"ბარსელონას" ეს მცველები ფიფას წლის სიმბოლური ნაკრებისთვის კი წარადგინეს, მაგრამ ისინი დღეს საიმედოდ ვერ თამაშობენ

წინა ტური "ანოეტაზე" დაასრულდა, ახალიც ამ არენაზე დაიწყო - "რეალ სოსიედადმა" ბასკურ-ნავარულ დერბიში "ოსასუნას" უმასპინძლა.

მთავარი მოვლენები კი შაბათ-კვირას გაიმართება, ტური ორშაბათს არაგონის დედაქალაქში "სარაგოსა"-"სელტას" შეხვედრით დასრულდება.

მაშ ასე, დღეს ორი გამორჩეული შეხვედრაა და ორივე ანდალუსიაში გაიმართება: მანუელ პელეგრინის "მალაგა" "ვალენსიას" მასპინძლობს, ხოლო სევილიაში "ბეტისი" "სამეფო კლუბს" დაუპირისპირდება.

25 ნოემბერს ვალენსიაში "ბარსელონა" ჩადის წარმატებულ "ლევანტესთან", ხოლო მადრიდის "ატლეტიკო" "სევილიას" მასპინძლობს.

სევილიას ჯავრი სერხიო რამოსზე უნდათ იყარონ

სერხიო რამოსი. დიახ, 26 წლის მცველი ექცევა ყურადღების ცენტრში, როცა "რეალი" "ბენიტო ვილიამინზე" სათამაშოდ გადის - მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ხომ "სევილიას" აღზრდილია ანუ "ბეტისის" დაუძინებელი მტრის.

2005 წლის ზაფხულში 19 წლის სერხიო "სამეფო კლუბმა" მცველისთვის არნახული თანხის სანაცვლოდ, 27 მილიონ ევროდ იყიდეს. სხვათა შორის, სერხიო რამოსი ფლორენტინო პერესის პირველი შენაძენი გახლდათ.

ახლა რამოსი, რომელსაც 2 მატჩიღა აკლია ესპანეთის ნაკრებში საიუბილეო 100 რიცხვამდე, მე-8 სეზონია, "რეალში" თამაშობს და ყოველ სეზონში უთუოდ გააქვს გოლი. წინა ტურში, "ლევანტესთან" მან სეზონში პირველი გოლი გაიტანა ლა ლიგაში, "რეალის" მაისურით ეს 29-ე გოლი იყო მცველისთვის ჩემპიონატში.

ბუნებრივია, სევილიაში გასამგზავრებელთა სიაში ჟოზე მოურინიომ სერხიო რამოსიც შეიყვანა. იმის შეხსენება ალბათ არავის სჭირდება, რომ "რეალს" ქულების დაკარგვის ფუფუნების უფლება წართმეული აქვს - "ბარსელონას" ისედაც 8 ქულით ჩამორჩება. "ბეტისი" კი საკუთარ გულშემატკივართან შერცხვენილია, "სევილიასთან" დერბი 1:5 წააგო! ამიტომაც "მწვანეები" თავს დადებენ "თეთრებთან" შეხვედრაში.

მასპინძლებს არ ეყოლებათ ბრაზილიელი სტოპერი პაულაუ, რომელიც იმ ავადსახსენებელ დერბიში დაშავდა და 4 კვირით გამოაკლდა გუნდს. ამდენივე ხნით ვერ ითამაშებს მარიოც. გამოჯანმრთელდა ფორვარდი ხონათან პერეირა, მაგრამ ახალგაზრდა ნახევარმცველი რუბენ პერესი დისკვალიფიცირებულია, დერბიში გაძევებისთვის.

მესუთ იოზილი "სიტისთან" მატჩში უკვე სათადარიგოთა სკამზე იჯდა, ასე რომ, მისი დაბრუნება არ არის გამორიცხული, მაგრამ გონსალო იგუაინი ჯერ არ არის მზად სათამაშოდ. დიდი ხანია, აკლია გუნდს ბრაზილიელი მარსელო და ახლა უკვე მიკაელ ესიენი. მოურინიომ სევილიაში ალვარო მორატა, ხოსე როდრიგესი და დენის ჩერიშევიც წაიყვანა. ამათგან თამაშის შანსი მორატას უფრო აქვს.

* "რეალმა" ზედიზედ 5 ტურში მოიგო, ბოლო 8 მატჩია, დაუმარცხებელია.

* ბოლო ოთხი საშინაო შეხვედრა "რეალთან" "ბეტისმა" წააგო, ბურთების საერთო შეფარდებით - 5:15. ბოლოს 2008 წლის თებერვალში აჯობა "ბეტისმა" "რეალს" - 2:1.

* "რეალმა" მხოლოდ 9 გოლი გაუშვა, ეს კი "მალაგასთან" ერთად ლა ლიგის საუკეთესო შედეგია.

* კრიშტიანო რონალდოს სამი გოლი აკლია, რომ გაუსწროს პაკო ხენტოს (126 გოლი) და "რეალის" ისტორიაში მე-6 ბომბარდირი გახდეს ლა ლიგაში.

სავარაუდო შემადგენლობები

ბეტისი: ადრიანი - ნელსონი, დორადო, ამაია, მარტინესი - კანიასი, ბენიატი - პოსუელო, სევილია, ხუან კარლოსი - რ. კასტრო.

რეალი: კასილიასი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, ფ. კოენტრაო - ხედირა, ჩაბი ალონსო - დი მარია, იოზილი, რონალდო - ბენზემა.

ლევანტეს გამოცდა

გაუწყეთ, რომ ტიაგო ალკანტარა და ადრიანო კორეია უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობენ, თუმცა ტიტო ვილანოვას განკარგულებით ისინი ჯერ სარეზერვო გუნდთან ერთად ემზადებიან და ბუნებრივია, "ლევანტესთან" არ იქნებიან.

"ბარსა" ვალენსიაში მას მერე ჩადის, რაც იქვე, "წყალბურთში" "რეალმა" ეს გუნდი დაამარცხა.

"ლევანტემ" შარშან ფურორი მოახდინა, როცა ევროპალიგის საგზური მოიპოვა. ეს ვალენსიური კლუბი აგრძელებს საფეხბურთო სამყაროს განცვიფრებას. ევროპალიგის პლეი-ოფშიც გააღწია და ჩემპიონატშიც მე-4 ადგილზეა. შეგახსნებთ, რომ ეს ადგილი ჩემპიონთა ლიგის საგზურს იძლევა.

"ლევანტეს" მცირე ბიუჯეტი აიძულებს განსაცვიფრებელი კომბინაციები აკეთოს, რათა გუნდი გაძლიერდეს. ახლაც, რუსეთიდან ნათხოვარი ობაფემი მარტინსით იმდენად გაძლიერდა გუნდი, რომ სერიოზულად შეუძლია მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა. ვნახოთ, რას იზამს მარტინესის გუნდი "ბარსელონასთან". ერთი კია, ჯერჯერობით ამ გუნდს "ბარსელონასთვის" არ მოუგია.

სავარაუდო შემადგენლობები

ლევანტე: მუნუა - ლელი, ნავარო, ბალესტეროსი, ხუანფრანი - იბორა, მიჩელი - ელ-ჟარი, ბარკერო, ხუანლუ - მარტინსი.

ბარსელონა: ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, პუიოლი, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - ფაბრეგასი, მესი, ვილია.

ორი თანაბარი და საინტერესო ჯახი

"მალაგამ" ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის საგზური ყველაზე ადრე მოიპოვა, ამიტომაც სანკტ პეტერბურგში ექსპერიმენტული შემადგენლობით ჩავიდა, თუმცა მაინც კინაღამ მოიგო.

შესანიშნავი სტარტის შემდეგ მანუელ პელეგრინის გუნდმა მოუკლო, ბოლო 6 ტურში "მალაგამ" მხოლოდ 5 ქულა აიღო და მეხუთე ადგილამდე დაეშვა.

"მალაგა" 24 ნოემბერს "ვალენსიას" მასპინძლობს, რომელმაც ახლაღა დაიწყო მდგომარეობის გამოსწორება. თანაბარ და დაძაბულ ორთაბრძოლას ამიტომაც ველით.

25 ნოემბერს "ატლეტიკო" "სევილიას" უმასპინძლებს, რადამელ ფალკაოს მიეცემა შანსი, გაიხსენოს თავისი ბომბარდირული თვისებები, კოლუმბიელმა ფორვარდმა ბოლო დროს მოუკლო და რონალდოს და (განსაკუთრებით) მესის ჩამორჩა ბომბარდირთა დავაში.

სამაგიეროდ, დიდებულ ფორმაშია თურქი ნახევარმცველი არდა თურანი, ვინც წინა ტურში სამი ქულის მომტანი გოლი გაიტანა. მიჩელის გუნდი კი დერბიში გამარჯვების შემდეგ აღმაფრენას განიცდის.

სხვა მატჩებზეც ვიტყვით - შაბათს "რაიო ვალეკანო" "მალიორკას" მასპინძლობს, ორივე გუნდი ბოლო დროს კრიზისშია და ცხრილის ფსკერისკენ მიექანება;

ყოჩაღი "დებიუტანტი" "ვალიადოლიდი" კი "გრანადას" მიიღებს, ორივე გუნდის მთავარი ამოცანა ელიტაში დარჩენაა;

"ესპანიოლი" "ხეტაფეს" უმასპინძლებს და ალბათ მწვრთნელს დაკარგავს, თუ კიდევ დაუცდება ფეხი.

"ბილბაოსა" და "დეპორტივოს" შეხვედრა ჯერ მარტო სახელების მიხედვით არის საინტერესო, თუმცა, ფაქტია, ორივე გუნდს ცუდი დროება უდგას ლა ლიგაში;

"სარაგოსას" "სელტას" დამარცხება სჭირდება ცხრილის ქვედა ზონიდან თავის დასაღწევად.

ესპანეთი. ლა ლიგა. XIII ტური

23 ნოემბერი

სოსიედადი-ოსასუნა 0:0

24 ნოემბერი

ვალეკანო-მალიორკა 19:00

ტრავმა: როდრი - სანტოსი, მარკესი, ხიმენესი, ჟ. ვიქტორი, ნუნიეში, ლოპესი

ბოლო 6 მატჩი

+3=0-3 +0=1-5

ურთიერთშეხვედრები

სულ 12 თამაში: +2=2-8, (10-23)

ვალიადოლიდი-გრანადა 21:00

ტრავმა: ვალიენტე, სერენო - ფ. რიკო, მაინსი, მ. რიკო (?), რომერო, იებდა

ბოლო 6 მატჩი

+1=3-2 +2=0-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 2 თამაში: +1=0-1, (3-3)

მალაგა-ვალენსია 23:00

დისკვალიფიკაცია: სისოკო (ვალ)

ტრავმა: მონრეალი, ს. სანჩესი, ბაპტიშტა - გაგო, მატიო, ჟ. პერეირა, კანალესი, პიატი

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 22 თამაში: +2=6-14, (19-40)

ბეტისი-რეალი 01:00

დისკვალიფიკაცია: რ. პერესი

ტრავმა: პერკისი, პაულაუ, მარიო - იგუაინი, მარსელო, იოზილი (?), ესიენი

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +5=1-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 34 თამაში: +6=12-16, (33-54)

24 ნოემბერი

ესპანიოლი-ხეტაფე 15:00

დისკვალიფიკაცია: სტუანი (ესპ)

ტრავმა: აბრაამი, ლოპესი (ხეტ)

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +3=0-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 20 თამაში: +8=6-6, (22-27)

ბილბაო-დეპორტივო 20:00

დისკვალიფიკაცია: დე მარკოსი, ანდერი - პიცი

ტრავმა: ამორებიეტა (?), პერესი, გალარეტა - სალომაო, ოლივეირა

ბოლო 6 მატჩი

+3=0-3 +1=1-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 36 თამაში: +10=10-16, (40-55)

ატლეტიკო-სევილია 22:00

ტრავმა: სილვიო - ტროხოვსკი

ბოლო 6 მატჩი

+5=0-1 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 33 თამაში: +8=11-14, (39-48)

ლევანტე-ბარსელონა 00:00

დისკვალიფიკაცია: დიოპი, პ. ლოპესი

ტრავმა: გეკასი, დუდკა - კვენკა, მუნიესა, აბიდალი, ალკანტარა, ადრიანო, სანჩესი

ბოლო 6 მატჩი

+4=1-1 +5=1-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 10 თამაში: +0=3-7, (8-24)

26 ნოემბერი

სარაგოსა-სელტა 00:00

დისკვალიფიკაცია: სეპუნარუ, აბრაამი - კაბრალი

ტრავმა: ლოოვენსი, ობრადოვიჩი, ლანძარო - ლიორკა, ინსა

ბოლო 6 მატჩი

+3=0-3 +1=2-3

ურთიერთშეხვედრები

სულ ? თამაში: +?=?-?, (??-??)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა

შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან

სატურნირო ცხრილი

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1

ბარსელონა

12

11

1

0

39-15

34

2

ატლეტიკო

12

10

1

1

25-11

31

3

რეალი

12

8

2

2

32-9

26

4

ლევანტე

12

6

2

4

15-16

20

5

მალაგა

12

5

4

4

15-9

19

6

ბეტისი

12

6

1

5

19-21

19

7

სევილია

12

5

3

4

18-15

18

8

ვალენსია

12

5

3

4

16-14

18

9

სოსიედადი

13

5

2

6

16-16

17

10

ხეტაფე

12

5

1

6

14-19

16

11

ვალეკანო

12

5

1

6

16-29

16

12

ვალიადოლიდი

12

4

3

5

17-14

15

13

სარაგოსა

12

5

0

7

15-21

15

14

ბილბაო

12

4

2

6

17-26

14

15

მალიორკა

12

3

3

6

13-20

12

16

სელტა

12

3

2

7

14-18

11

17

გრანადა

12

3

2

7

11-19

11

18

ოსასუნა

13

2

4

7

11-15

11

19

დეპორტივო

12

2

4

6

18-27

10

20

ესპანიოლი

12

2

3

7

13-20

9

ბომბარდირები:

17 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 12 კრიშტიანო რონალდო (რეალი); 10 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 8 - არიც ადურისი (ბილბაო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ესპანეთი. ლა ლიგა. XII ტურის შეჯამება: ფეხბურთი და მსაჯობანა

ესპანეთი. ლა ლიგა. XII ტური: ლიონელ მესიმ ტურბო ჩართო [VIDEO]

"იამალთან დაკავშირებით ეს არ მომწონს" - ფლიკი მედიაში გავრცელებულ სტატიებზე
ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა
პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა
PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა