"მანჩესტერ სიტისა" და ლონდონის "ჩელსის" დაპირისპირება, როგორც ყოველთვის, ახლაც ყურადღების ცენტრშია
როგორც ყოველთვის, ჩემპიონთა ლიგის თამაშების შემდეგ პრემიერლიგაში ტურის ცენტრალური მატჩი კვირას დაინიშნა.

25 ნოემბერს, "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსი" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლებს. ჩემპიონობის პრეტენდენტთა დაპირისპირება დიდ ინტერესს მიიპყრობდა, მაგრამ სამშაბათს ტურინში 3:0-ის წაგების შემდეგ რობერტო დი მატეოს დათხოვნა და მის ადგილზე რაფა ბენიტესის დანიშვნა, ამ მატჩს განსაკუთრებულ ელფერს სძენს.

"ჩელსის" ახალ ესპანელ დამრიგებელს შეუძლია წარმატებული დებიუტის შემთხვევაში ლიდერთან სხვაობა სამ ქულამდე შეინარჩუნოს. დიახ, სამ ქულამდე, რადგან თამამად შეიძლება იმის წინასწარმეტყველება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" "ქუინზ პარკთან" თავის მატჩს მოიგებს.

"სტემფორდ ბრიჯზე" მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში კი სხვაობა 5 ქულამდე გაიზრდება, რაც, უპირველესად, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით იქნება მძიმე გადასატანი.

ბენიტესს "ჩელსის" სერიოზული ფსიქოლოგიური შოკიდან გამოყვანა დასჭირდება. თავად წარმოიდგინეთ, გუნდი, რომელიც ყველა ტურნირზე უმთავრეს ფავორიტებს შორის სახელდებოდა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩატარებულ 8 შეხვედრაში 4-ჯერ დამარცხდა და მხოლოდ 2-ჯერ იმარჯვა.

ამას გარდა, პრაქტიკულად დაასრულა გამოსვლა ჩემპიონთა ლიგაში.

"ჩელსის" ბოლო წლებში "სიტისთან" საშინაო შეხვედრებში დადებითი ბალანსი აქვს - 7-დან 6 მოგება, ბურთების 18:5-ზე შეფარდებით.

ლონდონელთა ვებგვერდზე მოცემულია სტატისტიკა, სადაც საინტერესო აღნიშვნაა: შარშან, "სიტი" "სტემფორდ ბრიჯზე" სტუმრობის წინ პრემიერლიგის მონაწილე 92 კლუბს შორის ერთადერთი იყო, რომელსაც წაგებული არ ჰქონდა და სეზონში პირველი მარცხი შინაურ ტურნირებში სწორედ "ლურჯებმა" აწვნიეს.

"ქალაქელები" წელსაც იმავე სტატუსით სტუმრობენ ლონდონს - რობერტო მანჩინის გუნდი ისევ ერთადერთი დაუმარცხებელია 92 კლუბს შორის.

ისე, ვერც "სიტის" ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ვუწოდებთ სახარბიელოს, რადგან მეტოქისგან განსხვავებით, მან პრაქტიკულად კი არა, უკვე თეორიულადაც დაასრულა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფისთვის ბრძოლა.

გვაპატიეთ, თუ ტრადიცია დავარღვიეთ, რადგან როგორც წესი, ტურის წინა მიმოხილვას ცხრილში მოცემული წყვილების მიხედვით მივყვებით ხოლმე. ამჯერად, წესიდან გამონაკლისი დავუშვით.

XIII ტურს "სანდერლენდი"-"ვესტ ბრომვიჩის" წყვილი გახსნის. სტივ კლარკის გუნდმა გასვლითი შეხვედრა პირველად XI ტურში მოიგო და დღეს ზედიზედ მეორედ გეგმავს სტუმრად სამი ქულის აღებას. მას ამის საფუძველი ნამდვილად აქვს.

"შავი კატები" "სტედიუმ ოფ ლაითსზე" ნამდვილად არ არიან მრისხანე მასპინძლები. მარტინ ონილის გუნდს, წესით, ამჯერადაც უნდა გაუჭირდეს გამარჯვება.

"ნორვიჩი" სეზონის დაწყების შემდეგ საუკეთესო ფორმაშია - ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. 5-დან 2-ჯერ "იადონებმა" გასვლაზე ითამაშეს ფრედ. ამჯერად კრის ჰიუტონის შეგირდებს "ევერტონთან" "გუდისონ პარკზე" მოუწევთ სტუმრობა, რაც ყველასთვის სერიოზული განსაცდელია.

მიუხედავად მარუან ფელაინის დისკვალიფიკაციისა, ვფიქრობთ, მერსისაიდელები შეძლებენ მეტოქის გატეხას.

შესავალშივე ვთქვით: პრაქტიკულად დარწმუნებულები ვართ, რომ "ოლდ ტრეფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედი" "ქუინზ პარკს" აუცილებლად დაამარცხებს.

ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. დავიწყოთ იმით, რომ "რეინჯერები" "ეშმაკებისთვის" ისტორიულად მიიჩნეოდნენ იოლ ლუკმად. ამას სტატისტიკურ მონაცემებშიც ნახავთ. ამას გარდა, 24 ნოემბრის მატჩში მასპინძლები ძალიან გაბრაზებულები არიან, რადგან ჯერ ჩემპიონატში და მერე ჩემპიონთა ლიგაში ორჯერ "მშრალად" დამარცხდნენ.

ძნელად დასაჯერებელია, ალექს ფერგიუსონის გუნდმა მესამე თამაში დათმოს, თანაც აუტსაიდერთან. "იუნაიტედს" შინ მიჯრით 54 თამაშში აქვს გოლი გატანილი, რაც მეორე საუკეთესო შედეგია ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში. პირველ ადგილზე 50-იანი წლების "ვულვერჰემპტონი" დგას 75 მატჩით.

ლონდონელებზე კი იმას ვიტყვით, რომ "ოლდ ტრეფორდზე" მათ დროებითი თავკაცის ხელმძღვანელობით მოუწევთ გამოსვლა.

"სტოკ სიტი"-"ფულჰემის" დაპირისპირებაში ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ფილოსოფიის გუნდი ხვდება.

მასპინძლები ქულებს მძიმე შრომით აგროვებენ. თუკი მიმდინარე სეზონში მათი თამაშით ვიმსჯელებთ, პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებაზე მეტი პერეტნზია არც უნდა ჰქონდეთ.

"ფულჰემი" კი პირიქით, იმაზე უფრო ლაღად ასპარეზობს, ვიდრე ექსპერტები ვარაუდობდნენ.

მარტინ იოლის გუნდმა ბოლო პერიოდში ცოტა დაამუხრუჭა, მაგრამ იოლად არავისთვის არაფერი დაუთმია. ამჯერადაც სერიოზულ ბრძოლას ველით და არც ერთი შედეგი არ გაგვიკვირდება.

"უიგანი"-"რედინგის" შეხვედრაში სტუმართა მცირე უპირატესობას ველოდებით.

"არისტოკრატებმა" ხომ XII ტურში ნანატრი პირველი გამარჯვება ჩაიწერეს აქტივში. "უიგანმა" კი "ენფილდზე" პირი შეირცხვინა (0:3).

ისე არც უინტერესო მატჩია გამორიცხული, რომელიც ფრედ დასრულდება.

დღის ბოლო დაპირისპირება "ვილა პარკზე" შედგება. მასპინძლებს წინა ტურის შემდეგ არბიტრის კრიტიკისთვის დისკვალიფიცირებული პოლ ლამბერტი აკლიათ. შოტლანდიელი ტრიბუნებიდან თუ უქომაგებს საკუთარ გუნდს.

XII ტურში "ტოტენჰემთან" გაბრწყინების შემდეგ "არსენალმა" უნდა დაამტკიცოს, რომ ეს ყველაფერი კანონზომიერება იყო და არა მხოლოდ კაცნაკლული მეტოქის უმოწყალო რბევა.

"სუონსი" "ლივერპულს" მიმდინარე სეზონში ერთხელ უკვე შეხვდა და თავბედი აწყევლინა - "ენფილდზე" 3:1 დაამარცხა ლიგის თასის მე-4 რაუნდში.

მას მერე "წითლებმა" ნელი ნაბიჯებით, მაგრამ დაიწყეს სიტუაციის გამოსწორება. მართალია, ბოლო 7 შეხვედრაში არ წაუგიათ, მაგრამ მოგებითაც მხოლოდ ორჯერ მოიგეს.

საინტერესოა, დაძლევს თუ არა "ლივერპული" ლამის 20-თვიან წყევლას და მოიგებს თუ არა ზედიზედ მეორე თამაშს. რატომღაც გვგონია, რომ მერსისაიდელებს ეს შეუძლიათ.

"საუთჰემპტონმა" XII ტურში უშუალო კონკურენტს გასვლაზე სძლია. ამჯერად "წმინდანებს" უკვე შინ მოუწევთ გასავარდნი ზონიდან თავის დაღწევისთვის ბრძოლა.

"კაჭკაჭები" საშინელ ფორმაში არიან. ალან პარდიუს ბიჭებმა ბოლო 6 შეხვედრაში 18 შესაძლებლიდან მხოლოდ 6 ქულა აიღეს და ალბათ საბოლოო ჩაიქნიეს ხელი ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის ამბიციურ გეგმაზე.

"ჩელსი"-"სიტის" პარალელურად კიდევ ერთი საინტერესო მატჩი გაიმართება. ძალიან ცუდ ფორმაში მყოფი "ტოტენჰემი" ლონდონურ დერბიში "ვესტ ჰემს" უმასპინძლებს.

მართალია, ანდრე ვილაშ ბოაშისგან სადებიუტო სეზონში სასწაულებს არავინ ელოდა, მაგრამ ბოლო 5 ტურში 4 წაგებაც ალბათ მეტისმეტია.

ჩვენი აზრით, "დეზები" კოშმარულ სერიას 25 ნოემბერს აუცილებლად დაასრულებენ.

ინგლისი. პრემიერლიგა. XIII ტური

24 ნოემბერი

სანდერლენდი-ვესტ ბრომვიჩი 16:45

ტრავმა: ბრაუნი - რიდი, მაკოლი, ფოსტერი

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +4=0-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 108 თამაში: +40=29-39 (183-173)

ევერტონი-ნორვიჩი 19:00

ტრავმა: ანიჩებე, მირალიაში, ჰიბერტი, ნევილი, გიბსონი - მარტინი, კეინი

დისკვალიფიკაცია: ფელაინი -

ბოლო 6 მატჩი

+1=4-1 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 45 თამაში: +17=15-13 (68-59)

მანჩესტერ იუნაიტედი-ქუინზ პარკი 19:00

ტრავმა: კაგავა, ნანი, ვიდიჩი, ევანსი - ეპრაჰიმი, ზამორა, ჯონსონი, პარკი

ბოლო 6 მატჩი

+5=0-1 +0=2-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 41 თამაში: +25=10-6 (72-41)

სტოკ სიტი-ფულჰემი 19:00

ტრავმა: დელაპი, უილსონი, უილკინსონი, ოუენი - დიარა, კაჩანიკლიჩი, რიჩარდსონი, დევისი, პეტრიჩი, რუისი

დისკვალიფიკაცია: - ჰანგელანდი

ბოლო 6 მატჩი

+1=3-2 +1=4-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 28 თამაში: +8=7-13 (32-43)

უიგანი-რედინგი 19:00

ტრავმა: უოტსონი, კოლდუელი, მაკარტური, კრუსატი, ალკარასი - კებე, მაკარტი, გატრი, კარაჩანი

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +1=4-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 18 თამაში: +6=5-7 (19-18)

ასტონ ვილა-არსენალი 21:30

ტრავმა: ნზოგბია, დანი, გარდნერი, ჰერდი, ბენტი, ბენეტი, პეტროვი - დიაბი, როსიცკი, ჟერვინიო, სანტოსი, უოლკოტი, გიბსი, ფაბიანსკი

ბოლო 6 მატჩი

+1=1-4 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 167 თამაში: +60=38-69 (243-264)

25 ნოემბერი

სუონსი-ლივერპული 17:30

ტრავმა: ტეილორი, ბარტლი, ვორმი, ლიტა, კი - ბორინი, კელი, ლუკასი

ბოლო 6 მატჩი

+2=3-1 +2=4-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 7 თამაში: +3=2-2 (8-9)

საუთჰემპტონი-ნიუკასლი 19:00

ტრავმა: რიჩარდსონი, ჩაპლოუ - გოსლინგი, პერჩი, კაბაი, ხონასი, ვუკჩიჩი, ობერტანი, ტეილორი

დისკვალიფიკაცია: - კოლოჩინი

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +1=2-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 51 თამაში: +17=13-21 (66-79)

ჩელსი-მანჩესტერ სიტი 20:00

ტრავმა: ტერი, ლემპარდი, სტარიჯი - ბალოტელი, მილნერი, რიჩარდსი, როდუელი, კლიში

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +5=1-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 127 თამაში: +52=35-40 (188-163)

ტოტენჰემი-ვესტ ჰემი 20:00

ტრავმა: დემბელე, პარკერი, კოლკერი, კაბული, ასუ-ეკოტო - ვას ტე, კოლისონი, დიარა, ბენაიუნი, ჯარვისი

დისკვალიფიკაცია: ადებაიორი

ბოლო 6 მატჩი

+2=0-4 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 99 თამაში: +42=23-34 (153-139)

სატურნირო ცხრილი

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1

სიტი

12

8

4

0

25-10

28

2

იუნაიტედი

12

9

0

3

29-17

27

3

ჩელსი

12

7

3

2

24-13

24

4

ვესტ ბრომვიჩი

12

7

2

3

19-13

23

5

ევერტონი

12

5

5

2

22-16

20

6

არსენალი

12

5

4

3

23-13

19

7

ვესტ ჰემი

12

5

4

3

15-12

19

8

ტოტენჰემი

12

5

2

5

20-21

17

9

ფულჰემი

12

4

4

4

25-22

16

10

სუონსი

12

4

4

4

18-16

16

11

ლივერპული

12

3

6

3

17-16

15

12

ნიუკასლი

12

3

5

4

13-17

14

13

ნორვიჩი

12

3

5

4

9-18

14

14

სტოკ სიტი

12

2

7

3

10-11

13

15

სანდერლენდი

11

2

6

3

10-12

12

16

უიგანი

12

3

2

7

12-21

11

17

რედინგი

11

1

6

4

14-19

9

18

ასტონ ვილა

12

2

3

7

10-22

9

19

საუთჰემპტონი

12

2

2

8

18-30

8

20

ქუინზ პარკი

12

0

4

8

9-23

4

ბომბარდირები:

10 - ლუის სუარესი (ლივერპული), 8 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), დემბა ბა (ნიუკასლი), 7 - მიგელ მიჩუ (სუონსი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ინგლისი. პრემიერლიგა. XII ტური. შეჯამება: ლამაზი ფეხბურთი

ინგლისი. პრემიერლიგა. XII ტური: "სიტიმ" "იუნაიტედი" ჩამოაქვეითა [VIDEO]

ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა
შოკირებული იყო და შეხვედრა განაწყენებულმა დატოვა - ამორიმს "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ მოთხოვნა წაუყენა
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა