საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა განვლილ ტესტებზე დეტალურად ისაუბრა
საქართველოს ნაკრებმა სეზონი დაასრულა. ბოლო მატჩები "ბორჯღალოსნებმა" ნოემბრის ტესტებზე იაპონიისა და ფიჯის ნაკრებებთან გამართეს. მანამ კი ჩვენმა გუნდმა ჯერ ევროპის ერთა თასი მოიგო, მერე კი ივნისის ტესტებზე ჩრდილოამერიკულ ტურნეში კანადისა და აშშ-ის ნაკრებებთან წააგო.

ამას ნოემბერში კიდევ ორი მარცხი მოჰყვა და საქართველოს ნაკრები მსოფლიოს რეიტინგში მე-17 ადგილამდე დაქვეითდა.

ნაკრების მთავარ მწვრთნელს მილტონ ჰეიგს "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" სამუშაო ოთახში შევხვდით, სადაც "ბორჯღალოსანთა" თავკაცი ფიჯისთან მატჩის ვიდეოანალიზზე მუშაობდა.

- როგორ შეაფასებდით განვლილ სეზონს? როდესაც თქვენ ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნეთ, თქვით, რომ გუნდის თამაშის სტილს შეცვლიდით, უკანა ხაზის უფრო ეფექტურად გამოყენებას შეეცდებოდით. გამოგივიდათ თუ არა ის, რასაც გეგმავდით?

- თუ გუნდის უწინდელ თამაშს შევადარებთ, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ თამაშის გაშლას ვახერხებთ.

ფიჯისთან და იაპონიის ნაკრებთან მატჩებში გუნდს მთელი მოედნის სიგრძე ჰქონდა ათვისებული, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის ეფექტურად გამოყენებას ვერ ვახერხებდით.

ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს რაკის მახლობლად თამაშის დასახვეწად, ასევე, ინდივიდუალური უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად.

თუ გვინდა, მაღალი დონის გუნდებს ტოლ-სწორად ვეთამაშოთ, პირველი ნომრიდან დაწყებული, თხუთმეტით დამთავრებული, ყველა სინქრონულად უნდა იყოს თამაშში ჩართული და მთელ მოედანს უნდა ვიყენებდეთ.

მაგრამ ხაზს ვუსვამ, საჭიროა, მეტოქის მხრიდან ზეწოლის პირობებში, ინდივიდუალური უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.

აი, მაგალითად, ავიღოთ ეს ეპიზოდი (პროექტორზე ფიჯის ნაკრებთან მატჩის ერთ-ერთ მომენტს მიჩვენებს):

ჩვენი გუნდი მარჯვენა ფრთაზე უტევს, მარცხნივ ხაზი მშვენივრად დგას, წყობა თითქმის იდეალურია. ათი ჩვენი მოთამაშის წინ ოთხი ფიჯელი დგას.

საკმარისია, ბურთი ხაზზე გამოთამაშდეს და ლელო გარდაუვალია. აქ კი რა ხდება? ერთ-ერთმა მოთამაშემ რაკიდან ბურთი აიტაცა და მარჯვნივ, მოკლე ფრთაზე შეუტია. ასეთი მომენტი თამაშში დაახლოებით ათჯერ იყო. ერთი ან ორი მაინც რომ გამოგვეყენებინა, ფიჯის დავამარცხებდით.

- რით შეიძლება ეს აიხსნას?

- ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ჩემპიონატის დონე არ არის ისეთი მაღალი, რა დონის გუნდებთანაც გვიწევს ტესტებზე თამაში.

მატჩების მსვლელობა ხშირად ჩერდება, იკარგება დინამიკა. ამიტომ ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული მსაჯებზე. ჩვენი და საქართველოს რაგბის კავშირის სამუშაო ის არის, რომ დავეხმაროთ გუნდებს და მსაჯებს, დონე აიმაღლონ.

თუ ამას შევძლებთ, ნაკრებში გამოძახებული მორაგბეების დონეც აიწევს და ეს პრობლემებიც მოგვარდება.

- თამაშის გაშლას საქართველოს ნაკრებში თქვენი წინამორბედები - ტიმ ლეინი და რიჩი დიქსონიც ცდილობდნენ, მაგრამ ამბობდნენ, რომ ეს არ უნდა მოხდეს ძლიერი მხარის, შერკინების დასუსტების ხარჯზე. ფიჯისთან და იაპონიასთან მატჩში ჩანდა, რომ პრობლემები ამ რგოლშიც გვაქვს...

- იაპონიასთან მატჩზე ასე არ ვიტყოდი. პირიქით, ამ შეხვედრაში ზედმეტად ბევრიც კი იყო აიღე-მიეძალეს პრინციპით მეტოქის დაჩაგვრის მცდელობა.

ჩვენი მიზანი იყო, საწყის 25 წუთში მორკინალების მიძალებით იაპონელთა დაცვა შეგვეკუმშა და მერე გაგვეშალა თამაში, მაგრამ ვერ შევძელით. ბიჭები ცდილობდნენ, შერკინებაში მეტოქე ბოლომდე დაეჩაგრათ. მსაჯმაც რამდენიმე შეცდომა დაუშვა ჩვენს საზიანოდ.

არ ვიცი, რას ამბობდნენ ჩემი წინამორბედები, მაგრამ ფაქტია, რომ ნაკრების მორაგბეთა უმრავლესობას 50 კეპზე მეტი აქვს მოხვეჭილი და დღემდე არ იციან მეტოქის მხრიდან ზეწოლის პირობებში ბურთის წესიერად გადაცემა და დაჭერა.

რაგბის თამაში ესაა. თუ გინდა ხელდახელ იბურთაო, ბურთი ნორმალურად უნდა გადასცე თანაგუნდელს და პასიც დაიჭირო. ამას რომ ვერ აკეთებდნენ, ამიტომაც იყო ნაკრების თამაში მთლიანად შერკინებაზე დაყრდნობილი. ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ.

ადგილობრივ მოთამაშეებს ხშირად ვკრებთ და ვავარჯიშებთ. ბევრმა მათგანმა გამოასწორა კიდეც ეს ნაკლი. სამწუხაროდ, უცხოეთში მოთამაშე მორაგბეებთან იმავეს გაკეთებას ვერ ვახერხებთ. 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებამდე ეს პრობლემა საბოლოოდ უნდა გადავჭრათ.

- მალე წელიწადი გახდება, რაც საქართველოს ნაკრებს თავკაცობთ. როგორ ფიქრობთ, რა დადებითი ძვრები მოხდა ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენს ეროვნულ გუნდში?

- მიმაჩნია, რომ ჩვენი გუნდის შეტევის წყობა და პოტენციალი გაუმჯობესდა. მორაგბეებმა დაიწყეს ფიქრი, როგორ შეუტიონ და გამოიყენონ უპირატესობა. ამასთან ერთად, ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გამოვიძახეთ და ვცდილობთ, სუსტი პოზიციები შევავსოთ.

- როგორ ფიქრობთ, რომელ პოზიციაზე უჭირს ყველაზე მეტად საქართველოს ნაკრებს?

- ერთადერთი რგოლი, სადაც პრობლემა არ გვაქვს, შერკინების პირველი ხაზია. მეტ-ნაკლებად დაბალანსებულია მეორე და მესამე ხაზები და არ მგონია, ამ პოზიციებზე უახლოეს ხანში სერიოზული პრობლემები შეგვექმნას.

საპირისპირო ვითარებაა უკანა ხაზში. რამდენიმე მოთამაშე გვიბერდება და გვინდა გადავახალისოთ, გავაახალგაზრდავოთ.

შედარებით უკეთესი მდგომარეობაა შუამარბის პოზიციაზე, მაგრამ თუ ვინმე ტრავმის გამო დაგვაკლდება, სირთულეებს წავაწყდებით. ფულბეკისა და გარემარბის პოზიციებზეც არ გვაქვს დიდი არჩევანი.

რამდენიმე ახალგაზრდა მორაგბე ავიყვანეთ 19-წლამდელთა ნაკრებიდან და ერთა თასის გათამაშების მატჩებში ვეცდებით, ნელ-ნელა შევაჩვიოთ ძირითად შემადგენლობას. რადიკალური ცვლილებები არ იქნება, მაგრამ იმის საშუალება კი მოგვეცემა, რომ 2-3 ახალგაზრდა მორაგბე ვათამაშოთ.

- თქვენ ნდობა გამოუცხადეთ ახალგაზრდა მერაბ შარიქაძეს, რომელმაც წლეულს ყველა მატჩში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. არ ფიქრობთ, სხვა ახალგაზრდა მორაგბეებსაც მისცეთ იგივენაირი შანსი?

- მერაბისნაირი არავინაა. შარიქაძისთვის ნდობა ბრმად არ გამოგვიცხადებია. მისი თამაში 19-წლამდელთა ნაკრებში ვნახე და შევამჩნიე, რომ ასაკთან შედარებით რაგბის თამაშის მეტი ცოდნა და უნარ-ჩვევები ჰქონდა. მან პირველივე საწვრთნელ შეკრებაზე გამოავლინა თავისი შესაძლებლობები.

ის ძალიან ნიჭიერი ბიჭია. მის გარდა, არის კიდევ რამდენიმე მორაგბე, რომლებზედაც იმედს ვამყარებთ, თუმცა ნაკრების ძირითადი შემადგენლობისთვის ჯერ მზად არ არიან.

- ძალიან ბევრ რაგბის ქომაგს აინტერესებს და არ შემიძლია, მეც არ გკითხოთ, რატომ არ არის ნაკრებში "მონპელიეს" შერკინების ბურჯი გიორგი ჟღენტი?

- ერთა თასის წლევანდელი გათამაშების მსვლელობისას რამდენჯერმე დავურეკეთ - არ ეცალა. მერე ივნისის ტესტებისთვის გვინდოდა გამოძახება, უარი გვითხრა. ახლა ნოემბრის ტესტებზე არ გამოვიძახეთ, ვინაიდან მიმაჩნია, რომ არაფრით არის დავით ზირაქაშვილსა და დავით ქუბრიაშვილზე უკეთესი მოთამაშე.

ჩვენი რანჟირებით, ის მარჯვენა ბურჯებს (#3) შორის მესამე ნომერია. ზირაქაშვილი და ქუბრიაშვილი მუდამ მზად არიან ნაკრებში სათამაშოდ და ხვეწნა არასდროს დაგვჭირვებია.

ჟღენტისთვის ნაკრების კარი დახურული არ არის, თუმცა თვითონაც უნდა გამოამჟღავნოს ნაკრებში თამაშის სურვილი და მზადყოფნა.

- მოდით, მომავალი წლის გეგმებზეც ვისაუბროთ. თებერვალში ერთა თასის გათამაშება იწყება, რომელიც იმავდროულად, მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევი ტურნირიცაა...

- რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ ტესტებსა და 2015 წლის მსოფლიოს თასზე, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი მაინც ერთა თასის გათამაშებაა, სადაც აუცილებლად წარმატებულად უნდა ვიასპარეზოთ, რათა მსოფლიოს თასის საგზური მოვიპოვოთ.

ივნისში თბილისში გასამართი ტურნირი განვითარების ერთ-ერთი ეტაპი იქნება. ამ შეჯიბრებაში ბევრ მოთამაშეს მიეცემა შანსი, თავი გამოიჩინოს. ივნისშივე გვაქვს ძალიან სერიოზული ტესტი არგენტინაში იქაურ ეროვნულ გუნდთან. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, ძალიან უნდა მოვინდომოთ, რომ სამხრეთ ამერიკაში უძლიერესი შემადგენლობა წავიყვანოთ.

რაც შეეხება ნოემბერს, ამ დროისთვის ორი ტესტია დაგეგმილი აშშ-ისა და კანადის ნაკრებებთან, თუმცა ჩვენ მესამესაც მოვითხოვთ. ვინ იქნება მეტოქე, მოგვიანებით გადაწყდება.

- ბოლოს, რას ეტყვით რაგბის ქართველ ქომაგებს, რას უნდა ელოდონ ისინი მომავალში "ბორჯღალოსნებისგან"?

- როცა ცდილობ, გუნდში ახალი სტილი დანერგო, გიწევს რამდენიმე ნაბიჯის უკან გადადგმა. ახალ ზელანდიაში როცა ვმუშაობდი, იგივე დამემართა. ჩემმა კლუბმა დასაწყისში რამდენიმე საფეხურით უკან დაიწია, თუმცა მერე ჩემპიონები გავხდით.

ნოემბრის ტესტებზე ფიჯისა და იაპონიის ნაკრებების დამარცხება რეალურად შეგვეძლო. რომ მოგვეგო, ყველა კმაყოფილი იქნებოდა. გარწმუნებთ, რომ განვითარებას განვაგრძობთ და შემდეგ ტესტებზე აშშ-ისა და კანადის ნაკრებებთან მატჩებში უკეთესი შედეგები გვექნება.

ერთი რამ მინდა ვთხოვო ყველას: მოთმინებით აღიჭურვეთ და გვენდეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სპეციალისტები "ბორჯღალოსნების" თამაშზე: პასუხისმგებელი მილტონ ჰეიგია!

საქართველო-ფიჯი 19:24 - რას გვასწავლის ნოემბრის ტესტები? [VIDEO]

საქართველო-იაპონია 22:25 - დავღეჭეთ, მაგრამ ვერ გადავყლაპეთ

მარიამი
გულშემატკივრების 90% გულისამრევია უკვე, ნაკრებმა თუ ხელით არ ითამაშა, შერკინებით წინ ვერ წავალთ, თქვა ამ კაცმა, მსოფლიომდე იქნება სატესტოო და აცადეთ. ყველა პროფესორი როგორ ხართ რა!
giorgi15
ბექა ურჯუკაშვილს დაუძახე მილტონ და 15 ნომრის პრობლემა მოგეხსნება !!!!!
guga
Martalixar joni patroni aravinaa pasuxi motxovos tu chempionati ar varga da iq kide sastavshi araa is nakrebshi unda atamasho?amoiget xalxo xma.mis adgilze Ki ruminetma aiyvana qartveli Tavis nakrebshi
gaga
urjukashvili romelsac Xeli kres Ramdeni wlitaa didi rijaze romelic yvelaze sustia nakrebshi?jgenti kide ramden qveyanas utxra Uari rato ar ekitxebit jurnalistebi mag piarshikebs amebs?
jo
ესკაცი ისეთივე მატყუარა და პიარშიკია როგორც ფედერაცია.რატო არ ეკითხებით რომელს იზახებს თვითონ ფედერაცია რომ აძლევს სიას.შიდა ჩემპიონატი ტუარ ვარგა იქ კიდე სასტავში რო არ ხვდება ის ნაკრებში უნდა იყოს?????მის ადგილზე კიდე ტურაშვილი ძალით"გაარუმინელე"
giorgi
მართალს ამბობს ეს კაცი. კარგ პასს ვერ აკეთებენ, ასევე ვერ იჭერენ ბურთს და ხშირად წინ უვარდებათ. მივალთ ლელომდე და ცინ უვარდებათ. თან ძალიან ხშირად. მაგრამ მჯერა რომ მალე ამას გამოასწორებენ და აი მერე მართლა გადავუვლით ბევრს
fani
ამ კაცს რომ ვუსმენ მჯერა რომ წარმატებას მიაღწევს,საჭიროა რაც შეიზლება მეტი თამაში ასეთი დონის გუნდებთან
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა