"ლივერპულის" საშველი აღარ არის: მოგეხსენებათ, უმაღლესმა სასამართლომ განიხილა მერსისაიდული კლუბის მეპატრონეების ტომ ჰიკსისა და ჯორჯ ჯილეტის დავა იმავე კლუბის დირექტორატთან და მეპატრონეები გაამტყუნა, მაგრამ...
"ლივერპულის" საშველი აღარ არის: მოგეხსენებათ, უმაღლესმა სასამართლომ განიხილა მერსისაიდული კლუბის მეპატრონეების ტომ ჰიკსისა და ჯორჯ ჯილეტის დავა იმავე კლუბის დირექტორატთან და მეპატრონეები გაამტყუნა. შესაბამისად, დირექტორებს ხელ-ფეხი გაეხსნათ – თითქოსდა, "წითლების" ამერიკული კომპანიისთვის New England Sports Ventures-სთვის მიყიდვას წინ აღარაფერი უნდა დადგომოდა, მაგრამ მოვლენები სხვა სცენარით განვითარდა.

შეგახსენებთ, რომ New England Sports Ventures "ლივერპულიში" 300 მილიონ ფუნტს იხდის, რაც ჰიკსისა და ჯილეტის აზრით კლუბის რეალურ ფასზე გაცილებით მცირე რიცხვია. თუმცა, მხოლოდ ფასშიც არ არის საქმე, მეპატრონეებმა, როგორც ჩანს იეჭვეს, რომ ყველაფერი, რაც მოხდა, წინასწარ დაგეგმილი შეთქმულების შედეგი იყო და სასამართლოში კვლავ სარჩელი შეიტანეს. ამჯერად, ჰიკსი და ჯილეტი ერთად უჩივიან "ლივერპულის" კრედიტორს შოტლანდიის სამეფო ბანკს, კლუბის თავმჯდომარეს მარტინ ბრაფტონს, აღმასრულებელ შეფს კრისტიან პარსლოუს, დირექტორატის წევრს იან ეირის, ფინანსურ დირექტორს ფილიპ ნეშს და, რასაკვირველია, კომპანია New England Sports Ventures-ს. ჯამში ჰიკსი და ჯილეტი 1 მილიარდ ფუნტს ითხოვენ.

გარდა ამისა, "ლივერპულის" მეპატრონეებმა მიაღწიეს იმას, რომ აშშ-ის ქალაქ დალასის სასამართლომ ინგლისური კლუბისNew England Sports Ventures-სთვის გადაფორმების საქმე შეაჩერა და მოსმენა 25 ოქტომბრისთვის დანიშნა.

არადა, ოთხშაბათს, საღამოს 8 საათზე "ლივეპულის" დირექტორატის წევრები და New England Sports Ventures-ის წარმომადგენლები მშვიდად დასხდნენ და კლუბის ამერიკული კომპანიისთვის ერთხელ და საბოლოოდ მიყიდვისდეტალებზე დაიწყეს ლაპარაკი. სამი საათის შემდეგ მერსისაიდელების პრეს-ცენტრმა გაავრცელა განცხადება, სადაც ის ყველაფერი მოყვა, რაც ჩვენ უკვე გიამბეთ.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ტომ ჰიკსსა და ჯორჯ ჯილეტს 300 მილიონი ფუნტი, რომელსაც ზემოთ არაერთგზის ხსენებული ამერიკული კომპანია იხდის ძალიან ცოტა ჰგონია და ცდილობს "ლივერპული" აზიელ ბიზნესმენს (უკვე შეგვიძლია მისი ვინაობაც დავაზუსტოთ) სინგაპურელ პიტერ ლიმს მიჰყიდოს.

ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ ლიმის პრეს-მდივანმა განაცხადა:

"ჯერ არაფერი დასრულებულა. პიტერი მიმდინარე მოვლენებს აკვირდება და სწამს, რომ ჯერ კიდევ შეუძლია იყიდოს "ლივერპული".

პიტერ ლიმი მერსისაიდულ კლუბსი 360 მილიონ ფუნტს იხდის, 60 მილიონი ფუნტი კი სახუმარო თანხა არ გახლავთ, 95 მილიონი ამერიკული დოლარია.

ილია ბაბუნაშვილი

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა