საქართველოს ნაკრების მცველმა და რუსეთის პრემიერლიგის "კრასნოდარის" კაპიტანმა საიტ Sportbox.ru-ს მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა
საქართველოს ნაკრების მცველმა და რუსეთის პრემიერლიგის "კრასნოდარის" კაპიტანმა ალექსანდრე ამისულაშვილმა საიტ Sportbox.ru-ს მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

ინტერვიუ ინტერნეტში ვიდეოს სახით გამოქვეყნდა, ჩვენ კი მის ტექსტურ ვარიანტს გთავაზობთ.

საქართველოს ნაკრებზე

საქართველოს ჩემპიონატში გუნდები იძულებულნი არიან, ცუდ მოედნებზე ითამაშონ, ორი-სამი წლის წინ კი ნაკრებისთვისაც კი არ არსებობდა შესაფერისი არენა.

ქართულ ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე შეიძლება ნახევარი საათი ვილაპარაკო და ბოლომდე ვერც ავხსნა.

ჩვენი ნაკრები ყველასთან აგებდა და ფსიქოლოგიურად მოშლილი იყო. სამი წლის წინ გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელი (რედ. თემურ ქეცბაია) მოვიდა, რომელიც იძულებული იყო, აქცენტი დაცვაზე გაეკეთებინა.

დღეს დაცვითი ფეხბურთის თამაში ჩვენს გულშემატკივრებს დიდად არ მოსწონთ, მაგრამ ეს იძულებითი ნაბიჯია. სწორია თუ არა, ამას დრო გვიჩვენებს.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ესპანეთთან და საფრანგეთთან ერთად მოვხვდით. ისიც სათქმელია, რომ კენჭისყრაში საქართველოს სისტემატურად არ უმართლებს. ამ ვითარებაში კი მესამე ადგილის დაკავებას ვეშურებით.

"კრასნოდარში" გამოსვლაზე

პრემიერლიგაში გატარებული მეორე სეზონი "კრასნოდარისთვის" უფრო რთული გამოდგა. ამის მიზეზი ისაა, რომ მეტოქეები უკვე მთელი სერიოზულობით გვეკიდებიან. მათი მხრიდან შეუფასებლობას ადგილი აღარ აქვს.

ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ მომდევნო ჩემპიონატში ჩვენს კლუბს ევროთასების საგზურების მომტანი ადგილებისთვის ბრძოლა შეეძლება. "კრასნოდარს" საამისოდ ყველაფერი აქვს. ერთი ეგაა, სანამ საკუთარი სტადიონი გვექნებოდეს, კიდევ ორი წელი მოცდა მოგვიწევს.

ამ სეზონში კი ჩვენი ამოცანა მეცხრეზე უკეთესი ადგილის დაკავებაა, რაც სავსებით რეალურია, მიუხედავად იმისა, რომ გასულ ტურებში უიღბლობისა და საკუთარი შეცდომების გამო 5-6 ქულა დავკარგეთ.

ეტყობა, ეს მეორე სეზონის სინდრომის ბრალია, რომელიც, როგორც ჩვენი კლუბის პრეზიდენტმა სერგეი გალიცკიმ თქვა, არა მხოლოდ ფეხბურთელებს, გუნდებსაც ემართებათ.

კრასნოდარულ დერბიზე

რა თქმა უნდა, "კრასნოდარისა" და "ყუბანის" დაპირისპირების პრინციპულობა უკვე იგრძნობა, მაგრამ იმისათვის, რომ მას დიდი დერბის სტატუსი მივანიჭოთ, გზა ჯერ კიდევ გვაქვს გასავლელი. ჩვენი გუნდი პრემიერლიგაში ხომ ჯერ სულ მეორე სეზონია, რაც თამაშობს. მანამდე კი ორი წელი პირველ დივიზიონში გაატარა. "ყუბანის" ისტორია კი 80 წელზე მეტს ითვლის.

სხვა მხრივ, წინა ჩემპიონატთან შედარებით, ჩვენი გულშემატკივრების რიცხვმა შესამჩნევად მოიმატა და მათი მხარდაჭერა სულ უფრო იგრძნობა. "კრასნოდარს" გამარჯვებები სჭირდება და ტრიბუნებზე ჩვენს ფერებში გამოწყობილი ხალხიც მოიმატებს.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქებზე

იმის თქმა, რომ შოკში ჩავვარდი, რაც რუსეთში გასამართი მუნდიალის მასპინძელი ქალაქების შესახებ გადაწყვეტილება შევიტყვე, ხმამაღალი ნათქვამი იქნებოდა. თუმცა, აბა დაფიქრდით, კრასნოდარს პრემიერლიგაში ორი გუნდი ჰყავს. ამ ქალაქს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება სჭირდება.

რატომ არ შეიძლება აქ კარგი გზების დაგება და ინფრასტრუქტურის შექმნა ისე, როგორც ეს სოჭში გაკეთდა?

გადაწყვეტილება აბსოლუტურად გაუგებარია.

თანაგუნდელ იურა მოვსისიანზე

გარკვეული ხნის წინ იურა მოვსისიანი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დავასახელე. მაშინ ის ბომბარდირთა დავას ლიდერობდა, შემდეგ კი ხელი ტრავმამ შეუშალა. თუმცა, მე კვლავინდებურად ჩემს აზრზე ვრჩები.

მოვსისიანმა ბრწყინვალედ ითამაშა წინა სეზონში და კიდევ უფრო კარგად ირჯება მიმდინარეში. ძნელი სათქმელია, კიდევ რამდენ ხანს გაჩერდება ის "კრასნოდარში". ასეთი ფეხბურთელის შენარჩუნება ხომ ძალიან ძნელია.

ნალჩიკის "სპარტაკზე"

"სპარტაკში" ძალიან მეგობრული კოლექტივი და კარგი მწვრთნელი, იური კრასნოჟანი გვყავდა. არ გვქონდა ისეთი პირობები, როგორიც "კრასნოდარშია", თუმცა არსებული ატმოსფეროსა და ერთსულოვნების ხარჯზე პრემიერლიგაში საკმაოდ წარმატებით გამოვდიოდით.

მიხარია, რომ დაცვის ცენტრში მიოდრაგ ჯუდოვიჩთან ერთად ჩემი თამაში აქამდე ახსოვთ. ჩვენ მხარდამხარ თითქმის ოთხი წელი გავატარეთ და ეს უსათუოდ კრასნოჟანის დამსახურებაა. ორივე მათგანთან კავშირი დღემდე მაქვს. არ გამოვრიცხავ, რომ ოდესმე ნალჩიკში დავბრუნდე, სადაც ძალიან ბევრი მეგობარი მყავს.

მცველებზე

ბავშვობაში თამაშის მანერით ერთ-ერთი უძლიერესი მცველი ფრანკო ბარეზი აღმაფრთოვანებდა. ვფიქრობ, დღეს მისი დონის ოსტატები აღარ არიან.

რა თქმა უნდა, წამყვან კლუბებში არიან მაღალი კლასის მცველები - ჟერარდ პიკე "ბარსელონაში", ჯონ ტერი - "ჩელსიში", თუმცა მთლიანობაში ყველას რაღაც აკლია.

დღეს ყველაზე ძლიერ ცენტრალურ მცველად ბრაზილიელ ტიაგო სილვას (პსჟ) მივიჩნევ.

ასევე იხილეთ:

ქართველი ფეხბურთელები და მათი მეორე ნახევრები

გია გრიგალავამ რუსები გააოცა, ალექსანდრე ამისულაშვილმა ძველი დრო გაიხსენა

ალექსანდრე ამისულაშვილი: მოვა დრო და ყველაფერს ვიტყვი

ბადრი სეფაშვილი
კუმირი კი არა, - კერპი!
"როდესაც "ბარსელონას" ხვდები, ეს ძალიან რთულია" - გულიაშვილის პირველი კომენტარი "რასინგში" დებიუტის შემდეგ
პსჟ სოლიდური მეტოქით - მარცხის შემდეგ და ლიგის წინ
[VIDEO] გულიაშვილმა "ბარსელონასთან" ერთი საათი ითამაშა - "რასინგი" ბრძოლაში დამარცხდა
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
20 წ. | ა ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
"უკვე ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ" - არბელოა "ალბასეტესთან" მატჩის შემდეგ
"ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ" - ტონი კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
[VIDEO] სენსაციათა სენსაცია - "რეალი" თასიდან სეგუნდას მეჩვიდმეტეადგილოსანმა გამოაგდო
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე
ბაირამიანი: სომხეთის ნაკრებიც გაისვრის საქართველოს და უზბეკეთის მსგავსად
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს