ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს ჩემპიონატი. XVII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

საქართველოს ჩემპიონატი. XVII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

პირველი ეტაპის ბოლომდე ორი მთავარი პასუხგაუცემელი კითხვაა: რომელი გუნდი გახდება "ზამთრის ჩემპიონი" და როგორ დაკომპლექტდება ზედა ექვსეული
ჩვენს ჩემპიონატს ინტრიგას და უკომპრომისობას ნამდვილად ვერ დავუწუნებთ და ეს გასულმა ტურმაც დაადასტურა.

მოდი, ჯერ უკომპრომისობაზე ვთქვათ: ამ სეზონში მართლაც თვალშისაცემია საყაიმო ანგარიშების ნაკლებობა და გამონაკლისი არც XVII ტური იყო (მხოლოდ ერთი ფრე, თანაც "როგორი" დაფიქსირდა). სეზონის დაწყებიდან მსგავსი შემთხვევა არაერთხელ ყოფილა. ისეთი ტურებიც გვახსოვს, საერთოდ, არც ერთი ფრე რომ არ დაფიქსირებულა.

გამონაკლისი (ანუ "მშვიდობიანი") კი VII ტური იყო, როცა ექვსიდან სამი მატჩი ფრედ დამთავრდა.

თუმცა, მეორე მხრივ, ასეთი უკომპრომისობა არც უნდა გვიკვირდეს: მეორე ეტაპზე ხომ ყველა გუნდს გადაჰყვება პირველ ეტაპზე მოგროვილი ქულები (თანაც, "სრულად") და, წინა სეზონისგან განსხვავებით, ამჯერად, ფაქტობრივად, არც ყოფილა "საჭირო" თუ "არასაჭირო" თამაშები.

ახლა კი ინტრიგაზეც, მით უფრო, რომ გასული ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში სიტუაცია მართლაც დაიძაბა: თბილისის "დინამოსა" და უახლოეს მდევარ "დილას" შორის ქულათა სხვაობა სამ ქულამდე შემცირდა; საუკეთესოთა ექვსეულში მოსახვედრად მებრძოლმა "მეტალურგმა" კი თავის კონკურენტებთან ("ზესტაფონი", "ზუგდიდი") ჩამორჩენა, შესაბამისად, ხუთ და ექვს ქულამდე შეამცირა.

ანუ, ფაქტობრივად, ისეთი სიტუაციაა, რომ პირველი ეტაპის ბოლომდე ორი მთავარი პასუხგაუცემელი კითხვაა დარჩენილი: რომელი გუნდი გახდება "ზამთრის ჩემპიონი" და როგორ დაკომპლექტდება ზედა ექვსეული.

კინაღამ დაგვავიწყდა: შემოდგომა-ზამთრის "მარათონული ეტაპი" უკვე დაწყებულია და 2-დან 23 დეკემბრის ჩათვლით გუნდებს ხუთ-ხუთი მატჩის ჩატარება მოუწევთ. ახლა, მთავარია, რომ უამინდობამ არ შეგვიშალოს ხელი, თორემ, აბა, გაიხსენეთ შარშან როგორც მოხდა: ზუსტად ნოემბრის ბოლო რიცხვებში თოვლი მოვიდა და ტურის თითქმის ყველა მატჩი გადაიდო!

უფრო ზუსტად, მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩატარდა: თბილისში "ზე-ემ-კას" დასახლებაში მდებარე "მერანის" სტადიონზე, აუტანელ სიცივეში და ფეხბურთისათვის ყოვლად გამოუსადეგარ მოედანზე "გაგრამ" რომ "ბაიას" უმასპინძლა...

...ვიდრე გასული ტურის გამორჩეულ ფაქტებსა თუ მოვლენებს გავიხსენებთ, კვლავაც გვინდა სეზონის მთავარ ინტრიგას დავუბრუნდეთ. ანუ "საჩემპიონო რბოლას" ვგულისხმობთ და როგორც უკვე აღვნიშნეთ, სწორედ დარჩენილი 5 ტური გამოავლენს "ზამთრის ჩემპიონს".

ჰოდა, ამ არაოფიციალური "ტიტულის" მოსაპოვებლად მებრძოლი ორივე გუნდის დარჩენილი მატჩების განრიგიც გვინდა შემოგთავაზოთ და დასკვნები თავად გამოიტანეთ: თბილისის "დინამოს" უფრო ხელსაყრელი კალენდარი აქვს თუ გორის "დილას"...

2 დეკემბერი:

"დინამო"-"ჩიხურა", "მეტალურგი" - "დილა"

8 დეკემბერი:

"სიონი"-"დინამო", "დილა"-"ტორპედო"

12 დეკემბერი:

"დინამო"-"ზუგდიდი", "დინამო"(ბთ)-"დილა"

16 დეკემბერი:

"დინამო"-"მერანი", "დილა"-"კოლხეთი"

23 დეკემბერი:

"ზესტაფონი"-"დინამო", "მერანი"-"დილა"

უხერხული მეტოქე

უმაღლეს ლიგაში "ვიტ ჯორჯია" 1998 წლიდან ასპარეზობს და იქიდან მოყოლებული, თბილისის "დინამოსთვის" ყველაზე უხერხულ მეტოქედ იქცა. თავად განსაჯეთ: ამ 14 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ (1998-99 წლების სეზონი) იყო, "დინამომ" სეზონის ყველა დაპირისპირებაში რომ შეძლო " ვეტერინართა" დამარცხება!

საერთოდაც, ბოლო წლებია, რაც "დინამოს" ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა გაიზარდა, თორემ 2010 წლამდე ამ მეტოქეთა შორის, ფაქტობრივად, აბსოლუტური თანაფარდობა იყო!

მოკლედ, ბევრი მართლაც არ მოელოდა, რომ უშუალო კონკურენტთან "დილასთან" შთამბეჭდავი გამარჯვების (თანაც, მეტად და მეტად ხარისხიანი ფეხბურთის ფონზე) მერე "დინამო" სადმე წაიფორხილებდა, მაგრამ მერაბ კოჭლაშვილის დამოძღვრილი ახალგაზრდული "ვიტ ჯორჯია" ხომ განსაკუთრებული მოტივაციით სწორედ... ფავორიტებთან თამაშობს და ასე მოხდა ამ ტურშიც.

შეგახსენებთ, რომ "ვეტერინარებმა" ამ სეზონში "დილასა" და "მეტალურგს" სტუმრად სძლიეს, "დინამოსთან" ფრედ ითამაშეს და "ზესტაფონთანაც" მატჩის ბოლო წუთზე, დრამატულ ბრძოლაში დამარცხდნენ.

აქვე ამ მატჩის მეგოლეებზეც ვთქვათ: 32 წლის ჩისკოს მართლაც ეფექტური გოლი აღარავის გვიკვირს, აი, მასპინძელთა 23 წლის თავდამსხმელმა ლაშა გაბრიჭიძემ უმაღლეს ლიგაში თავისი მეორე გოლი გაიტანა.

ისე, ამ შეხვედრის მსვლელობისასაც და მერეც დინამოელებს მსაჯობასთან დაკავშირებით "რამდენიმე" კითხვა ჰქონდათ, მაგრამ ახალგაზრდა "ვეტერინართა" გარჯას ყოველივე მაინც ვერ დააკნინებს.

საჭირო დასკვნა

მართლაც ძალიან ძნელია, როცა ზედიზედ 11 გამარჯვების მერე უშუალო კონკურენტთან დიდი ანგარიშით და უშანსოდ წააგებ, მაგრამ "დილამ" მალე მოახერხა ამ ფსიქოლოგიური "შოკის" დაძლევა და არცთუ იოლ შეხვედრაში ერთობ საჭირო სამი ქულა მოიპოვა.

"დინამოსთან" მარცხის შემდეგ "დილას" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე გადაადგილება მოახდინა და სასურველ შედეგსაც მიაღწია.

აქვე საინტერესო დეტალიც: საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, "დილამ" საშინაო მატჩში რომ შეძლო "ზესტაფონის" დამარცხება! ეგ კი არა, ამ გუნდებს შორის წინა სეზონამდე ჩატარებული ყველა მატჩი "ზესტაფონის" გამარჯვებით სრულდებოდა და აი, გორელებმა შარშან და წლეულს ორ-ორჯერ მოგებით ეს ნავსი გატეხეს.

შეხვედრის ერთადერთი გოლი კი 29 წლის ცენტრალურმა მცველმა გიორგი ონიანმა გაიტანა, რომელიც ირაკლი მოდებაძესთან, გიორგი კახელიშვილთან და... თანაამპლუელ გულვერდ თომაშვილთან ერთად "დილას" საუკეთესო ბომბარდირია (ყველას - 3-3 გოლი აქვს გატანილი).

სხვათა შორის, ონიანს "ზესტაფონის" კარში გატანილი გოლი არც უზეიმია: "დილაში" გამოსვლამდე ხომ სამი სეზონის განმავლობაში სწორედ ამ იმერული კლუბის ღირსებას იცავდა და ორჯერ საქართველოს ჩემპიონიც გახდა.

აქვე "ზესტაფონის" დებიუტანტ მწვრთნელს დავით მუჯირსაც უნდა თანავუგრძნოთ: სამივე შეცვლა ხომ, ფაქტობრივად, იძულებით გააკეთა. ამასთან, 22 წლის ცენტრალური მცველის, გიორგი კაჭკაჭიშვილის მართლაც "არასაჭირო" გაძევებამაც გარკვეული გავლენა მოახდინა მატჩის საბოლოო შედეგზე.

ჩაძირული ზღვისპირეთი

17 ტურის მერე არც ერთი გამარჯვება და ზედიზედ 10 მარცხი - აი, ასეთია ფოთის "კოლხეთის" "მონაგარი" ამ სეზონში; ამას კი, არ დავმალავთ და, ძნელად წარმოიდგენდა ვინმე.

თუმცა, რეალობას ვერ გავექცევით - უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი "სტაჟიანი" გუნდი "გადამრჩენელ" ადგილს უკვე 14 ქულით ჩამორჩება და ფაქტია, რომ "კოლხეთს" სერიოზულზე სერიოზული ბრძოლა მოუწევს უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებისათვის.

იგივეს თქმა შეიძლება შავიზღვისპირეთის კიდევ ერთ წარმომადგენელზე, ბათუმის "დინამოზე", 1990-98 წლებში საქართველოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად რომ მიიჩნეოდა.

სამწუხაროდ, ვერც ბათუმელები დაიკვეხნიან წარმატებული თამაშით და 9-მატჩიანი მოუგებელი სერიაც დაუგროვდათ...

ტურის მეგოლეები და სხვა...

ამ სეზონის ნამდვილმა აღმოჩენამ "ჩიხურამ" ზედიზედ მეოთხე მატჩი ისე მოიგო, რომ გოლი არ გაუშვია!

გამოცდილი სპეციალისტის, სოსო ფრუიძის დამოძღვრილი გუნდი მართლაც სამართლიანად იმყოფება მესამე ადგილზე და ზედა ექვსეულში მოხვედრა, ფაქტობრივად, გარანტირებული აქვს. "ჩიხურაში" გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების ჩინებული "ნაზავი" ჩამოყალიბდა და ყოველივე ამაში სეზონის დაწყებიდან უკვე არაერთი გუნდი დარწმუნდა.

აი, ახლაც, მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარეს 31 წლის დავით ოდიკაძემ და 20 წლის დავით კირკიტაძემ, რომელთა გოლებითაც "ჩიხურამ" დამაჯერებელი რევანში აიღო "ზუგდიდთან" პირველ წრეში წაგებული, ცოტა არ იყოს, სკანდალური მატჩის (2:4) გამო.

აღსანიშნავია, რომ ამპლუით მარჯვენა მცველი დავით ოდიკაძე "ჩიხურას" საუკეთესო მეგოლეა და საერთოდაც, ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაშიც ჩაერთო! ოდიკაძეს და კირკიტაძეს ზედიზედ მეორე ტურია, გოლები გააქვთ, ისე, როგორც "მერანის" 22 წლის თავდამსხმელს საბა ლომიას, რომელიც 5 გოლით თავისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

ამათგან განსხვავებით, სეზონში პირველი გოლები გაიტანეს 23 წლის ბექა ტუღუშმა ("ტორპედო"), 24 წლის გიორგი ჭედიამ და 21 წლის ვილი ისიანმა (ორივე - "სიონი"). აღსანიშნავია, რომ ისიანმა გოლის გარდა, საგოლე პასიც მიითვალა და თანაგუნდელ, 26 წლის გიორგი ქუცურუასთან ერთად ლომის წილი შეიტანა კონკურენტ "მერანის" დამარცხებაში.

ცალკე უნდა აღვნიშნოთ ძმების შედეგიანი თამაშიც: 27 წლის გიორგი დათუნაიშვილმა ("ტორპედო") ჩემპიონატში მეხუთე გოლი გაიტანა, 29 წლის პაატა დათუნაიშვილმა ("კოლხეთი") კი - მესამე.

დაბოლოს, ირაკლი სიხარულიძეზეც: "მეტალურგის" 22 წლის ცენტრფორვარდი ამ ტურში ერთადერთი ფეხბურთელი გახლდათ, "დუბლი" რომ შეასრულა.

სიხარულიძეს "არ ჩამორჩა" მისი გამოცდილი თანაგუნდელი, 29 წლის დიმიტრი ტატანაშვილი და "მეტალურგის" ფორვარდთა "დუეტს" ხუთ-ხუთი გოლი დაუგროვდა.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XII ტური

ვიტ ჯორჯია-დინამო 1:1 - არაპროგნოზირებადი დერბი [VIDEO]

დილა-ზესტაფონი 1:0 - ნავსი გატყდა [VIDEO]

ჩიხურა-ზუგდიდი 2:0 - დამაჯერებელი რევანში [VIDEO]

სიონი-მერანი 2:1 - პირველი ბოლნისური

დინამო (ბთ)-ტორპედო 0:2 - ქუთათურებმა ხასიათი გამოიკეთეს

კოლხეთი-მეტალურგი 2:3 - ფოთში დამარცხებულებს ასამართლებენ

სატურნირო ცხრილი

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1

დინამო (თბ)

17

12

4

1

47-14

40

2

დილა

17

12

1

4

28-11

37

3

ჩიხურა

17

11

2

4

27-14

35

4

ტორპედო

17

10

2

5

32-16

32

5

ზუგდიდი

17

8

5

4

21-14

29

6

ზესტაფონი

17

8

4

5

22-14

28

7

მეტალურგი

17

7

2

8

14-22

23

8

მერანი

17

5

2

10

11-26

17

9

ვიტ ჯორჯია

17

4

5

8

11-23

17

10

სიონი

17

4

5

8

13-26

17

11

დინამო (ბთ)

17

2

3

12

17-38

9

12

კოლხეთი

17

0

3

14

8-33

3

ცხრილი შედგენილია GFF.GE-ს მიხედვით

ბომბარდირები

დვალი (დინამო თბ) 12

ჩისკო (დინამო თბ) 10

ალვარო (დინამო თბ) 9

საბანაძე (ტორპედო) 7

ოდიკაძე (ჩიხურა) 7

მომდევნო, XVIII ტური

2 დეკემბერი, კვირა

მერანი-დინამო (ბთ)

ტორპედო-კოლხეთი

ზუგდიდი-სიონი

მეტალურგი-დილა

ზესტაფონი-ვიტ ჯორჯია

დინამო (თბ)-ჩიხურა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"დილამ" ქუთაისში მოიგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა