საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVI ტური
მარტვილის "მერანს" 6 ოქტომბრის შემდეგ არ მოუგია და ცხადია, "ტორპედოსთან" შეხვედრაში ისინი ფავორიტები ნამდვილად ვერ იქნებოდნენ. მით უფრო, რომ ბოლო პერიოდში იმერლები საკმაოდ წარმატებით ასპარეზობენ და საპრიზო ადგილებისთვის იბრძვიან.

მოედანზე ორივე გუნდი მოსაგებად გავიდა - "მერანი" ამ უსიამოვნო ტრადიციის დარღვევას ლამობდა და შესაბამისად, გასავარდნი ზონიდან თავის დაღწევას; "ტორპედო" კი ვერმოგების შემთხვევაში მესამე ადგილს "ჩიხურას" გადაულოცავდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ შარშანდელ სეზონში ამ გუნდებს შორის მოგებათა რაოდენობის მხრივ სრული თანაფარდობა იყო. მხოლოდ მიმდინარე წელს, პირველ წრეში მოახერხა "ტორპედომ" შინ "მერანის" დამარცხება დიდი ანგარიშით. ამიტომაც თავმოყვარე კოლხები რევანშისათვის განეწყვნენ, რამაც, როგორც ანგარიშიდან ჩანს, ნაყოფი გამოიღო: მასპინძლებმა მრისხანე მეტოქე უშანსოდ დატოვეს და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს.

გია გეგუჩაძემ, თუ არ ჩავთვლით დისკვალიფიცირებული მერაბ გიგაურის არყოფნას, მოედანზე ოპტიმალური შემადგენლობა გამოიყვანა.

მისმა კოლეგამ მალხაზ ჟვანიამ კი ძირითადში ცენტრალური მცველი ვალერი იობაშვილი დააბრუნა (სხვათა შორის, ეს უკანასკნელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე). ასევე, მატჩში მონაწილეობა მიიღო ტრამვამოშუშებულმა გივი დიდავამ.

თავდაპირველად სტუმრები კარგად მოქმედებდნენ, ტერიტორიულ უპირატესობასაც ფლობდნენ, თუმცა მწვავე შეტევების ორგანიზებას ვერა და ვერ ახერხებდნენ. აღსანიშნავია დათა რიგვავას აქტიურობის შემდეგ ნიკა ფირცხალავას თავური, რომელიც არაზუსტი გამოდგა.

ხუთიოდე წუთში გიორგი ბერიაშვილმა შორი მანძილიდან სცადა ფონს გასვლა, თუმცა მასპინძელთა მეკარემ შესაშური რეაქცია გამოავლინა.

იმავე ბერიაშვილის შემდგომ მცდელობას გიგა ჟვანია გადაეფარა და საკმაოდ მწვავე მომენტი საკუთარ საჯარიმოში განმუხტა. აქვე იყო გიორგი დათუნაიშვილის დარტყმაც.

გულხელდაკრეფილი არც მერანელები ყოფილან: ჯერ კიჭი მელიავას პასით პაპუნა ფონიავა ურტყამდა სახიფათოდ, მოგვიანებით ცოტნე ბუკიას მიერ შესრულებული საჯარიმო ომარ მიგინეიშვილმა მოიგერია.

პირველი ტაიმის დარჩენილი წუთები მთლიანად მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და შედეგმაც არ დაახანა: კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს ვალერი იობაშვილმა შეაგება თავი. ბურთი კარიდან მცველებმა გამოიტანეს, თუმცა დამატებაზე იმავე იობაშვილმა ყველას აჯობა და 1:0.

ზედ სასტვენამდე "მერანს" ანგარიშის ორამდე გაზრდის ჩინებული შანსი მიეცა: ისევ სტანდარტიდან ჩაწოდებულ ბურთს ლომია გამოეხმაურა, მაგრამ მიზანმა აშკარად უმტყუნა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სტუმრები გადარჩნენ.

ვთქვათ ისიც, რომ გასახდელში გასულ გუნდებს შესვენება 15 წუთზე მეტხანს გამოუვიდათ. ეს ორგანიზატორთა დამოუკიდებლად მოხდა: საქმე ისაა, რომ სასწრაფო დახმარების მანქანა იმ დროისათვის სტადიონზე არ იმყოფებოდა, რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო. იმის მიუხედავად, რომ სამედიცინო პერსონალს იქაურობა არ დაუტოვებია, მთავარმა არბიტრმა არსენ ნონიკაშვილმა დროებით შეწყვიტა თამაში. რამდენიმე წუთში სასწრაფოც მოვიდა.

ტაიმი განახლდა... აღრფთოვანებული და ფრთაშესხმული მერანელები არ ცხრებოდნენ. რა თქმა უნდა, იცოდნენ, რომ ერთი ბურთი ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა გაეტანა მოწინააღმდეგეს. ამიტომაც ფხიზლობდნენ და უპირატესობასაც მაქსიმალურად ინარჩუნებდნენ.

51-ე წუთზე ქუთათურები სასწაულებრივად გადარჩნენ: ყოვლად გაუგებარია ლევან გეგეჭკორის გადაცემა თუ როგორ ვერ გარდასახა გოლად საბა ლომიამ, რომელიც კარიდან სამიოდე მეტრში იმყოფებოდა (!).

ალბათ, არავის გაუკვირდებოდა, დაუწერელი საფეხბურთო კანონი რომ ამოქმედებულიყო, მაგრამ საბა ლომიას მონდომება დაუფასდა; მარჯვნიდან, მახვილი კუთხიდან აუღებელი დაარტყა და თავისივე შეცდომაც მალევე გამოასწორა -2:0.

"ტორპედოს" ამასობაში ხეირიანი არაფერი გამოსდიოდა შეტევაში, თუმცა ერთი-ორი ჩხვლეტა მაინც მოახერხა, ძირითადად, ექსმერანელი ელგუჯა გრიგალაშვილის მეცადინეობით, რომელმაც ორჯერ გაისროლა ჯონი შეროზიას კარის მიმართულებით, თუმცა არაზუსტად.

მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე მასპინძლებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაიმყარეს: შეცვლაზე შემოსულმა მამუკა ტორონჯაძემ გამოიყენა ნოდარ ნოზაძის უზადო გადაცემა და თავური დარტყმით გამანადგურებელი ანგარიში დააფიქსირა - 3:0.

საბოლოოდ მარტვილში, ადგილობრივ ქომაგთა გასახარად, "სპექტაკლი" შედგა. ხუმრობა ნამდვილად არაა, ჩემპიონობის ერთ-ერთი მაძიებელი უშანსოდ დატოვო, მის კართან შექმნა უამრავი მომენტი და აქედან სამი უპასუხო ბურთი გაიტანო.

ერთი სიტყვით, "მერანმა" "ტორპედო" ყველა კომპონენტში დაჩაგრა, რაც მრავლისმნახველმა ქუთაისელმა გულშემატკივრებმაც აღიარეს.

მატჩის შემდეგ

მალხაზ ჟვანია (მერანი):

"რასაკვირველია, კმაყოფილი და გახარებული ვარ. დიდი ხანია, არ მოგვიგია და ამ შეხვედრას ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ბიჭებმა მიცემული დავალება სწორად შეასრულეს და ღირსეულად წარმოაჩინეს თავი".

გია გეგუჩაძე (ტორპედო):

"ჩვენს თამაშში იყო საკმაოდ ბევრი ხარვეზი, რასაც ავწონ-დავწონით და შესაბამის დასკვნებსაც გამოვიტანთ. მეტოქეს ვულოცავ გამარჯვებას, მათ ეს დაიმსახურეს".

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVI ტური

24.11. მარტვილი. ცენტრალური. 1000 მაყურებელი

მერანი-ტორპედო 3:0

გოლები: 1:0 იობაშვილი (40. ბუკიას პასით), 2:0 ს. ლომია (62), 3:0 ტორონჯაძე (89. ნოზაძის პასით)

Video

მერანი - ტორპედო 3:0

მერანი (4-2-3-1) ტორპედო (4-4-2)

შეროზია მიგინეიშვილი

გეგეჭკორი რიგვავა

იობაშვილი ზ. ჭელიძე

გ. ჟვანია გ. გურული

მელიავა შერგელაშვილი

დიდავა დოლიძე

ბუკია გ. დათუნაიშვილი

ფონიავა ფირცხალავა

ამბროლაძე ე. გრიგალაშვილი

ს. ლომია ბერიაშვილი

კუჭუხიძე საბანაძე

მწვრთნელები:

მ. ჟვანია გ. გეგუჩაძე

მერანი

70. ამბროლაძე-ნ. ნოზაძე

84. კუჭუხიძე-ტორონჯაძე

88. ს. ლომია-გაბისონია

სათადარიგოები: ბერია, გელაჭეიშვილი, ქარქუზაშვილი, მჭედლიშვილი

ტორპედო

28. გურული-ტაბატაძე

58. დოლიძე-ტუღუში

65. საბანაძე-ფანცულაია

სათადარიგოები: ქვილითაია, იოსელიანი, კუხიანიძე, ვ. ბოლქვაძე

გაფრთხილება: ჭელიძე (14), დიდავა (43), გ. დათუნაიშვილი (50), მელიავა (58)

არბიტრი: ა. ნონიკაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა