24 ნოემბერს ფაჩულიას "ატლანტა ჰოუქსმა" და თორნიკე შენგელიას "ბრუკლინ ნეთსმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
ზაზა ფაჩულიას და თორნიკე შენგელიას გუნდები ხელჩაკიდებულებივით მიდიან აღმოსავლეთ დივიზიონის მწვერვალისკენ.

24 ნოემბერს, გამთენიისას, "ატლანტა ჰოუქსმა" და "ბრუკლინ ნეთსმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს.

ატლანტელებმა შარლოტში "ბობქეთსი" 101:91 დაამარცხეს, ხოლო ბრუკლინელებმა შინ "კლიპერსს" 86:76 აჯობეს.

ატლანტელთა ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და მოედანზე მთლიანობაში 13 წუთი და 41 წამი გაატარა. მიუხედავად მცირე სათამაშო დროისა, ფაჩულია საკმაოდ შედეგიანი იყო.

ზაზამ ერთნაირი წარმატებით ესროლა ორქულიანები და საჯარიმოები. ორივე პოზიციიდან 4 ცდიდან 3 სროლა მიითვალა და 9 ქულა დააგროვა. ამასთან ერთად ფაჩულიას 7 მოხსნა და თითო პასი, ჩაჭრა და დაფარება ჰქონდა, ბურთი კი სამჯერ დაკარგა.

ატლანტელთაგან საუკეთესო ალ ჰორფორდი გახლდათ, რომელმაც 26 ქულა, 13 მოხსნა და 3 დაფარება დააგროვა. 16 ქულა ჰქონდა კაილი კორვერს, ხოლო 13 ქულა და 12 პასი გამთამაშებელ ჯეფ ტიგს.

ატლანტელებს 7 მოგება და 4 მარცხი დაუგროვდათ და ამ შედეგით ისინი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს თორნიკე შენგელიას "ბრუკლინთან" იყოფენ.

ბრუკლინელებმა 24 ნოემბერს მორიგი გამარჯვება "კლიპერსთან" მოიპოვეს - 86:76. შენგელია გუნდთან ერთად იყო, თუმცა განაცხადში არ იმყოფებოდა.

მომდევნო მატჩს "ბრუკლინი" 25 ნოემბერს შინ "პორტლენდთან" გამართავს, ხოლო ფაჩულიას გუნდი ბრუკლინისგან დამარცხებულ "კლიპერსს" 25 ნოემბერს ატლანტაში უმასპინძლებს.

www.gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
18 წ. | როტაციით ინგლისთან
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა