ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სტეფან ელ შაარავი - "ფარაონი" იტალიის ნაკრებში

სტეფან ელ შაარავი - "ფარაონი" იტალიის ნაკრებში

2009 წლის "მის იტალია" ელენა კარტელია ეგვიპტური წარმოშობის იტალიელი ფეხბურთელისგან ბავშვის გაჩენას გეგმავს
მიმდინარე სეზონში იტალიური "მილანის" შემტევი ნახევარმცველი სტეფან ელ შაარავი ჩინებულ ფორმაშია. 20 წლის ფეხბურთელს გოლები კლუბის მაისურითაც გააქვს და ეროვნულ ნაკრებშიც.

მეტიც, "მილანის" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში გოლის გატანა შეძლო, სწორედ "ფარაონი" (ელ შაარავის მეტსახელია. - ავტ.) გახლავთ - სტეფანი 19 წლის და 342 დღის იყო, როცა "ზენიტის" მეკარე დაამწუხრა.

სწორედ შედეგიანი თამაშის წყალობით "დაიმსახურა" ეგვიპტური წარმოშობის მქონე ფეხბურთელმა უფასო შვებულება, 20 წლის იუბილე "ჯენოას" კარში გატანილი გოლით აღნიშნა, სერია A-ს ბოლოსწინა ტურში კი, "ნაპოლისთან" 2:2 დასრულებულ მატჩში დუბლი შეასრულა და "მილანს" ქულა მოუტანა.

როგორც აღმოჩნდა, ელ შაარავის ოცნება მეგობარი გოგონასგან, მოდელ ელენა კარტელიასგან შვილის გაჩენა ყოფილა. კარტელიამ, რომელიც თავს 2009 წლის "მის იტალიას" ტიტულით იწონებს, ცოტა ხნის წინ გაამხილა, რომ ფეხბურთელისგან ბავშვის გაჩენას გეგმავს.

სტეფან ქარიმ ელ შაარავი 1992 წლის 27 ოქტომბერს სავონაში დაიბადა. ფეხბურთის თამაში ლეჯინოს საფეხბურთო აკადემიაში დაიწყო, მოგვიანებით კი "ჯენოას" ახალგაზრდულ გუნდში აღმოჩნდა.

2008 წლის 21 დეკემბერს 16 წლის "ფარაონის" დებიუტი შედგა სერია A-ს მატჩში, თუმცა იმ სეზონში ძირითად გუნდში მეტად აღარც გამოჩენილა და მხოლოდ ახალგაზრდულ შემადგენლობაში თამაშის შანსი ეძლეოდა.

2010 წლის ივნისში სტეფანი სერია B-ს კლუბ "პადოვაში" გაანათხოვრეს, ზუსტად ერთი წლის შემდეგ კი ელ შაარავი "მილანის" საკუთრება გახდა.

2011 წლის 18 სექტემბერს პირველად ითამაშა ახალი კლუბის შემადგენლობაში, მომდევნო ტურში კი "როსონერის" მაისურით სადებიუტო გოლიც გაიტანა.

"ფარაონმა" წელს უკვე ორჯერ მოახერხა დუბლის შესრულება, 3 ოქტომბერს კი, სანკტ-პეტერბურგში ჩატარებული მატჩის დროს, ჩემპიონთა ლიგაზე თავისი პირველი გოლიც გაიტანა...

"ფარაონს" 20 წელიწადი 2012 წლის 27 ოქტომბერს შეუსრულდა, იუბილე კი იმით აღნიშნა, რომ "ჯენოასთან" მატჩში გამარჯვების მომტანი ბურთი გაიტანა.

მიმდინარე სეზონში ეს სტეფანის მიერ გატანილი მე-7 გოლი გახლდათ და გარდა იმისა, რომ "მილანს" სამი ქულა მოუტანა, სანაძლეოც მოიგო.

საქმე ის არის, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე ელ შაარავი და "მილანის" კაპიტანი მასიმო ამბროზინი დანაძლევდნენ: თუ სტეფანი 7 გოლის გატანას შეძლებდა, მისი საზაფხულო შვებულების თანხას სწორედ ამბროზინი გადაიხდიდა.

ამგვარად, გამარჯვებულ ელ შაარავის ისღა დარჩენია, ზაფხულს და შვებულებას დაელოდოს. მით უმეტეს, სტეფანმა უკვე იცის, რომ "არდადეგებს" კარიბის კუნძულებზე გაატარებს:

"შვებულება უკვე დავგეგმე და ამის შესახებ კაპიტანსაც აუცილებლად ვაცნობებ. თავის დროზე ბერლუსკონიმ მითხრა, რომ თმა შევიჭრა, მაგრამ არა მგონია, ჩემი ვარცხნილობა დიდად ანაღვლებდეს, სანამ გოლების გატანას ვაგრძელებ", - თქვა ახალგაზრდა ფეხბურთელმა.

გოლები კი მართლაც ბევრი გააქვს - იტალიის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში "მილანს" ნეაპოლიდან ქულა სწორედ მისმა დუბლმა წამოაღებინა. მანამდე იტალიის ნაკრების შემადგენლობაშიც გაიტანა, გასულ ოთხშაბათს კი ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურშიც გაიბრწყინა.

სხვათა შორის, "ნაპოლისთან" მატჩის შემდეგ ელ შაარავის თამაშთან დაკავშირებით კომენტარი ანდრეი შევჩენკომაც გააკეთა:

"ჯერ კიდევ სულ ცოტა ხნის წინ ამ ფეხბურთელის შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდი, თუმცა მისი თამაშით უკვე მოხიბლული ვარ. "ნაპოლისთან" ბრწყინვალე გოლები გაიტანა. ძალიან მობილური მოთამაშეა, იცის, როგორ იმოძრაოს მოედანზე და შეტევასთან ერთად, დაცვასაც ხშირად ეხმარება.

ოღონდ ჩემთან შედარებას ნუ მომთხოვთ - ასეთი რაღაცები არ მიყვარს. სტეფანი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ თუ ასეთივე ტემპით განაგრძობს ზრდას, უდიდეს მოთამაშედ ჩამოყალიბდება.

"მილანისთვის" უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ცოტა ხანში ასეთივე იქნება იტალიის ნაკრებისთვისაც".

ასე მიაჩნია "მილანის" ყოფილ ვარსკვლავს. თავად ელ შაარავი კი...

"მინდა, რაც შეიძლება ხშირად ვიყო მოედანზე და სეზონის ბოლომდე 15 გოლი მაინც გავიტანო. რაც შეეხება გუნდის მიზნებს, ახლა ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. უბრალოდ, უნდა ვეცადოთ, ისევ გავიხსენოთ გამარჯვებების გემო.

ამისთვის კი საჭიროა, შექმნილი სახიფათო მომენტები უკეთ გამოვიყენოთ და დაცვაშიც უფრო მეტი ყურადღებით ვიმოქმედოთ. რაც შეეხება გუნდურ სულს, მის ნაკლებობას ისედაც არ ვუჩიოდით - ყოველთვის გულიანად ვთამაშობთ", - ამბობს სტეფან ელ შაარავი, "მილანის" და იტალიის ნაკრების ახალი ვარსკვლავი.

ყოველკვირეული ჟურნალი "რეიტინგი"

ასევე იხილეთ:

იტალია. სერია A. XIV ტური: "მილანმა" "იუვენტუსი" წააქცია [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. V ტური. ოთხშაბათის მატჩები [VIDEO]

სტევან ელ შაარავი: იმედია, მარიო ბალოტელისთან ერთად თამაშს შევძლებ

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა