გვარდიოლას მრჩევლის თქმით, პეპი გადაწყვეტილებას იანვარში ან თებერვალში მიიღებს

სად იმუშავებს ხოსეპ გვარდიოლა? საფეხბურთო მსოფლიოსთვის დღესდღეობით ეს კითხვა ყველაზე აქტუალურია.

"ბარსას" ექს-თავკაცის კანდიდატურა განიხილება ყველგან, სადაც დიდი ამბიციები აქვთ და მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია, ან შეიძლება ახლო მომავალში გახდეს ვაკანტური.

თვითონ პეპი არაფერს ამბობს - ისვენებს. ახალი ის არის, რომ "მილანის" პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ თქვა, ზუსტად ვიცი, პეპის ფავორიტი "მანჩესტერ სიტიაო".

დატოვა თუ არა 41 წლის გვარდიოლამ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა, მაშინვე დაიწყო სპეკულაციები და დღემდე ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება.

მთელი ჭორ-მართალიდან ისეთი ტენდენცია იკვეთება, რომ ევროპული გრანდებიდან პეპის ხელში ჩაგდება ყველაზე მეტად ლონდონის "ჩელსის", მიუნხენის "ბაიერნს", "მანჩესტერ სიტის" და "მილანს" უნდათ.

"როსონერის" პატრონი ბერლუსკონი კი ამბობს, რომ პეპის ხელში ჩაგდების საუკეთესო შანსი "სიტის" აქვს.

მანჩესტერული კლუბი პრემიერლიგაში კარგად ასპარეზობს, ჩემპიონთა ლიგაში კი წარმატებას ვერა და ვერ მიაღწია.

რობერტო მანჩინის გუნდი ზედიზედ მეორედ ჩარჩა ჯგუფში, რის გამოც "სიტის" ბოსები იტალიელის გაშვებაზე უკვე სერიოზულად ფიქრობენ.

როგორც ირკვევა, "სიტი" უკვე სერიოზულად ჩაება გვარდიოლასთვის ბრძოლაში და თუ ბერლუსკონის დავუჯერებთ, ფავორიტია.

"გვარდიოლას დარ მწვრთნელს ვინ არ ისურვებდა? ლოგიკურია, რომ პეპის ხელში ჩაგდება ბევრს უნდა.

ინგლისური კლუბებიდან ყველაზე მეტად "მანჩესტერ სიტი" აქტიურობს. ამ კლუბის ხელმძღვანელებს კარგად ვიცნობთ და ვიცით, რომ ბრძოლაში ჩაებნენ.

ჩემი ინფორმაციით, თვითონ გვარდიოლას ფავორიტიც სწორედ "სიტია". ჩვენ მაინც ბოლომდე ვიბრძოლებთ, მაგრამ ფაქტია, რომ მისი დათანხმება გაგვიჭირდება," - უთხრა ბერლუსკონიმ ჩვენს იტალიელ კოლეგებს.

სილვიოს თქმით, დიდი შანსია, ამ ორომტრიალში გადამწყვეტი როლი ჩიკი ბეგირისტაინის ფაქტორმა ითამაშოს, რომელიც "ბარსას" ყოფილი ფუნქციონერია და ახლახან "სიტის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა.

აბრამოვიჩი ზღაპრულ შეთავაზებას ამზადებს

ინგლისური მედია კი იუწყება, რომ "ჩელსის" მფლობელი რომან აბრამოვიჩი გვარდიოლას კონკრეტულ და ზღაპრულ შეთავაზებას უმზადებს.

ESPN-ის ცნობით, აბრამოვიჩი პეპს ხელფასის სახით წელიწადში 25 მილიონ ევროს შესთავაზებს! გვარდიოლას მრჩევლის თქმით, პეპი გადაწყვეტილებას იანვარში ან თებერვალში მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა