ინტერვიუ ფერნანდო ტორესთან

ფერნანდო ტორესი მიიჩნევს, რომ გერმანიის ნაკრებთან ნახევარფინალური მატჩი მისი გუნდისთვის ფინალის ტოლფასია. ფიფას ოფიციალურ საიტს მან განუცხადა, რომ დიდი იმედით ელის ევრო-2008-ის ფინალის გამეორებას. შეგახსენებთ, რომ "ელ ნინიომ" იმ მატჩის ერთდაერთი გოლი გაიტანა და "ლა როხას" ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველი ტიტული მოუპოვა.

- ძალიან ამაყი ვარ, ეს ხომ პირველი ნახევარფინალია ჩემი ქვეყნისთვის. მოკლედ, ჩვენმა გუნდმა კვლავ დაწერა ესპანური ფეხბურთის ისტორიის ახალი ფურცელი. იმედი მაქვს, რომ უკეთესი კიდევ წინ გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია მოვუმატოთ და უკეთ ვითამაშოთ, ამის რესურსი ნამდვილად გვაქვს.

- რას იტყვით მომავალ მატჩზე?

- დიდებული მატჩი გველის გერმანიის წინააღმდეგ. ეს იქნება ფინალი. ჩვენ კარგად ვიცნობთ მეტოქეს. ჩვენი ნაკრები ძალიან შემტევი გუნდია, მეტოქე კი ამ ტურნირზე ყველაზე კარგად მოთამაშე გუნდი.

- გერმანიის ნაკრებიც შესანიშნავად უტევს...

- მათ 4-4 გოლი გაიტანეს მერვედფინალში და მეოთხედფინალში, მათი შეტევები ძალზე საშიშია. მაგრამ ჩვენ ჩვენი შანსები გვექნება გოლის გატანის. გერმანიის ნაკრები შეეცდება შეგვიტიოს, გაიტანოს და მოიგოს, ამიტომაც ჩვენ უფრო მეტი სივრცე გვექნება და შეიძლება "ავფეთქდეთ".

- თქვენ ჯერ კიდევ არ გაგიტანიათ გოლი, დავიდ ვილიამ კი უკვე ხუთჯერ გაიტანა ...

- ჩემთვის მთავარია, ესპანეთის ნაკრებმა გაიაროს გერმანული ბარიერი და თუ ასე მოხდა, მაგრამ გოლს ვერ გავიტან, ამაზე არ ვინაღვლებ. არ აქვს მნიშვნელობა, ვის გააქვს გოლი. კარგი იქნება, თუ შანსი მომეცემა და ამ შანსს გამოვიყენებ. დავიდი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა ესპანეთის ნაკრებისათვის, უმთავრესი ფეხბურთელი. მას გააქვს მნიშვნელოვანი გოლები, რაც იმედს გვაძლევს, რომ მსოფლიოს ჩემპიონები გავხდებით.

- რჩებით თუ არა "ლივერპულში"?

- ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ახლა მუნდიალია, კიდევ ერთი კვირა სხვა რამეზე უბრალოდ ვერ ვიფიქრებ. დარწმუნებული ვარ, რომ მალე შევხვდები როი ჰოჯსონს და ბევრი რამ ამ შეხვედრაზე გაირკვევა.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა