ყრილობაზე ასევე აღმასკომიდან გარკვეული პირების გარიცხვის და ჩამოშორების საკითხი განიხილებოდა
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 10 დეკემბერს გაიმართება, - ეს გადაწყვეტილება ძიუდოს ეროვნული ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა 26 ნოემბერს გამართულ საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე მიიღო.

დელეგატების უმრავლესობის გადაწყვეტილებით, არჩევნები 10 დეკემბერს დაინიშნა, ხოლო 7 დეკემბრის 15:00 საათამდე უნდა მოხდეს კანდიდატების წარდგენა.

დღევანდელ საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე ძიუდოს ფედერაციის ახალი პრეზიდენტი უნდა აერჩიათ, თუმცა საკუთარი განცხადებების საფუძველზე, პრეზიდენტობის კანდიდატებად წარდგენაზე უარი განაცხადეს დავით ხახალეიშვილმა და მამუკა ხაბარელმა.

26 ნოემბერს მხოლოდ ეს ორი კანდიდატი იყრიდა კენჭს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა, როგორც ირკვევა, მათ საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე მოხსნეს კანდიდატურები და როგორც სხდომის მიმდინარეობისას სპორტის კომიტეტის ხელმძღვანელმა, შოთა ხაბარელმა აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შესაძლოა განიხილებოდეს იმ კუთხით, რომ ყოველგვარი კითხვის ნიშანი მოიხსნას სპორტის ამ ფედერაციის და ზოგადად, სპორტის ფედერაციის პოლიტიზების თემასთან დაკავშირებით და გადაწყვეტილებები მიიღონ მხოლოდ სპორტის ამ სფეროს წარმომადგენლებმა და აღმასრულებელმა კომიტეტმა.

უმრავლესობის აზრით, 26 ნოემბერს პრეზიდენტის არჩევა ნაადრევი იქნებოდა და ამიტომ დაახლოებით 2-კვირიანი ვადა აიღეს იმისთვის, რომ პოზიციები ზუსტად ჩამოყალიბდეს.

გარდა პრეზიდენტის არჩევნების დღის დანიშვნისა, ყრილობაზე განიხილებოდა საკითხი აღმასკომიდან გარკვეული პირების გარიცხვის და ჩამოშორების, რომლებიც, როგორც სხდომაზე აღინიშნა, არ იყვნენ ძიუდოს ოჯახის წევრები და ისინი წინა ხელისუფლების დროს დაინიშნენ პოლიტიკური ან თანამდებობრივი ნიშნით;

ყრილობაზე ოთხი პიროვნების კომისიიდან გაყვანის საკითხი განიხილება. ესენი არიან გია უდესიანი, დავით გობეჯიშვილი, მერაბ ჩიქობავა და გიორგი ასანიძე.

ამ პიროვნებების გარიცხვასთან დაკავშირებით დელეგატებს შორის აზრები გაიყო და ამ დროისთვის ყრილობაზე ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.

interpressnews.ge

ასევე იხილეთ:

დავით ხახალეიშვილი: შოთა ხაბარელი ქართულ ძიუდოს უნდა ჩამოშორდეს

თამაზ თევზაძე დავით ხახალეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

ინციდენტის გამოხმაურება: ეს იყო უკანასკნელი რეციდივი ძიუდოში

მორიგი უსიამოვნება ქართულ ძიუდოში: რატომ იჩხუბეს შუკვანმა და გუჯეჯიანმა?

გურამ პაპიტაშვილი: ურთიერთგაგებაში ძალიან მოვიკოჭლებთ

ირაკლი ცირეკიძე: ჩვენ ძიუდოისტებს ქართულად ჭიდაობაში არ ვზღუდავთ

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე