საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVI ტური
რუსთავის "მეტალურგი" ("ოლიმპი") უმაღლეს ლიგაში 2006 წლიდან ასპარეზობს და მხოლოდ ერთხელ იყო, გუნდი პირველ სამეულში რომ ვერ მოხვდა (2008 წელს IV ადგილი დაიკავა).

ახლა კი ისეთი სიტუაციაა, რომ რუსთაველებს დიდი ძალისხმევა დაჭირდებათ ზედა ექვსეულში მოსახვედრად: პირველი ეტაპის დასრულებამდე დარჩენილ ექვს ტურში "მეტალურგს" ქულ(ებ)ის დაკარგვის უფლება ხომ აღარა აქვს, ამის პარალელურად კონკურენტების წაფორხილების იმედიც უნდა ჰქონდეს.

"მეტალურგს" ამ ტურშიც მძიმე მატჩი ჰქონდა და მხოლოდ ბოლო წუთზე გატანილი გოლის წყალობით შეძლო ერთ-ერთი აუტსაიდერი ბათუმის "დინამოს" დამარცხება.

საკმაოდ საინტერესო მატჩი გამოდგა: ორივე გუნდის ფეხბურთელებს მონდომება ნამდვილად არ დაეწუნებოდათ, მოედნის ცენტრში ბურთი არ ჩერდებოდა და საერთოდაც, ისეთი შეხვედრა იყო, წასაგებად ვერც ერთს რომ ვერ გაიმეტებდი. ეს განსაკუთრებით მეორე ტაიმზე ითქმის, როცა სტუმრებმა თამაშის ხარისხი აშკარად გამოასწორეს და მასპინძელთა კარს რამდენჯერმე მწვავედაც შეუტიეს.

თუმცა სჯობს თანმიმდევრობით მივყვეთ და ვიდრე პირველი ტაიმის პერიპეტიებზე მოგითხრობდეთ, ისიც ვთქვათ, რომ ორივე გუნდის მთავარ მწვრთნელს, გიორგი ყიფიანსა ("მეტალურგი") და გია გურულს ("დინამო", ბათუმი) ძირითად შემადგენლობაში სერიოზული კორექტივების შეტანა მოუხდათ: ზოგიერთ ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია ჰქონდა, ზოგს - ტრავმა და ასე შემდეგ.

პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა ირაკლი მაისურაძისა და დიმიტრი ტატანაშვილის მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია; ამასთან, ერთ-ორ ეპიზოდში უშეცდომოდ ითამაშა ბათუმელთა უკრაინელმა მეკარემ ივან პიცანმა.

ტაიმის შუაწელს "მეტალურგს" გოლის გატანის კარგი შანსი მიეცა: გიორგი თექთურმანიძის მოხდენილი პასის მერე ირაკლი სიხარულიძე სტუმართა მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. სიხარულიძე მერეც არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში: ტაიმის მიწურულს ლაშა ჯაფარიძის ზუსტი პასის მერე კვლავაც ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ პიცანს ვერ აჯობა.

თუმცა მანამდე, რამდენიმე წუთით ადრე მასპინძლებმა მაინც მოახერხეს გოლის გატანა: შეტევა ლუკა რაზმაძემ წამოიწყო, რომლის ეფექტურ გადაცემას სიხარულიძის დარტყმა მოჰყვა, ბურთი სტუმართა კარის ძელს მოხვდა და დიმიტრი ტატანაშვილსაც ხელი ვერავინ შეუშალა.

მეორე ტაიმის დასაწყისი სტუმართა აქტიურობით წარიმართა, თუმცა ირაკლი ცნობილაძის დარტყმას "მეტალურგის" მეკარე ზურაბ ბათიაშვილი იოლად გაუმკლავდა.

აი, ამის მერე კი თამაში ორმხრივი შეტევებით წარიმართა და ერთწუთიან მონაკვეთში მასპინძლებს ორი ჩინებული შანსი მიეცათ, მაგრამ ირაკლი სიხარულიძისა და ალექსანდრე ინწკირველის დარტყმები არაზუსტი გამოდგა.

ამასობაში ორივე გუნდის მწვრთნელებმა შეცვლებს მიმართეს და, როგორც მერე გაირკვა, თამაშის ბედი სწორედ შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს. ჯერ სტუმართა გოლი ვიხილეთ: 18 წლის ნიკა დიასამიძე ბათიაშვილთან პირისპირ დარჩა და გამოცდილი ფორვარდივით უშეცდომოდ გაისარჯა. თუმცა, ამ ეპიზოდში არანაკლებ ქებას იმსახურებს საგოლე პასის ავტორიც: ბათუმელთა უბერებელმა კაპიტანმა, 38 წლის ამირან მუჯირმა მართლაც ზღაპრული შორეული გადაცემა რომ გაუკეთა თავის ახალგაზრდა თანაგუნდელს.

მატჩის დამთავრებამდე 2 წუთი იყო დარჩენილი, დიასამიძე ისევ მეკარესთან პირისპირ რომ აღმოჩნდა, მაგრამ ამჯერად მახვილი კუთხიდან ურტყამდა და გამოცდილ ბათიაშვილს ვეღარ აჯობა.

თავის მხრივ, მასპინძლებიც არ ეგუებოდნენ საყაიმო ანგარიშს და ლუკა რაზმაძეს ორი მომენტიც შეექმნა, მაგრამ უშედეგოდ.

და აი, კულმინაცია მატჩის ბოლო წუთზე დადგა: შეტევა შეცვლაზე შემოსულმა ივანე ხაბელაშვილმა წამოიწყო, ირაკლი სიხარულიძემ გააგრძელა და ყველაფერი ასევე შეცვლაზე შემოსული დავით ჯანელიძის ზუსტი დარტყმით დამთავრდა!

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVI ტური

24. 11. რუსთავი. "ფოლადი". 300 მაყურებელი

მეტალურგი-დინამო (ბთ) 2:1

გოლები: 1:0 ტატანაშვილი (64), 1:1 დიასამიძე (77, მუჯირის პასით), 2:1 ჯანელიძე (90, სიხარულიძის პასით)

მეტალურგი დინამო

(4-4-2) (4-1-3-2)

ბათიაშვილი პიცანი

ქავთარაძე ტიმჩიშინი

მახვილაძე ზ. ლობჟანიძე

ინწკირველი ბაჯელიძე

ჯაფარიძე მაკარიანი

თექთურმანიძე კილაძე

რაზმაძე ცანავა

ი. მაისურაძე ა. მუჯირი

გ. მიქაბერიძე ი. კვეკვესკირი

ტატანაშვილი ი. ცნობილაძე

სიხარულიძე ბაციკაძე

მწვრთნელები:

გ. ყიფიანი გ. გურული

მეტალურგი

64. დობროვოლსკი-ტატანაშვილი

77. ხაბელაშვილი-მიქაბერიძე

85. დ. ჯანელიძე-თექთურმანიძე

სათადარიგოები: ჰოსმანი, დ. ცნობილაძე, ზ. ლობჯანიძე, გიორგი გურეშიძე

დინამო

64. დიასამიძე-კილაძე

77. თევდორაძე-კვეკვესკირი

81. სიჭინავა-ბაციკაძე

სათადარიგოები: ტაკიძე, ვარშანიძე, ხუხია

გაფრთხილება: ბაჯელიძე (65), ცანავა (85), ქავთარაძე (85), დიასამიძე (89)

არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა