24 ნოემბერს არამხოლოდ ტურის, არამედ, საერთოდ, პირველი ეტაპის ცენტრალური მატჩია: თბილისის "დინამო" გორის "დილას" მასპინძლობს
დღეიდან ჩვენ ფეხბურთელებს "გამძლეობის ტესტი" ეწყებათ: როგორი საქმეა, 29 დღის განმავლობაში 7 მატჩის ჩატარება?!. ანუ, თითქმის ყოველ მეოთხე დღეს ტური გველოდება და უნდა ვისურვოთ, რომ უამინდობამ გარკვეული კორექტივები არ შეიტანოს კალენდარში.

არადა, ეს "კორექტივები" არავის აწყობს: კალენდარი ისეა შედგენილი, რომ პირველი ეტაპი 22 დეკემბერს უნდა დასრულდეს. პირველი ეტაპის შემდეგ კი, მოგეხსენებათ, ზედა და ქვედა ექვსეულები გაირკვევა, თუმცა, ერთის თქმა კი დაბეჯითებით შეიძლება: თბილისის "დინამოსა" და გორის "დილას" ზედა ექვსეულში მოხვედრა გარანტირებული აქვთ.

ეგ კი არა, სადღეისოდაც ისეთი სიტუაციაა და ჩემპიონატის დაწყების წინაც ვივარაუდეთ, რომ ოქროს მედლების უპირველესი კანდიდატები სწორედ "დინამო" და "დილა" იქნებოდნენ.

და აი, 24 ნოემბერს არამხოლოდ XIV ტურის, არამედ, საერთოდ, პირველი ეტაპის ცენტრალური მატჩია: პირველ ადგილზე მყოფმა "დინამომ" თავის უახლოეს მდევარსა და უშუალო კონკურენტს "დილას" უნდა უმასპინძლოს!

ახალი რა უნდა ვთქვათ: ამ ორივე გუნდის ლიდერობა სრულიად კანონზომიერია და იმის თქმაც შეიძლება, "დინამოც" და "დილაც" ერთნაირად იმსახურებენ ჩემპიონობას. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერ გათამაშებას ერთადერთი გამარჯვებული უნდა ჰყავდეს და იმის იმედიც დავიტოვოთ, რომ უძლიერესის ვინაობა "დინამოსა" და "დილას" პაექრობებში გაირკვევა და არა... კაბინეტში.

თუმცა, სეზონის ბოლომდე ჯერ დიდი დროა დარჩენილი და, რაც მთავარია, ყველანი ამ მატჩის მოლოდინში ვართ!

აქვე, ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ სეზონის ორი გამორჩეული გუნდის დაპირისპირებამ ცარიელი ტრიბუნების წინ არ ჩაიაროს: "დინამოსა" და "დილას" პაექრობა მართლაც იმსახურებს სოლიდურ აუდიტორიას...

დინამო VS დილა: რეკორდების დევნაში

მიმდინარე სეზონში თბილისის "დინამო" ერთადერთი გუნდია, საშინაო მატჩებში ასპროცენტიანი შედეგი რომ აქვს; გორის "დილა" ასევე ერთადერთი გუნდია, სტუმრად არც ერთი შეხვედრა რომ არ წაუგია (6 მოიგო, 1 ფრედ დაამთავრა); თუმცა, თბილისის "დინამოს" ლიდერობა (ისე როგორც საჩემპიონო ამბიცია) მაინც "ჩვეულებრივ" ამბად უნდა მივიჩნიოთ, აი, "დილა" კი პირველად არის ჩართული "საჩემპიონო რბოლაში".

მოკლედ, 24 ნოემბერს გასამართ მატჩს რომ ინტრიგა აქვს, მსგავსი ამ სეზონში ჯერ არ ყოფილა; არადა, სტატისტიკას თუ გადავხედავთ, საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი ყველაზე "სასურველი" მეტოქე სწორედ გორის "დილაა". თავად განსაჯეთ: 1990 წლიდან დაწყებული ამ სეზონამდე "დინამოს" არც ერთი მატჩი არ ჰქონდა წაგებული გორის "დილასთან"!

და აი, ამა წლის 15 სექტემბერს ეს სერია შეწყდა: "დილას" მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო მატჩი ჰქონდა გიორგი დარასელიას და იმის გარდა, რომ ამ სეზონში გორელებმა პირველად გაიმარჯვეს, ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში პირველად დაამარცხეს თბილისის "დინამო"!

აი, სწორედ აქედან დაიწყო დარასელიას გუნდის მართლაც საოცარი წინსვლა: "დილამ" ზედიზედ 11 მატჩი ისე მოიგო, საკუთარ კარში მხოლოდ ერთი ბურთი (ისიც - პენალტით) გაუშვა!

საერთოდაც, უმაღლეს ლიგაში ყველაზე ნაკლები გოლი (8) სწორედ "დილას" აქვს გაშვებული, რაც, რა თქმა უნდა, გუნდის ხორვატი მეკარის, 33 წლის მარინ სკენდერისა და ერთი-მეორეზე გამოცდილი მცველების დამსახურებაა. ჰოდა, კიდევ ერთი ინტრიგაც "გამოჩნდა": ყველაზე საიმედო დაცვის მქონე გუნდი სტუმრად ეთამაშება ჩემპიონატის ყველაზე შედეგიან გუნდს!

არ დაგვავიწყდეს, რომ მიმდინარე სეზონში დუშან უჰრინის დამოძღვრილი "დინამო" საოცარ შედეგიანობას უჩვენებს - გუნდმა მეტოქეთა კარში 43 გოლი გაიტანა! არც ის დაგვავიწყდეს, რომ საუკეთესო ბომბარდირთა დავაში "დინამოს" სამი ფეხბურთელია დაწინაურებული: 27 წლის ჯაბა დვალი (12 გოლი), 32 წლის ჩისკო და 29 წლის მიკელ ალვარო (9-9 გოლი).

აქვე, რახან შედეგიანობაზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში გორის "დილას" სარეკორდო მარცხი სწორედ ამ მეტოქესთან აქვს ნაწვნევი: 2005 წლის 2 აპრილს, "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი ჰქონდა კახა ცხადაძეს და ის მატჩი ჩვენმა ყველაზე ტიტულიანმა გუნდმა 9:0 მოიგო!

ის შეხვედრა იმითაც დაგვამახსოვრდა, რომ "დინამოს" ცენტრფორვარდმა ლევან მელქაძემ "დილას" კარში 5 (!) გოლი გაიტანა, აღარაფერს ვამბობთ საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებული გოჩა ჯამარაულის მართლაც ზღაპრულ თამაშზე...

..."დინამო" და "დილა" უმაღლესი ლიგის "სტაჟიანი" წევრები არიან და პირველი დაპირისპირებაც გვინდა გავიხსენოთ: პირველ ეროვნულ ჩემპიონატში ორივე გუნდს წარუმატებელი სტარტი ჰქონდა (ორ მატჩში თითო ქულა მოაგროვეს). განსაკუთრებული მოულოდნელობა "დინამოს" (იმდროინდელ "იბერიას") მარცხიანი დებიუტი იყო: ფოთის "კოლხეთთან" საშინაო წაგებას (0:1) სტუმრად რუსთავის "გორდასთან" ფრე (1:1) მოჰყვა (ძალიან მაგარი თამაში იყო!); და აი, მესამე ტურში სწორედ "დილასთან" მატჩში იყო, "დინამომ" ("იბერიამ") ეროვნულ ჩემპიონატში პირველი გამარჯვება რომ მოიპოვა.

დავით ყიფიანის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამომ" გორელებს შანსი არ დაუტოვა და 5:0 დაამარცხა. ამ მატჩში გოლები გაიტანეს: თემურ ქეცბაიამ (2), კახა ცხადაძემ, გრიგოლ ცაავამ და გია გურულმა.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: იმ სეზონში თემურ ქეცბაიამ ორჯერ შეასრულა "დუბლი" და ორივეჯერ "დილასთან" მოახერხა: "დინამომ" გორში 3:0 მოიგო და ორი გოლი ჩვენი ნაკრების დღევანდელმა თავკაცმა გაიტანა, ერთიც - დავით ყიზილაშვილმა.

დაბოლოს, დღევანდელი მატჩის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზეც: გორის "დილა" რომ კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სეზონს ატარებს, ეს არავისთვისაა ახალი, ისე როგორც კლუბის ისტორიაში ნაჩვენები სარეკორდო შედეგი - ზედიზედ 11 გამარჯვება!

შესაძლოა, ვცდებით, მაგრამ მსგავსი რამ საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში მხოლოდ ერთ სეზონში გვახსენდება: მესამე ეროვნულ ჩემპიონატში (1991-92) რევაზ ძოძუაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე თბილისის "დინამომ" ასევე 11 მატჩი მოიგო ზედიზედ! თანაც, "დინამომ" მეტოქეთა კარში 45 გოლი გაიტანა და აქედან 15 კახა კაჭარავას ანგარიშზე იყო...

ტურის სხვა მატჩები

სატურნირო ცხრილი

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1

დინამო (თბ)

15

11

3

1

43-13

36

2

დილა

15

11

1

3

27-8

34

3

ტორპედო

15

9

2

4

30-13

29

4

ჩიხურა

15

9

2

4

22-14

29

5

ზუგდიდი

15

7

5

3

19-12

26

6

ზესტაფონი

15

7

4

4

20-12

25

7

მეტალურგი

15

5

2

8

9-19

17

8

ვიტ ჯორჯია

15

4

4

7

10-20

16

9

სიონი

15

3

5

7

11-22

14

10

მერანი

15

4

2

9

7-24

14

11

დინამო (ბთ)

15

2

3

10

16-34

9

12

კოლხეთი

15

0

3

12

5-28

3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დილა-დინამო 2:0 - გორში დაბრუნებულმა "დილამ" "დინამო" გააგორა

მიკელ ალვარო: მანქანას 3 სარკე აქვს, მაგრამ თბილისში 6 მჭირდება...

რწმენა, ოჯახი, ფეხბურთი - "დილას" მეკარე მარინ სკენდერის სამი დასაყრდენი

გიორგი დარასელია: დაბრუნება პატრიარქის სიტყვამ გადამაწყვეტინა

ogafa
არადა დილა მარტვილთან ვერ იგებდა მსაჯს რომ არ შეეცვალა გადაწყვეტილება.ისე ზაფხულში ევროპაზე გამოჩნდება კარგი გუნდის მარიფათი იქნებ ამ ჯერზე გაგვახარონ.
"დილამ" ქუთაისში მოიგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"ვხედავ ფეხბურთელების ხელფასს და მსოფლიო ჩემპიონატზე მეც ვითამაშებ" - დონალდ ტრამპი
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
"რატომ ის? რადგან ბოსი მე ვარ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ანჟესთან" მატჩის შემდეგ?
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
[VIDEO] თვალცრემლიანი დონარუმა გულშემატკივრებს დაემშვიდობა - რატომ აიძულებენ წასვლას?
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა