ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ინგლისი. პრემიერლიგა. XIII ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები

ინგლისი. პრემიერლიგა. XIII ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები

რაფაელ ბენიტესს ლონდონის "ჩელსის" თავგადაკლული ფანების გულის მოგება ძალიან გაუჭირდება

სამწვრთნელო ასპარეზზე რაფა ბენიტესის დაბრუნება, რასაკვირველია, კიდევ დიდხანს იქნება ინგლისური პრესის ფავორიტი თემა.

ამ წუთას ის მასმედიის წარმომადგენლებისგან ზეწოლას ნაკლებად გრძნობს, რადგან ჯერ ერთი კვირაც არ გასულა, რაც ესპანელმა ეს ნაბიჯი გადადგა, მაგრამ თუკი რაფამ "ლურჯების" თამაშის ხარისხი უახლოეს ხანებში არ გამოასწორა, ცხადია, მას არც ჟურნალისტები და არც ფანები არ დაინდობენ.

სიმართლე ითქვას, უკანასკნელები მას გაშლილი ხელებით არც სადებიუტო მატჩისას შეხვედრიან. "სტემფორდ ბრიჯზე" მრავლად ნახავდით მისი წინამორბედის სამადლობელ პლაკატებს და ეს კიდევ არაფერი - ჩვენ გვიყვარს რობერტო დი მატეო, ბენიტესს კი ვერასოდეს მივიღებთო, ღაღადებდა მავანი გულშემატკივრის ბანერი.

ბენიტესს ინგლისურ ფეხბურთში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და უნდა ესმოდეს, რომ "ჩელსის" თავგადაკლული ფანების გულის მოგება ძალიან გაუჭირდება. ამ ყოველივეზე 52 წლის სპეციალისტი "სიტისთან" მატჩის დასრულების შემდეგ ალაპარაკდა:

"ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და შესაძლო შეცდომების შესაძლებლობა მინიმუმამდე დავიყვანეთ. მათ შორის - ისეთების, რომლის უფლებასაც გუნდი წინა მატჩებში ხშირად აძლევდა საკუთარ თავს.

თავდაპირველად, "სიტის" კონტრიერიშებმა სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა, თუმცა მეორე ტაიმში ბევრად ეფექტურად ავთამაშდით. დაცვამ მართლა მაღალ დონეზე ითამაშა. შუა ხაზი კი სათანადოდ შეთამაშებული არ მომეჩვენა. ამ მხრივ მუშაობა კიდევ მოგვიწევს.

ფერნანდო ტორესი, გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრს მოძრაობს. მას მთელი გუნდი უნდა დაეხმაროს, რათა იმის მოლოდინში არ ვიყოთ, როდის შეუქმნის "ელ ნინიო" თავის თავს საგოლე სიტუაციას. თავდამსხმელებს მეტი ხელის შეშველება სჭირდებათ.

სულაც არ ვცდილობ გუნდის აშენებას ფერნანდოს გარშემო. ჩემი მიზანია, გუნდის აგება თავდამსხმელისა და ვინგერების ირგვლივ. რაკი ამ წუთას შეტევების დაგვირგვინება ტორესს ევალება, გამოდის, რომ ჩვენ მასზე უნდა ვითამაშოთ. იმავეს გავაკეთებთ, როცა მის პოზიციაზე ვიქტორ მოზესი ან დენიელ სტარიჯი აღმოჩნდებიან.

მთელი ჩემი ყურადღება მატჩის მიმდინარეობაზე იყო გადატანილი და ფანებს ნაკლებად ვუსმენდი. მესმის იმ ადამიანების, რომლებიც წარსულის გამო ჩემში ჯერ კიდევ მეტოქეს ხედავენ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ უმრავლესობას ესმის, მე პროფესიონალი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამჟამინდელ კლუბთან ერთად დადებით შედეგებს მივაღწიო.

გულშემატკივრები თავიანთ გუნდს ყოველთვის გვერდში უდგანან ხოლმე. იმედს ვიტოვებ, ადრე თუ გვიან მათ ნდობას მაინც მოვიპოვებ.

როგორ ვაპირებ ჩემდამი დამოკიდებულების შეცვლას? თავდადებული შრომითა და გამარჯვებებით".

ტურის გმირი: ხორდი გომესი

"უიგანში" ხორდი გომესი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად არც კი განიხილებოდა. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო აქამდე. 27 წლის უკანდახეული თავდამსხმელი ფრანკო დი სანტოს შემცვლელის როლით კმაყოფილდებოდა. მან პრემიერლიგის 10 შეხვედრაში ითამაშა და აქედან 7-ჯერ შეცვლაზე.

ამ ყოველივეს ფონზე გომესის აფეთქება და ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება შეიძლება ვიღაცისთვის მოულოდნელი იყოს, მაგრამ "რედინგის" კარში შესრულებული ჰეთ თრიკით მან ეს ალალად დაიმსახურა.

ტურის მწვრთნელი

"უიგანმა" XIII ტურში უშუალო კონკურენტი "რედინგი" მატჩის ბოლო წამებზე გატანილი ბურთის წყალობით დაამარცხა. რობერტო მარტინესმა ცუდ ფორმაში მყოფი ძირითადი თავდამსხმელის ნაცვლად მისი დუბლიორი დააყენა და როგორც იტყვიან, ათიანში გაარტყა.

ტურის სიმბოლური ნაკრები, "ლელოს" ვერსიით

პეპე რეინა (ლივერპული)

პაბლო საბალეტა (მანჩესტერ სიტი), სებასტიან ბასონგი (ნორვიჩი), კირან კლარკი (ასტონ ვილა) ლეიტონ ბეინსი (ევერტონი)

გასტონ რამირესი (საუთჰემპტონი), დარენ ფლეტჩერი (მანჩესტერ იუნაიტედი), გარეთ ბეილი (ტოტენჰემი), ადამ ლალანა (საუთჰემპტონი)

ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი), ხორდი გომესი (უიგანი)

სატურნირო ცხრილი

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1

იუნაიტედი

13

10

0

3

32-18

30

2

სიტი

13

8

5

0

25-10

29

3

ვესტ ბრომვიჩი

13

8

2

3

23-15

26

4

ჩელსი

13

7

4

2

24-13

25

5

ევერტონი

13

5

6

2

23-17

21

6

არსენალი

13

5

5

3

23-13

20

7

ტოტენჰემი

13

6

2

5

23-22

20

8

ვესტ ჰემი

13

5

4

4

16-15

19

9

სუონსი

13

4

5

4

18-16

17

10

ფულჰემი

13

4

4

5

25-23

16

11

ლივერპული

13

3

7

3

17-16

16

12

სტოკ სიტი

13

3

7

3

11-11

16

13

ნორვიჩი

13

3

6

4

10-19

15

14

ნიუკასლი

13

3

5

5

13-19

14

15

უიგანი

13

4

2

7

15-23

14

16

სანდერლენდი

12

2

6

4

12-16

12

17

საუთჰემპტონი

13

3

2

8

20-30

11

18

ასტონ ვილა

13

2

4

6

10-22

10

19

რედინგი

12

1

6

5

16-22

9

20

ქუინზ პარკი

13

0

4

9

10-26

4

ბომბარდირები

10 - ლუის სუარესი (ლივერპული)

8 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), დემბა ბა (ნიუკასლი)

7 - მიგელ მიჩუ (სუონსი), ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი)

6 - ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი), მარუან ფელაინი (ევერტონი), სტივენ ფლეტჩერი (სანდერლენდი), კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი)

ასისტენტები

6 - ხუან მატა (ჩელსი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი)

5 - ედენ აზარი (ჩელსი), ბრაიან რუისი (ფულჰემი)

4 - თეო უოლკოტი (არსენალი), ადამ ლალანა (საუთჰემპტონი), კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი), უეინ რუტლეჯი (სუონსი), ჯობი მაკანუფი (რედინგი), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), შეინ ლონგი (ვესტ ბრომვიჩი)

გოლი+პასი

12 - ლუის სუარესი (ლივერპული) - 10+2, რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 8+4

10 - ხუან მატა (ჩელსი) - 4+6, კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი) - 6+4

9 - მარუან ფელაინი (ევერტონი) - 6+3, ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი) 7+2, შეინ ლონგი (ვესტ ბრომვიჩი) - 5+4

8 - დემბა ბა (ნიუკასლი) - 8+0, მიგელ მიჩუ (სუონსი) - 7+1, ედენ აზარი (ჩელსი) - 3+5, უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი) 2+6

გაფრთხილებები

6 - დინ უაიტჰედი (სტოკ სიტი), ანხელ რანხელი (სუონსი), კრეიგ გარდნერი (სანდერლენდი)

5 - ჯეიმს მაკარტური (უიგანი), ერიკ ლიშაი (ასტონ ვილა), პოლ სქოულზი (მანჩესტერ იუნაიტედი), კარიმ ელ-აჰმადი (ასტონ ვილა), მარკ ნოუბლი (ვესტ ჰემი)

4 - ჯეიმს კოლინზი (ვესტ ჰემი), ჯეიმს პერჩი (ნიუკასლი), ლუის სუარესი (ლივერპული), უინსტონ რიდი (ვესტ ჰემი), ფილ ნევილი (ევერტონი), ხონას გუტიერესი (ნიუკასლი), სამბა დიაკიტე (ქუინზ პარკი), ესტებან გრანერო (ქუინზ პარკი), კრის ბერდი (ფულჰემი), მორგან შნაიდერლინი (საუთჰემპტონი), ჯეიმს მაკარტი (უიგანი)

სეზონის 5 საუკეთესო ფეხბურთელი EA SPORTS-ის მიხედვით

1. კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი)

2. რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)

3. ლეიტონ ბეინსი (ევერტონი)

4. ხუან მატა (ჩელსი)

5. ედენ აზარი (ჩელსი)

ზოგადი სტატისტიკა დღეისთვის

129 მატჩი

86 მოგება

43 ფრე

62 მშრალად შენახული კარები

11 უგოლო მატჩი

360 გოლი

20 პენალტი

2.83 საშუალო შედეგიანობა

17 ავტოგოლი

448 ფეხბურთელი

289 ლეგიონერი

71 ეროვნების მოთამაშე

26.2 საშუალო ასაკი

3 ჰეთ თრიკი

368 ყვითელი ბარათი

21 წითელი ბარათი

ინგლისი. პრემიერლიგა. XIV ტური

27 ნოემბერი

სანდერლენდი-ქუინზ პარკი 23:45

ასტონ ვილა-რედინგი 00:00

28 ნოემბერი

საუთჰემპტონი-ნორვიჩი 23:45

სტოკ სიტი-ნიუკასლი 23:45

სუონსი-ვესტ ბრომვიჩი 23:45

ტოტენჰემი-ლივერპული 23:45

ჩელსი-ფულჰემი 23:45

ევერტონი-არსენალი 23:45

უიგანი-სიტი 23:45

იუნაიტედი-ვესტ ჰემი 00:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ინგლისი. პრემიერლიგა. XIII ტური: სერ ალექს ფერგიუსონის ჩვეული მანტია [VIDEO]

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა