ბათუმში გაიმართა ალექსანდრე კილაძისა და ვალერი ალთაბაევის მემორიალი. შეჯიბრება სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა და მასში სამი ქვეყნის გუნდები მონაწილეობდნენ - საქართველოს, აზრებაიჯანის და სომხეთის...

ბათუმში გაიმართა ალექსანდრე კილაძისა და ვალერი ალთაბაევის მემორიალი. შეჯიბრება სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა და მასში სამი ქვეყნის გუნდები მონაწილეობდნენ - საქართველოს, აზრებაიჯანის და სომხეთის...

18-წლამდელებში 4 გუნდი თამაშობდა. პირველ ადგილზე გავიდა "ბათუმი", მეორეზე - ბაქოს ნაკრები, მესამეზე - "ქუთაისი", მეოთხეზე - "ერევანი".

16-წლამდელთა ჩემპიონატშიც ქართულმა გუნდმა გაიმარჯვა - პირველობა არავის დაუთმო "ქუთაისმა", მეორე იყო "ერევანი", მესამე - "ბათუმი".

14-წლამდელთა ტურნირში ჩემპიონობა დაიბრუნეს ბათუმელებმა. მეორე ადგილი დაიკავეს ქუთათურებმა, მესამე - ფოთელებმა.

მემორიალის დასრულების შემდეგ აჭარის კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელ ბადრი შამილაძეს ვესაუბრეთ, რომელმაც გვითხრა, რომ 18-წლამდელებში შეჯიბრების ორგანიზატორი ბათუმის მერია იყო; 16-წლამდელებში - აჭარის კულტურისა და სპორტის სამსახური; ხოლო 14-წლამდელებში - ბათუმის კომპლექსური სპორტსკოლა.

- სახელოვანი სპორტსმენების, ალექსანდრე კილაძისა და ვალერი ალთაბაევის მემორიალი ჩვენს ქალაქში მესამედ ჩატარდა. ისევე, როგორც ადრე შეჯიბრებამ დიდი ინტერესი გამოიწვია და საინტერესოდ ჩაიარა. გამარჯვებულები ფასიანი სამახსოვრო პრიზებით დაჯილდოვდნენ. შეჯიბრებაში მონაწილეობის სურვილი ბულგარეთისა და თურქეთის გუნდებმაც გამოთქვეს, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლა ვერ მოახერხეს. ამის მიზეზი სხვადასხვა სახის ტექნიკური პრობლემა იყო. საქართველოს კალათბურთის ფედერაცია მხარდაჭერას დაგვპირდა და ვიმედოვნებთ, რომ გაისად მემორიალი უფრო მასშტაბური გახდება, - გვითხრა ბატონმა ბადრიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა