდარში გაჩნდება "125" კატეგორიის ერთი ან რამდენიმე ტურნირი, რომელიც რეალურად გააფართოებს ქალთა ჩოგბურთის გეოგრაფიას.

"ეს უკვე აღარ არის საიდუმლო. ამის შესახებ ჯერ კიდევ გასულ წელს ვლაპარაკობდი და ახლა ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ჩვენს სტრატეგიაში: ჩოგბურთის დონის ზრდა აზია-ოკეანეთის ზონაში და კერძოდ, ჩინეთში. ჩვენ უკვე გვაქვს ჩინეთის ღია პირველობა, ასევე გუანგჯოუს ტურნირი, 2013 წელს კი WTA-ს კალენდარში ასევე გაჩნდება შენჟენი.

გარდა ამისა, იმედი მაქვს, რომ ჩინეთის ჩოგბურთის ფედერაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენ მივიღებთ "125" კატეგორიის კიდევ ერთ ან ორ ტურნირს 2013 წლის სეზონში", - ამბობს ალასტერი.

"ჩვენ ასევე გვინდა, რომ არსებობდეს სხვაობა ITF 100s-სა და WTA-ს ტურნირებს შორის. ამიტომაც ვაპირებთ გავზარდოთ მომავალი წლისთვის საპრიზო ფონდი. ასევე ვგეგმავთ ახალი კატეგორიის შემოღებას: International-ის სერიის ტურნირები "235"-ის კატეგორიას მიიღებენ".

უნდა აღინიშნოს, რომ ახალი კატეგორიის პირველი ტურნირები უკვე ამ წელს გაიმართება, თუმცა ისინი ჯერ არ შეუტანიათ WTA-ს კალენდარში. პირველი შეჯიბრი სტარტს 29 ნოემბერს ტაიბეიში აიღებს, შემდეგ კი გაიმართება ტურნირი პუნში (ინდოეთი).

WTA-ს შეფის თქმით, გაცილებით რთულია ტურის კალენდარში აფრიკული ტურნირების შეტანა.

"ვცდილობთ შევადგინოთ კალენდარი ისე, რომ ის იყოს "ჯანსაღი", გეოგრაფიულად და კორტის საფარის მიხედვით თანმიმდევრული. ამ მიზეზით პლანეტის ზოგიერთ ნაწილში ტურნირების ჩატარება რთულდება. ეს სწორედ ის არის, რაზეც აუცილებელია მუშაობა.

ვფიქრობ, "125" კატეგორიის ტურნირები შეიძლება აფრიკაში გაიმართოს. უკვე ვაწარმოეთ მოლაპარაკებები სამხრეთ აფრიკასთან ამ ქვეყანაში International-ის სერიის ტურნირის ჩატარებაზე, მაგრამ ჩვენი კალენდრის პირობებში ამის გაკეთება ძალიან რთულია.

დღეისთვის პრიორიტეტულია აზია-ოკეანეთის რეგიონის განვითარება. დიდი სამუშაო ჩავატარეთ სამხრეთ ამერიკაში, მაგრამ ახლა აფრიკა იქნება ერთ-ერთი ჰორიზონტი, რომლის ათვისებასაც შევეცდებით".

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია პრემიალური თანხების ოდენობა, რომელსაც ჩოგბურთელებს გადაუხდიან. სტეისი ალასტერმა განაცხადა, რომ მომავალ წელს ჰონორარები ისევ გაიზრდება, რაც WTA-ს ტურნირებს კიდევ უფრო მომხიბვლელს გახდის მონაწილეებისთვის.

"როცა 1973 წელს ბილი ჯინ კინგმა WTA დააარსა, წლიური საპრიზო ფონდი მხოლოდ 300 ათას დოლარს შეადგენდა. ამასთან, კალენდარში მხოლოდ 14 ტურნირი იყო, რომელთა ძირითადი ნაწილი ჩრდილოეთ ამერიკაში იმართებოდა. ახლა კი ჩვენ გვაქვს 52 ტურნირი 32 ქვეყანაში, საერთო საპრიზო ფონდი კი 100 მილიონ დოლარს შეადგენს.

ასე რომ, შეიძლება ითქვას - ყოველი ახალი თაობა აგრძელებს ჩოგბურთის ახალ დონეზე აყვანას. მოთამაშეთა დღევანდელმა თაობამ სერიოზულ სიმაღლეებს მიაღწია და უკვე შეიტანა თავისი წვლილი სპორტის ისტორიაში.

მათი დახმარებით ჩვენ გავაგრძელებთ სპორტის ამ სახეობაში მსოფლიო დონის სპონსორების მოზიდვას; ასევე, ჩვენს განკარგულებაში იქნებიან მსოფლიოს უდიდესი ქალაქები, რომლებიც დაინტერესებულები არიან წლის შემაჯამებელი ტურნირის ჩატარებით.

არ წყდება ადამიანების რაოდენობა, რომლებიც გვირეკავენ და გვთხოვენ, WTA-ს ტურნირის ჩატარების საშუალება მივცეთ. ამიტომაც ვზრდით "125" კატეგორიის ტურნირების რაოდენობას".

"სტამბულში წლის შემაჯამებელი ტურნირის დროს შევხვდი "დიდი სლემის" ჩემპიონატების წარმომადგენლებს. მათთან საკმაოდ კონსტრუქციული დიალოგი გვქონდა. ოთხივე ტურნირის ხელმძღვანელმა მხარი დაუჭირა მონაწილეებისთვის საპრიზო თანხების თანაბრად განაწილებას. ისინი ასევე თანახმანი არიან, რომ გაიზარდოს სპორტსმენებისთვის საკომპენსაციო თანხები.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჩოგბურთელებისთვის. განხილვა დადებით ნოტაზე დავასრულეთ და უახლოეს თვეებში გავაგრძელებთ თანამშრომლობას. არსებობს კარგი წინაპირობა იმისთვის, რომ "დიდი სლემის" ტურნირებმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგან წინსვლისკენ".

ალასტერმა ისიც აღნიშნა, რომ WTA ყურადღებით უსმენს ჩოგბურთელთა შენიშვნებსა და რჩევებს. მაგალითად, მოთამაშეებმა მოითხოვეს საპრიზო თანხების გაზრდა იმ ჩოგბურთელებისთვის, რომლებიც საწყის რაუნდებში ეთიშებიან "დიდი სლემის" ჩემპიონატებს.

"უფრო მეტი თანხა უნდა გადავუხადოთ იმ ჩოგბურთელებს, რომლებიც "დიდი სლემის" ტურნირებს პირველ კვირას ეთიშებიან. მათ უნდა ჰქონდეთ მწვრთნელის დაქირავების, საკუთარი დანახარჯების დაფარვის ან თუნდაც გარკვეული თანხის გამომუშავების საშუალება. ჩვენ ვიზიარებთ ამ მოსაზრებას".

სტამბულში ასევე ლაპარაკი იყო მოთამაშეების კომპენსაციაზეც, რომლებიც წყვილთა თანრიგში მონაწილეობენ და გაცილებით ნაკლები შემოსავალი აქვთ, ვიდრე ერთეულებში მოთამაშეებს.

"არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ სპორტსმენებს ყოველთვის უტრიალებთ თავში საპრიზო თანხები. WTA-ში ჩვენ გვაქვს საპრიზო ფონდის გაყოფის საერთო სისტემა - 80 პროცენტი ერთეულებისთვის და 20 პროცენტი წყვილთა თანრიგისთვის.

2013 წელს WTA-ს 53-ივე ტურნირზე საპრიზო თანხები გაიზრდება. ასე რომ, წყვილთა თანრიგის წარმომადგენლები შეძლებენ თავიანთი შემოსავლის გაზრდას შესაბამისი შეფარდების მიხედვით.

რაც შეეხება "დიდი სლემის" ტურნირებს, მათი ორგანიზატორები თავად აწესებენ საპრიზო ფონდს და ანაწილებენ მას. თუმცა მათაც აქვთ კავშირი ჩოგბურთელებთან".

ფულად საკითხთან და WTA-ს გეოგრაფიის გაზრდასთან ერთად, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ალასტერის განცხადებამ იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ორგანიზაცია ასრულებს ტელეკომპანია Eurosport-თან 14-წლიან თანამშრომლობას. ამ ტელევიზიის ეთერით მრავალი წლის განმავლობაში გადაიცემოდა WTA-ს უმსხვილესი ტურნირები.

"ბიზნესის მხრივ, 2012 წელი ჩვენთვის ძალიან წარმატებული იყო. განვაახლეთ თანამშრომლობა Oriflame-თან, რომელთანაც ორწლიანი კონტრაქტი დაიდო; აგრეთვე, გავახანგრძლივეთ ხელშეკრულება მრავალწლიან პარტნიორთან - Dubai Duty Free-სთან. თუმცა, წელსვე დასრულდება მნიშვნელოვანი თანამშრომლობები, რაც მრავალი წლის განმავლობაში ვითარდებოდა. ერთ-ერთია პარტნიორობა Regency Eurosport-თან", - განაცხადა WTA-ს პრეზიდენტმა.

თუმცა სტეისი ალასტერი ამბობს, რომ ამ თანამშრომლობის შეწყვეტის გამო არ დაზარალდება WTA-ს ტურნირების გაშუქების ხარისხი, მათ შორის, ევროპაში მცხოვრებლებისთვის.

"შემიძლია ვუთხრა ჩვენს ფანებს - 2013 წელს კიდევ უფრო მეტი მატჩი იქნება ხელმისაწვდომი Live-რეჟიმში სხვადასხვა არხის მეშვეობით.

დღეისთვის ყველა ხელშეკრულება გაფორმებულია. სულ რაღაც ორი კვირის წინ დაიდო კონტრაქტი კომპანია Sportel-თან. რა თქმა უნდა, ძალიან გვიხარია, რომ ჩვენს გულშემატკივრებს უფრო მეტი შეხვედრის ხილვის საშუალება ექნებათ".

კიდევ ერთი პარტნიორი, რომელთანაც WTA-მ გამოთხოვება გადაწყვიტა, კომპანია Sony Ericsson გახდა. მის ადგილს დაიკავებს Perform Group - მასთან უკვე გაფორმებულია ოთხწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა