24 წლის თავდამსხმელმა თავი საფრანგეთის მე-4 ლიგის "ოასელში" ჩატარებულ პირველივე ოფიციალურ შეხვედრაში გამოიჩინა
ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა კანდიდატმა მიხეილ ბარაბაძემ საფრანგეთის მე-4 ლიგის "ოასელთან" კონტრაქტი გააფორმა.

ხელშეკრულება 17 ნოემბერს გაფორმდა და 24 წლის ქართველმა თავდამსხმელმა უკვე პირველი ოფიციალური შეხვედრის ჩატარება მოასწრო - 24 ნოემბერს "ოასელი" "პარიზს" შეხვდა და 2:1 მოუგო. ორივე გოლი ბარაბაძემ გაიტანა.

"2009-10 წლებში ნაციონალური (მე-2) ლიგის "რუანში" ვთამაშობდი, მაგრამ მძიმე ტრავმა მივიღე და ფორმის აღსადგენად ცხინვალის "სპარტაკთან" ხანმოკლე კონტრაქტი გავაფორმე. თუმცა სულ ევროპაში დაბრუნებაზე ვფიქრობდი და სეზონის დასრულების შემდეგ საქართველოდან წავედი.

გუჯა კახაძის სპეციალური კურსები გავიარე და სისწრაფეს მოვუმატე. მერე საფრანგეთში მე-4 ლიგის "ოასელთან" კონტრაქტის გაფორმებას ვაპირებდი. თებერვალში ჩავფრინდი, როდესაც სატრანსფერო სეზონი დახურული იყო და კონტრაქტის გაფორმება შეუძლებელი აღმოჩნდა. არადა, ამხანაგურ მატჩებში ბევრი გოლი გავიტანე და "ოასელს" ჩემი გაშვება არ სურდა. მერე შევთანხმდით, რომ კლუბს ივნისიდან შევუერთდებოდი, მაგრამ სავიზო პრობლემების გამო საფრანგეთში თამაშის უფლება მხოლოდ ახლა მივიღე.

სამწუხაროდ, სამუშაო ვიზის მოლოდინში ერთი წელი გამიცდა. საფრანგეთში ორი კვირის დღის წინ ჩამოვედი, კონტრაქტი გავაფორმე და პარასკევს უკვე მათამაშეს. 0:1-ს ვაგებდით და ბოლო 15 წუთში დუბლი შევასრულე.

"ოასელი" საფრანგეთის მე-4 ლიგის კლუბია, მაგრამ ამ ეტაპზე, საქართველოში თამაშს აქ ყოფნა მირჩევნია.

მომავლის იმედი მაინც მაქვს. ირაკლი სირბილაძის მაგალითი მაიმედებს, რომ კარიერის აწყობა გვიანი არასოდეს არის. კაცმა ფინეთის მესამე ლიგიდან დაიწყო, უმაღლესში შარშან გადავიდა, წლეულს კი სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი და ბომბარდირი გახდა და ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს.

კლუბს ისეთი სავარჯიშო პირობები აქვს, რომლის მსგავსიც საქართველოში უმაღლესი ლიგის ლიდერებსაც სანატრელი აქვთ: 3 სავარჯიშო მოედანი ტყის სიახლოვეს მდებარეობს, სასიამოვნო გარემოში ვვარჯიშობ და მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რაც შეიძლება, კარგად ვითამაშო და მაღალი ლიგის ძლიერი კლუბები დავაინტერესო.

მე-2 ლიგის დუბლშემადგენლობებთან ვთამაშობთ და თავის გამოჩენის შემთხვევაში, საფრანგეთის მე-2 ლიგამდე ერთი ნაბიჯია.

მატჩებს საფეხბურთო აგენტები ესწრებიან, მათ შორის, მეზობელი ბელგიიდან და იქაურ კლუბში მოხვედრასაც ვიმედოვნებ", - გვითხრა მიხეილ ბარაბაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა