"მანჩესტერ იუნაიტედში" შიშობენ, რომ უეინ რუნი მათთან ახალ კონტრაქტს აღარ გააფორმებს. ამბობენ, რომ დაპირისპირება თუ გაუგებრობა მაშინ წარმოიშვა, როდესაც მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა გამოაცხადა ჩემს ფორვარდს კოჭი სტკივა და სამკვირიანი დასვენება სჭირდებაო...
"მანჩესტერ იუნაიტედში" შიშობენ, რომ უეინ რუნი მათთან ახალ კონტრაქტს აღარ გააფორმებს. ამბობენ, რომ დაპირისპირება თუ გაუგებრობა მაშინ წარმოიშვა, როდესაც მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა გამოაცხადა ჩემს ფორვარდს კოჭი სტკივა და სამკვირიანი დასვენება სჭირდებაო, რუნიმ კი მენტორის შეგონება ყურად არ იღო და ინგლისის ნაკრების ბანაკში გაემგზავრა – მოგეხსენებათ, თავდამსხმელმა ევრო 2012-ის შესარჩევში ჩერნოგორიის წინააღმდეგ ითამაშა.

ჩერნოგორიასთან 0:0-ის შემდეგ რუნიმ თქვა: "კოჭი საერთოდ არ მტკიებია".

ასეთი განცხადებით წახალისებულმა ჟურნალისტებმა "იუნაიტედის" ფორვარდს კითხვა გაუმოეორეს, ჩაეძიენ, მაშ საიდან მოიტანა ფერგიუსონმა მისი ტრავმის ამბავი.

"არ ვიცი" – მოკლედ უპასუხა რუნიმ და ასეთმა პასუხმა მყისვე წარმოშვა ეჭვი, რომ ვარსკვლავი "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალი ხუთწლიანი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებს.

უეინ რუნისა და მანჩესტერული კლუბის ამჟამინდელ ხელშეკრულებას ვადა მომდევნო სეზონის ბოლოს გაუდის. ამასთან დაკავშირებით, "იუნაიტედმა" ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ გამოამჟღავნა თავდამსხმელთან ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტის დადების სურვილი, თუმცა ამას ისეთი გაგრძელება არ მოჰყვა, როგორსაც "ოლდ ტრეფორდზე" ელოდნენ – მხარეები ამ ნახევარ წელიწადში მხოლოდ ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და, როგორც ტაბლოიდებმა შეიტყვეს, რუნიმ ორივეჯერ დრო და მოლაპარაკებების გადადება ითხოვა. ამბობენ, რომ ფორვარდის გადაბირება მადრიდის "რეალს" უნდა და ჯერ ერთი ხელფასს მანჩესტერელებზე არანაკლებს შესთავაზებს და მეორეც ესპანეთში ბრიტანეთთან შედარებით ხელფასი თურმე უფრო ნაკლებად იბეგრება.

ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ კი რუნი ძალიან შეაქო და თან, არ იკითხავთ, რისთვის? ჩერნოგორიასთან შეხვედრაში უხეშობისთვის, რომლისტვისაც ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო. სხვათაშორის, ამ ჯარიმისთვის რუნი ერთი-ორ გაზეთში გააკრიტიკეს კიდეც.

ეს გახლდათ ეპიზოდი, როდესაც ჩერნოგორიელი ელსანდ ჟვეროტიჩი სახიფათო კონტრშეტევას ანვითარებდა, რუნიმ კი შეტევა სარმით ჩაუშალა.

"ამ ეპიზოდში ყვითელი ბარათის მიღება ძალიან კარგი გამოსავალი იყო, რადგან ჩერნოგორია მეტისმეტად სახიფათოდ უტევდა" – თქვა კაპელომ.

ინგლისის ნაკრების თავკაცის მხრიდან ასეთ განცხადებას არავინ ელოდა, მითუმეტეს, რომ სულ ახლახან "ფულჰემის" კაპიტანმა და ინგლისის ეროვნული გუნდის ყოფულმა ნახევარმცველმა დენი მერფიმ განაცხადა, რომ მას უნახავს მწვრთნელები, რომლებიც თავის ფეხბურთელებს მოწინააღმდეგეების დაზიანებას ავალებენ.

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე