<p>პარასკევს როტერდამში ძიუდოისტთა "დიდი პრიზის" მორიგი ტურნირი იწყება, რომელიც სადებიუტოა ჩვენი ნაკრების ახალდანიშნულ თავკაც სოსო ლიპარტელიანისთვის.... <br> პარასკევს როტერდამში ძიუდოისტთა "დიდი პრიზის" მორიგი ტურნირი იწყება, რომელიც სადებიუტოა ჩვენი ნაკრების ახალდანიშნულ თავკაც სოსო ლიპარტელიანისთვის. მისი გადაწყვეტილებით, როტერდამში დავით ასუმბანი, ამირან პაპინაშვილი (ორივე - 60), შალვა ქარდავა, უჩა ხუციშვილი (66), ნუგზარ ტატალაშვილი, ზაზა კედელაშვილი (73), ლევან წიკლაური, იოსებ წელაური (81), ვალერი ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური (90), დავით ლორიაშვილი (100), ადამ ოქრუაშვილი (+100). ამათგან გოგოჭური საკუთარი ხარჯებით მიდის, დანარჩენები კი ფედერაციამ დააფინანსა.</p><p>აღსანიშნავია, რომ ლიპარტელიანმა ვარჯისებზე დაგვიანებისთვის როტერდამში ნაკრების ორი ძველი ლიდერი არ წაიყვანა - მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი ლაშა გუჯეჯიანი (+100) და ლომერ ჟორჟოლიანი (100). პარასკევს ვაჟთაგან 60 და 66 წონების წარმომადგენლები იჭიდავებენ, შაბათს - 73-81-ის, კვირას კი ტურნირს 90, 100 და +100-ის მოჭიდავეები დაასრულებენ. როტერდამის შემდეგ, ოქტომბრის ბოლო რიცხვებში ჩვენები ანთალიაში მსოფლიოს გუნდურ პირველობაზეც იჭიდავებენ, მერე კი - ნოემბრის ბოლოს საქართველოს ჩემპიონატია. სწორედ იქ გაირკვევა ნაკრების ძირითადი ბირთვი, რომელიც საგაისო ტურნირებში იჭიდავებს.</p>
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა